ომეგა 3-6-9 ვეგანური 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ომეგა 3-6-9 მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ომეგა 3-6-9 ვეგანური 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ამვილაბის ომეგა 3-6-9 ვეგანური ფორმულა შეიცავს 100 %-ით ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალკონცეტრირებულ, ახალი ტექნოლოგიით (ცივი დაწურვის მეთოდით) მიღებულ მცენარეულ ომეგა 3-6-9 ცხიმოვან მჟავებს, რომელიც მიიღება სელის ზეთისგან.
სელის ზეთი მდიდარია არამარტო შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით - ლინოლის მჟავა (ომეგა 3), კონიუგირებული ლინოლეის მჟავა (ომეგა 6), ოლეინის მჟავა (ომეგა 9), არამედ ვიტამინებით (E, B2, B3, B4, B5, B9, D ), მინერალებით, მაკრო და მიკროელემენტებით (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, სელენი, იოდი, თუთია და სხ.).
ორგანიზმში მოხვედრისთანავე ომეგა 3-6 -9 შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები ადვილად აღწევენ უჯრედულ მემბრანაში და მონაწილეობენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში, ისინი ზემოქმედებას ახდენენ უშუალოდ უჯრედების სტრუქტურასა და აქტივობაზე, სწორედ ამითაა განპირობებული მათი თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი:
· მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის
· აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, არეგულირებს არტერიულ წნევას
· ამცირებს ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას სისხლში
· არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობის და იშემიური დაავადებების განვითარების რისკს
· აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას
· აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს
· ამცირებს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს
· ზრდის სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას
· აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი, ამაღლებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს
· ამცირებს პრემენსტრუალურ სიმპტომებს
· აუცილებელია ნერვული, რეპროდუქციული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის
· უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, ხელს უწყობს წონის კორექციას
· აუბჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურას
ჩვენება
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია
· ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება
· იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
· შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა
· კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე და სხვა
· რევმატოლოგიური დაავადებები: ართრიტი, ართროზი
· აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი
· პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
· ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა
· თვალის დაავადებები
· ავთვისებიანი დაავადებების პროფილაქტიკა
შემადგენლობა
სელის ზეთი - 1000 მგ, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ლინოლის მჟავა - ომეგა 3, ლინოლეის მჟავა - ომეგა 6, ოლეინის მჟავა - ომეგა 9.
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დოზირება
1-2 კაფსულა დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 ჟელატინისებრი კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account