Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ცინკოდინი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 16,57 GEL რეგულარული ფასი 33,14 GEL
მარაგშია
SKU
69418_651

ჩვენება: იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, მორეციდივე ვირუსული ინფექციები, ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით.

დოპელჰერცი აქტივი ცინკოდინი 

თუთია - თუთია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს  წარმოადგენს, მონაწილეობს უჯრედების დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში.  უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იგი 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს წარმოადგენს. თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი საკვები დანამატის სახით მიღება.

თუთია მონაწილეობს დნმ-ის, რნმ-ის, ცილების, ჰემოგლობინის სინთეზში, ასევე ნახშირწყლებისა და ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში (ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისათვის აუცილებელ კო-ფაქტორს წარმოადგენს), უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. დასუსტებული იმუნური სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის,  რომ თუთიის დეფიციტით სისხლში კორტიზოლის დონე იზრდება. კორტიზოლი კი, შფოთვის და სტრესის ჰორმონი, თრგუნავს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, ითვლება, რომ თუთია ამცირებს მგრძნობელობას ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების მიმართ, რადგან ის არეგულირებს იმუნური სისტემის სხვადასხვა ფუნქციებს, მათ შორის სასუნთქი გზების უჯრედების დაცვას და მთლიანობის შენარჩუნებას ანთების ან ფილტვის დაზიანების დროს.

კლინიკური კვლევის მიხედვით 9-24 მგ თუთია მნიშვნელოვნად ამცირებს გაციების და რესპირატორული სიმპტომების ხანგრძლივობას მოზრდილებში დაავადების დაწყებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.

ამინომჟავა ჰისტიდინი აუმჯობესებს თუთიის გლუკონატის ათვისებას. ხელს უწყობს ქსოვილების ზრდას და აღდგენას. მას დიდი რაოდენობით შეიცავს ჰემოგლობინი, გამოიყენება რევმატიული ართრიტების, ალერგიის, წყლულის და ანემიის მკურნალობისას. ჰისტიდინის უკმარისობა შეიძლება სმენის დაქვეითების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

ვიტამინი C – აძლიერებს იმუნურ სისტემას, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, მაკროფაგების გამრავლების პროცესში, აძლიერებს მათ აქტივობას და მობილობას; იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებებისგან, ხელს უწყობს რკინის უკეთ შეთვისებას და სხვ.

თუთიის დეფიციტის გამომწვევი ფაქტორებია:

· ორგანიზმში თუთიის დეფიციტი (დიეტა, შიმშილი)

· ორგანიზმის მიერ მისი ათვისების უნარის დაქვეითება (ნაწლავური დაავადებების დროს)

· ორგანიზმიდან ჭარბი რაოდენობით გამოყოფა (ალკოჰოლიზმის, ხანგრძლივი დიარეის, საფაღარათო საშუალებების და სხვ. მედიკამენტების მიღების დროს).

· თუთიის მიღებაზე მოთხოვნილება იზრდება: ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, სპორტსმენებსა და ვეგეტარიანელებში

ჩვენება:

· დერმატოლოგია: თმის ცვენა (დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია), ატოპიური დერმატიტი, ეკროდერმატიტი, ფსორიაზი, გამონაყარი კანზე, აკნე, ჰერპესი, ფრჩხილების დისტროფია, ლეიკონიქია.

· გინეკოლოგია, ანდროლოგია-უროლოგია: ქალსა და მამაკაცებში ფერტილობის დარღვევა, სპერმატოგენეზის შეფერხება.

· ოფთალმოლოგია: მხედველობის დაქვეითება, რეტინოპათია, ქათმის სიბრმავე.

· ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ინსულინრეზისტენტობა, ჭრილობის შეხორცების დაჩქარება, ზრდაში ჩამორჩენა ბავშვებში, ოსტეოპოროზი.

· გასტრო-ენტეროლოგია: მალაბსორბციის სინდრომი, მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი, უილსონის დაავადება.

· იმუნოლოგია: იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, მორეციდივე ვირუსული ინფექციები, ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით.

· რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი

· სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა

· აქტიური სპორტული და ფიზიკური დატვირთვა

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს: თუთიის სულფატი - 25 მგ, L ჰისტიდინი - 50 მგ, ვიტამინი C - 100 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 12 წლის ასაკიდან, არ დაღეჭოთ. საჭიროების შემთხვევაში ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად.

გამოშვების ფორმა:

№30 ტაბლეტი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ცინკოდინი 100მლ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy