ბიუთი კაცის 30 ფლაკონი ორთომოლი - Orthomol

განსაკუთრებული ფასი 315,00 GEL რეგულარული ფასი 350,00 GEL
მარაგშია
SKU
95819_2580
ორთომოლი®ბიუთის ვიტამინების, მინერალების და ნუტრიენტების ინოვაციური კომპლექსი სპეციალურად შეიქმნა მამაკაცებისთვის ახალგაზრდა, გლუვი კანის, ბზინვარე თმისა და ჯანსაღი ფრჩხილების ფორმირება-შენარჩუნებისთვის.

ბიუთი კაცის 30 ფლაკონი ორთომოლი - Orthomol

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლი® ბიუთი კაცებისთვის!

ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილისთვის!

ორთომოლი®ბიუთის ვიტამინების, მინერალების და ნუტრიენტების ინოვაციური კომპლექსი სპეციალურად შეიქმნა მამაკაცებისთვის ახალგაზრდა, გლუვი კანის, ბზინვარე თმისა და ჯანსაღი ფრჩხილების ფორმირება-შენარჩუნებისთვის. ორთომოლი ბიუთი ეფუძნება მოლეკულურ ოპტიმიზაციას, მოლეკულის ხვედრითი წონის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მის მაღალ ბიოშეღწევადობას სამიზნე უჯრედებში, როგორიცაა თმა, კანი, ფრჩხილი და ხრტილოვანი ქსოვილი.

ორთომოლი® ბიუთი კაცებისთვის :

  • აძლიერებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს
  • აღადგენს კანის სტრუქტურას, აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, ელასტიურობას, დატენიანებას, ანელებს კანის დაბერების პროცესს
  • ამცირებს ღრმა და ზედაპირულ ნაოჭებს, ასევე თვალის ირგვლივ ნაოჭებს
  • სწრაფად აჩერებს თმის ცვენის პროცესს, ასტიმულირებს მის ზრდას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას
  • ზრდის ფრჩხილის სიმტკიცეს და ამაგრებს მას, იცავს აქერცვლისა და მტვრევადობისგან

კოლაგენის ჰიდროლიზატი ბუნებრივად დაბალანსებული, დაბალმოლეკულური მასის მქონე, ფერმენტული ჰიდროლიზის გზით მიღებული პეპტიდებია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სახეზე ღრმა და ზედაპირულ ნაოჭებს, ზრდის კანის ელასტიურობას, აღადგენს ტენიანობას და ამცირებს კანის სიმშრალეს, ხელს უწყობს დერმის უჯრედების განახლებას და აღდგენას - კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და ელასტიური, კოლაგენი ასევე უზრუნველყოფს ჯანსაღი თმის და ფრჩხილების ფორმირებას.

Ჰიალურონის მჟავა ორთომოლი ბიუთის სპეციალურად შემუშავებული ფორმულაა დიდი ზომის მოლეკულებით, რომელიც ლაგდება დერმის უჯრედებში და განაპირობებს კანის ხანგრძლივი დროით დატენიანებას, ამასთან ხელს უწყობს კანის ელასტიურობას, აძლიერებს კოლაგენის, ელასტინის გამომუშავებას, აუმჯობესებს დერმის სტრუქტურას. კანი ხდება უფრო ელასტიური, მკვრივი, გლუვი, ამცირებს ნაოჭებს და ახდენს მათი წარმოქმნის პრევენციას, იცავს კანს დაბერებისგან, აქვს დერმის უჯრედების სწრაფად რეგენერაციის უნარი, ამიტომ ეფექტურია აკნეს და პიგმენტური ლაქების მკურნალობის დროს.

ჰიდროქსითიროზოლი (მიღებული ზეთისხილის ნაყოფის ექსტრაქტიდან) მიეკუთვნება პოლიფენოლების კლასს, ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ანელებს დაბერების პროცესს, კვებავს კანს, თმას და ფრჩხილებს, ამცირებს კანის სიმშრალეს, ზედაპირულ და ღრმა ნაოჭებს, ხელს უწყობს დერმის ღრმა დატენიანებას. ჰიდროქსითიროზოლი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ხელს უშლის პათოლოგიური პროცესების განვითარებას.

ვიტამინი E არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ზრდის კანის ელასტიურობას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ანიჭებს თმას ბზინვარებას.

ვიტამინი C უზრუნველყოფს ენდოგენური კოლაგენის სინთეზს, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, C ვიტამინი აუცილებელი კომპონენტია ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილისთვის.

ვიტამინი B7 - ბიოტინიხელს უწყობს კერატინის სინთეზს, არეგულირებს ბუნებრივ, რეგენერაციულ პროცესებს თმის ძირებში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება - გაახალგაზრდავებაში, ამცირებს გამონაყარს, ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის სინთეზს, შესაბამისად გავლენას ახდენს კანის და თმის ცხიმიანობის დაბალანსება - დარეგულირებაზე, ასევე უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, აღადგენს და აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, სიმტკიცეს უბრუნებს მტვრევად ფრჩხილებს, ხელს უწყობს მათი ზრდის პროცესს, აფერხებს სოკოვანი დაავადების განვითარებას.

კოენზიმ Q - 10 (უბიქინონი)წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ენერგიის წარმოქმნის პროცესში, ატფ - ის სინთეზში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, კვებავს კანს და ინარჩუნებს ტენიანობას დერმის უჯრედებში, ზრდის ჰიალურონის მჟავას, ელასტინის და კოლაგენის ბოჭკოების სინთეზს.

სელენი უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, ხელს უშლის უჯრედული მემბრანის დაზიანებას, ანელებს დაბერების პროცესს, ინარჩუნებს კანის ელასტიურობას. სელენი ამცირებს თმის ცვენას, აძლიერებს მის ზრდას, უზრუნველყოფს თმის ფოლიკულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

თუთია ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას, კანის უჯრედების რეგენერაციას, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, უზრუნველყოფს კოლაგენის და კერატინის სინთეზს, ამშვიდებს კანს ანთებითი პროცესების დროს, ხელს უშლის თმის ცვენას, აუმჯობესებს A და B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას.

ჩვენება

  • ასაკობრივი ცვლილებები კანზე
  • კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია
  • თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (თმის ცვენა, ფრჩხილის მტვრევადობა, აშრევება)
  • კანის პიგმენტაცია და ფერის ცვლილება
  • აკნე

შემადგენლობა

დღიური დოზა 1 მზა დასალევი ფლაკონი 20 მლ (22 გ) შეიცავს:

შემადგენლობა

დღიური დოზა

%NRV*

 

კოლაგენის ჰიდროლიზატი

2500 მგ

**

 

ჰიალურონის მჟავა

100 მგ

**

 

კოენზიმი Q10 (უბიქინონი)

10 მგ

**

 

ზეთისხილის ნაყოფის ექსტრაქტი, საიდანაც

170 მგ

   

ჰიდროქსითიროზოლი

5,1 მგ

   

ვიტამინები:

 

ვიტამინი E

9.6 მგ ალფა-TE***

80

 

ვიტამინი C

80 მგ

100

 

ბიოტინი

50 მკგ

100

 

მინერალები:

 

სელენი

55 მკგ

100

 

თუთია

10 მგ

100

 

* NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

** არ არის ხელმისაწვდომი საცნობარო რაოდენობა

*** ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი

დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, ფორთოხლის წვენის კონცენტრატი, კოლაგენის ჰიდროლიზატი, სტაბილიზატორი გლიცერინი, მარაკუიას წვენის კონცენტრატი, ლიმონმჟავა, ზეთისხილის ნაყოფის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ჰიდროქსითიროზოლს, ნატრიუმის L-ასკორბატი, ნატრიუმის ჰიალურონატი, კოენზიმი Q10, კალიუმის სორბიტი, DL-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი, თუთიის სულფატი, ნატრიუმის სელენატი, დამატკბობლები აცესულფამი K და სუკრალოზა, არომატიზატორი, D-ბიოტინი.

არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, ხელოვნურ საღებავებს

ორთომოლი® ბიუთი კაცებისთვის მიღების წესი

მიიღება 1 მზა დასალევი ფლაკონი ყოველდღე ჭამის დროს ან მის შემდეგ. ფლაკონი მიღებამდე უნდა შეინჯღრეს.

უკუჩვენება

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:

  • არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
  • გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა

№30 მზა დასალევი ფლაკონი ფორთოხალ-მარაკუიას არომატით.

მწარმოებელი

Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.

ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:

• ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

• პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე

• არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)

• წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე

• თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:

  • ISO 22000/GMP
  • International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი)
  • BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
  • Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
  • Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy