Folia Salviae - სალბის ფოთოლი 50გ
ჩვენებები: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება პირის ღრუს, ცხვირხახისა და ხახის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
პარასამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია
სალბის ფოთოლი
FOLIUM SALVIAE OFFICINALIS
წამლის ფორმა: სალბის ფოთლები.
შემადგენლობა: სალბის ფოთლები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: სალბის ფოთლების გამონაცემს აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და შემომგარსველი მოქმედება.
გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება პირის ღრუს, ცხვირხახისა და ხახის ანთებითი დაავადებების (სტომატიტი, გინგივიტი, ანგინა, ფარინგიტი) სამკურნალოდ.
მომზადების წესი: დაახლოებით 10გ (3 სუფრის კოვზ) ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში, ასხამენ 200მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებულ წყალს, ახურავენ თავსახურს და აცხელებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგამენ, აციებენ და ფილტრავენ. დარჩენილ მასას წურავენ. მიღებულ ნაყენს უმატებენ ანადუღარ წყალს საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.
მიღების წესი: გამოიყენებენ ადგილობრივად სავლების სახით 1/2-1 ჭიქას 3-5-ჯერ დღეში თბილი სახით. გამოყენების წინ ნაყენი უნდა შეანჯღრიონ.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება სიფრთხილის დაცვით.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: არ ახდენს ზემოქმედებას.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა: 50გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”.
საქართველო, 4600,
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 51,
ტელ: +995 (431) 214 504
e-mail: farconi.ge@gmail.com
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account