Solgar - სოლგარი კოლაგენის და ჰიალურონის მჟავის კომპლექსი 30 კაფსულა
ჩვენება:ხერხემლის და სახსრების ადრეული გაცვეთა.სიმშრალე და ელასტიურობის დაქვეითება.
კოლაგენი - ჰიალურონის მჟავა
შემადგენლობა:
C ვიტამინი (კალციუმის ასკორბატი) - 100მგ
ნატრიუმი - 20მგ
მე-2 ტიპის ბიოუჯრედოვანი კოლაგენი - 1200მგ, რომელისგანაც მიიღება:
მე-2 ტიპის ჰიდროლიზებული კოლაგენი - 720მგ
ქონდროიტინის სულფატი - 192მგ
ჰიალურონის მჟავა - 120მგ
რატომ ბიოუჯრედოვანი კოლაგენი?
ბიოუჯრედოვანი კოლაგენი მიღებულია ჰიდროლიზის შედეგად, რაც უზრუნველყოფს მოლეკულური მასის შემცირებას და ორგანიზმის მიერ სწრაფ და ეფექტურ ათვისებას!
•ადვილად შეიწოვება მაღალმოლეკულურ კოლაგენთან შედარებით
• შეიცავს ქონდროიტინის სულფატს, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის სინთეზს უწყობს ხელს
• ამცირებს ტკივილს, დაჭიმულობას და აუმჯობესებს სახსრის მობილობას
• აღადგენს გადაგვარებული სახსრის სტრუქტურას და აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას
• 60-ჯერ ზრდის ჰიალურონის მჟავას კონცენტრაციას სისხლში
რას წარმოადგენს ჰიალურონის მჟავა?
ჰიალურონის მჟავა ორგანიზმის ყველაზე ჰიდროფილური მოლეკულაა. იგი აკავებს წყალს, გადაყავს ბლანტ (ჟელეს მსგავს) კონსისტენციაში და ახორციელებს ყველაზე ეფექტურ „ბუნებრივ დატენიანებას“. ჰიალურონის მჟავა რამდენიმე ათასი პოლისაქარიდისგან, გლუკურონის მჟავისა და N-აცეტილ გლუკოზამინისგან შედგება და ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედშია. მისი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია გვხვდება შემაერთებელ ქსოვილში, სახსრებში (ხრტილი და სინოვიალური სითხე), თვალსა და კანში.
ჰიალურონის მჟავა და კანი
სხეულის ყველაზე დიდ ორგანოს წარმოადგენს კანი, რომელიც საერთო მასის 15%-ს შეადგენს. ორგანიზმში არსებული ჰიალურონის მჟავის 50% გვხვდება კანში. კანის სტრუქტურის შესანარჩუნებლად ძალიან მინიშვნელოვანია მასში ჰიალურონის მჟავისა და კოლაგენის არსებობა. კანს სიმტკიცეს ანიჭებს კოლაგენი, რომლის ჰიდრატაციას და დატენიანებასაც უზრუნველყოფს ჰიალურონის მჟავა. იგი ასტიმულირებს ფიბრობლასტების პროლიფერაციას ჭრილობის შეხორცების დროს.
ასაკის მატებასთან ერთად კანი განიცდის ცვლილებებს, რაც წარმოადგენს ფოტოდაბერების შედეგს. ეს პირველ რიგში ეხება სახეს და ზედა კიდურებს, რომლებიც ყველაზე ნაკლებადაა დაცული. ფოტოდაბერების ნიშნებია კანის სიმშრალე, ღრმა ნაოჭები, პიგმენტაცია, ელასტოზი. 2 ფოტოდაბერების პროცესს კიდევ უფრო ამძიმებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, რომელიც არღვევს კოლაგენის მატრიქსს და კანი კარგავს ელასტიურობას. 3
კვლევებით დამტკიცებულია, რომ ბიოუჯრედოვანი კოლაგენის პერორალური გზით მიღება ამცირებს კანის დაბერების ვიზუალურ ნიშნებს. მისი მიღებიდან 12 კვირის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ნაოჭები და კანის სიმშრალე. 2
კვლევების ასევე მნიშვნელოვანი დასკვნაა, რომ პერორალური გზით მიღებული ბიოუჯრედოვანი კოლაგენი ზრდის კოლაგენის რაოდენობას დერმაში, შედეგად იზრდება კანის სიმკვრივე და ელასტიურობა. 2
კომპლექსში არსებული C ვიტამინი ააქტივებს ფერმენტულ სისტემას, რომელიც მონაწილეობს კანის კოლაგენის მატრიქსის სინთეზში და უზრუნველყოფს მის სიმტკიცეს. 4
ჰიალურონის მჟავის მოქმედება ძვალ-სახსროვანი დაავადებების დროს
ასაკის მატებასთან ერთად სახსარი განიცდის ცვლილებებს (ცვეთას) , რაც გამოწვეულია ყოველდღიური მოძრაობით, სირბილით, სტრესით. სინოვიალური სითხე და ხრტილი იცავს სახსარს დაზიანებისგან ხახუნის შემცირების გზით. ჰიალურონის მჟავა ყველაზე მაღალი კონცენტრაციით გვხვდება სინოვიალურ სითხეში. იგი აკავებს წყალს სინოვიალურ სითხეში, შესაბამისად ახასიათებს საპოხი და მაამორტიზებელი მოქმედება, ახდენს დამცავი ფენის ფორმირებას, რაც იცავს სახსრის ხრტილს და სინოვიალურ გარსს მექანიკური დაზიანებისგან და ანთებითი ფაქტორების გამომწვევი თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. უნარჩუნებს სახსარს სიმტკიცეს, ელასტიურობას და უზრუნველყოფს მის უმტკივნეულო მოძრაობას.5,6 ჰიალურონის მჟავა აგრეთვე ხელს უწყობს პროტეოგლიკანების სინთეზს, რომლებიც კოლაგენთან ერთად ახდენენ ხრტილის სტრუქტურის (უჯრედშირისი მატრიქსი) ფორმირებას. 6
ჰიალურონის მჟავას მოქმედება ემყარება „გამშვები მექანიზმის“ ეფექტს, რომელიც სახსრის მიერ ენდოგენური ჰიალურონანის სინთეზის სტიმულირებას აიძულებს, რასაც მივყავართ სახსრების ჰომეოსტაზის აღდგენასთან, რისი შენარჩუნებაც ხდება რამდენიმე თვის განმავლობაში.
ჰიდროლიზებული კოლაგენი ხელს უწყობს სახსარში ქონდროციტებისა და პროტეოგლიკანების სინთეზს,7 რომლებიც წარმოქმნიან ხრტილის უჯრედშორის მატრიქსს და იცავენ სახსარს დაზიანებისგან.
იგი შეიცავს 20-მდე ამინომჟავას. ეხმარება ქსოვილს მთლიანობის აღდგენაში და სრულყოფს მის სტრუქტურას. მიღებიდან 6 საათის შემდეგ მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს, ქონდროციტების სტიმულაციით ზრდის ოსტეობლასტების და ამცირებს ოსტეოკლასტების რაოდენობას.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ ყოველ დღე 10მგ ჰიდროლიზებული კოლაგენის მიღება საგრძნობლად ამცირებს ტკივილს ოსტეოართრიტის დროს. 8
ქონდროიტინის სულფატი ხრტილის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც წარმოადგენს გლიკოზამინების კომპლექსს. იგი მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის შენებაში, ახდენს ჰიალურონანის, პროტეოგლიკანების და მეორე ტიპის კოლაგენის სინთეზის სტიმულირებას. იცავს ჰიალურონანს ფერმენტული დაშლისგან ჰიალურონიდაზას აქტივობის დათრგუნვის ხარჯზე, ხელს უშლის სახსრის ხრტილის დესტრუქციას, უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, მდგრადობას, მოქნილობასა და დრეკადობას. აჩქარებს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას. ამცირებს ანთების აქტივობას და ტკივილის სინდრომს.
С ვიტამინი მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციაში. ააქტივებს ფერმენტულ სისტემას, რომელიც მონაწილეობს სახსრის კოლაგენის მატრიქსის სინთეზსა და სტაბილიზაციაში.
ჩვენება:
ძვალ-სახსროვანი დაავადებები
• სინოვიტი
• სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტი;
• მალებშიდა ოსტეოქონდროზული სპონდილოართროზი
• ქონდრომალაცია
• მხრის სახსრის პერიართრიტი
• იოგების და მყესების პოსტ-ტრავმული პერიოდი
• სახსრებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი
• ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანები და სპორტსმენები
• 40 წლის შემდგომ ასაკში სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების პროფილაქტიკა
• ხერხემლის და სახსრების ადრეული გაცვეთა
• იოგოვანი აპარატის და მყესების სისუსტე
• სიმშრალე და ელასტიურობის დაქვეითება
დერმატოლოგია
• ფოტოდაბერება:
კანის სიმშრალე
კანის სიმკვრივის და ელასტიურობის დაქვეითება
ღრმა ნაოჭები და მათი პრევენცია
პიგმენტური ლაქები
ელასტოზი
• აკნეს შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია და ნაწიბურები
•კანზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები:
სტრესი და უძილობა
ნიკოტინი და ალკოჰოლი
სოლარიუმი
არაჯანსაღი კვება და ხანგრძლივი დიეტები
ჭარბი და უხარისხო კოსმეტიკა
მეტეოროლოგიური ფაქტორები
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.
არ შეიცავს: სახამებელს, გლუტეინს, შაქარს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს და კონსერვანტებს.
დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია კვების დროს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account