სასაჩუქრე ნაკრები

სასაჩუქრე ნაკრებები მათთვის, ვისზეც ყველაზე მეტად ზრუნავ. PSP გთავაზობთ ყველა ასაკის ადრესატისთვის შექმნილ სასაჩუქრე ნაკრებებს. ევროპული, კორეული და ამერიკული ბრენდების თავის მოვლის საშუალებები საშუალებას მოგცემთ მზრუნველობის გამოხატვასთან ერთად, საყვარელ ადამიანებს პრაქტიკული საჩუქარი აჩუქოთ.
სასაჩუქრე ნაკრებები ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა კოდალი, ნუქსი, მისშა და ჯუგავი, გვთავაზობენ პროდუქტების ფართო არჩევანს, რომელიც ორიენტირებულია კაცის, ქალის და ბავშვის ჰიგიენასა და მოვლაზე. აქ აღმოაჩენ, მაღალი ხარისხის კანის, თმის, წვერისა და ტანის მოვლის პროდუქტების ნაკრებებს.
ქალებისთვის
გაანებივრეთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ქალები თავის მოვლის სასაჩუქრე ნაკრებით. ნარჩევი პროდუქტებისგან შექმნილი ქალის სასაჩუქრე ნაკრებები შედგება თავის მოვლის საშუალებებისგან, სუნამოებისგან და რელაქსაციის მთელი რიგი პროდუქტებისგან. ტანის მკვებავი ლოსიონებიდან და ზეთებიდან დაწყებული სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბებით და დამამშვიდებელი კრემებით დამთავრებული, თითოეული ნივთი საგულდაგულოდ არის შერჩეული რელაქსაციისთვისა და თავდაჯერებულობისთვის. PSP-ს სასაჩუქრე ნაკრებები არის სიყვარულისა და მადლიერების გულწრფელი ჟესტი, რომელიც ხელს უწყობს ადრესატს, დაუთმოს დრო საკუთარ თავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის - დედის საჩუქრის ასარჩევად კი, გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ შეურჩიო დედას საჩუქარი.
მამაკაცებისთვის
აქ შეხვდები კაცის სასაჩუქრე ნაკრებებსაც, რომლებიც შექმნილია მათი თავის მოვლის რუტინის გასაუმჯობესებლად. ესპანური ბრენდის ლეას სასაჩუქრე ნაკრებებში აღმოაჩენთ შხაპ–გელს, შამპუნს, სახის კრემს, დეოდორანტსა და თავის მოვლის სხვა საშუალებებს. მამაკაცის თავის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილი წვერისა და გაპარსვის შემდგომი კანის მოვლაა. მისშას სასაჩუქრე ნაკრები შედგება სპეციალურად შერჩეული შხაპ–გელისგან, შამპუნისაგან და რაც მთავარია, 7 კომპონენტიანი ესენციისგან, რომელიც გამოიყენება გაპარსვის შემდგომ სახის კანის დასამშვიდებლად. მაღალი ხარისხის ბრენდების სასაჩუქრე ყუთი იდეალური საჩუქარია მამაკაცებისთვის, რომელთათვისაც თავის მოვლა დღის რეჟიმის განუყოფელი ნაწილია.
ბავშვებისთვის
გაახარეთ პატარები თავის მოვლის საოცარი სასაჩუქრე ნაკრებით. ეს საგულდაგულოდ შერჩეული, ბავშვებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქცია ქმნის ისეთ სასაჩუქრე ნაკრებებს, რომლებიც გაახარებს ნებისმიერი ასაკის ბავშვს. ნაკრებები მოიცავს, როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ასევე აბაზანის პროდუქტების ნაკრებებს, საწოვარებსა და კანის მოვლის საშუალებებს. სასაჩუქრე ნაკრები დაგეხმარებათ წაახალისოთ თავის მოვლის რუტინა ადრეული ასაკიდან.
შეარჩიე ჯუგავის, ჰესკოტი და აივორის, კოდალისა და სხვა წამყვანი ბრენდების სასაჩუქრე ყუთი PSP.GE-ზე და გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Rituals - რიტუალს მზის ნაკრები Karma 5923განსაკუთრებული ფასი 96,95 GEL რეგულარული ფასი 121,19 GEL
- Teaology - თიოლოჯი Hydraglow ნაკრები 5006განსაკუთრებული ფასი 70,80 GEL რეგულარული ფასი 118,00 GEL
- SVR - ესვიერი ანტიასაკობრივი ნაკრები Densitium Rose სახის კრემი და ღამის ბალზამი 3082განსაკუთრებული ფასი 73,50 GEL რეგულარული ფასი 147,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი Smart Party ნაკრები 1669განსაკუთრებული ფასი 95,00 GEL რეგულარული ფასი 190,00 GEL
- Lirene - ლირენე ნაკრები კომბუჩა 7603განსაკუთრებული ფასი 15,93 GEL რეგულარული ფასი 31,85 GEL
- Lirene - ლირენე ნაკრები Aloe 7641განსაკუთრებული ფასი 13,50 GEL რეგულარული ფასი 26,99 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე ნაკრები ხელის კრემი 3 ცალი 7349განსაკუთრებული ფასი 19,03 GEL რეგულარული ფასი 38,06 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი Nathalie Lete ხელის კრემის და ტუჩის ბალზამის ნაკრები 5188განსაკუთრებული ფასი 39,90 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ხელის კრემი ყუთით Cath Kidston 100 მლ 4730განსაკუთრებული ფასი 49,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Raywell - რეიველი ნაკრები BIO HYDRA 5099განსაკუთრებული ფასი 37,41 GEL რეგულარული ფასი 49,88 GEL
- Teaology - თიოლოჯი ნაკრები გამწმენდი 5440განსაკუთრებული ფასი 67,20 GEL რეგულარული ფასი 112,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peptide ნაკრები 2548განსაკუთრებული ფასი 59,00 GEL რეგულარული ფასი 118,00 GEL
- SVR - ესვიერი ნაკრები HYALU კრემი კოლაგენი + B3 3723განსაკუთრებული ფასი 95,01 GEL რეგულარული ფასი 190,01 GEL
- ნაკრები Littor. Trio 2024 0289 ალგოლოჟი - Algologieგანსაკუთრებული ფასი 44,50 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- ნაკრები Promo/Rituel 0825 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 106,80 GEL რეგულარული ფასი 178,00 GEL
- Dalin - დალინი ნაკრები ქალის PINK 4878განსაკუთრებული ფასი 19,43 GEL რეგულარული ფასი 38,85 GEL
- Dalin - დალინი ნაკრები ქალის BELLAVISTA 2721განსაკუთრებული ფასი 19,43 GEL რეგულარული ფასი 38,85 GEL
- Balmy - ბალმი სასაჩუქრე ნაკრები პოლიესთერი 2908განსაკუთრებული ფასი 8,40 GEL რეგულარული ფასი 16,79 GEL
- Sebamed - სებამედი ნაკრები Q10 4405განსაკუთრებული ფასი 46,30 GEL რეგულარული ფასი 77,17 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account