Septavis - სეპტავისი ხსნარი 50მლ + 50 სტერილური ხელსახოცი
სეპტავისი
ნატრიუმის ჰიპოქლორიტის შემცველი ანტისეპტიკური ხსნარი ქუთუთოებისა და წამწამების ყოველდღიური ჰიგიენისთვის.
მრავალდოზიანი ბოთლი შეიცავს ხსნარის 50 მლ-ს და 50 ცალ სტერილურ სალფეთქს.
ჩვენებები:
სეპტავისი განკუთვნილია პერიოკულური არის ( ქუთუთოები და წამწამები) ყოველდღიური ჰიგიენისათვის.
სეპტავისი ნაზად აცილებს ქუთუთოებსა და წამწამებს უცხო სხეულებს, ზეთოვან ნარჩენებს და ნებისმიერი წარმოშობის უმცირეს ნაწილაკებს.
სეპტავისი წარმოადგენს პერიოკულური არის სანიტაიზერს.
ინგრედიენტები:
ნატრიუმის ჰიპოქლორიტი, წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფოსფატი, ჰიდროქლორის მჟავა.
გამოყენების წესი:
ხსნარი მზად არის გამოსაყენებლად.
- გამოყენებამდე გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები, მოახრახნეთ ბოთლს თავსახური და წამოაცვით დისპენსერი, რომელიც მოთავსებულია კონვერტში. გახსენით სალფეთქების შემცველი შეფუთვა და ამოიღეთ ერთი ცალი.
- სალფეთქზე მიაფრქვიეთ ხსნარი 5-6 ჯერ, მისი კარგად დატენიანების მიზნით.
- დახუჭულ თვალზე გაიწმინდეთ ქუთუთოები და წამწამები სალფეთქის ჰორიზონტალური მოძრაობით რამდენიმეჯერ, ერთი და იგივე მიმართულებით.
ერთი სალფეთქი გამოიყენება ერთჯერადად ერთი თვალისათვის.
- ზემოთ აღწერილი თითოეული ნაბიჯი გაიმეორეთ მეორე თვალისთვისაც, გამოიყენეთ ახალილ სალფეთქი დასველებული სეპტავისის ხსნარით.
შეფუთვა:
მუყაოს კოლოფი შეიცავს ქარვისფერ შუშის ბოთლს თავსახურით, რომელშიც მოთავსებულია ხსნარის 50 მლ მრავალჯერადი გამოყენებისთვის; ერთ მისახრახნ დისპენსერს; 50 TNT მარლის სალფეთქს - 5 ცალს ერთ კონვერტში.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა სეპტავისის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
არ მიისხუროთ ხსნარი პირდაპირ ქუთუთოზე ან თვალის ზედაპირზე / არ გამოიყენოთ ერთდაიგივე სალფეთქი ორივე თვალისთვის / არ გამოიყენოთ საინფუზიოდ ან საინექციოდ / არ დალიოთ / არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია / არ გამოიყენოთ ქლორზე ალერგიის არსებობის შემთხვევაში / არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ / არ გამოიყენოთ, თუ ხსნარი გაყავისფერებული ან გაუმჭვირვალეა.
მწარმოებელი:
MEDIVIS SRL – Corso Italia, 171 -95127 Catania
ვარგისობის ვადა:
24 თვე
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account