Heliocarnit - ჰელიოკარნიტი 10მლ 10 ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 64,22 GEL რეგულარული ფასი 67,60 GEL
მარაგშია
SKU
50484_2239

ჩვენებები: 

ისეთი დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს მადის დაქვეითება, სხეულის წონის შემცირება, ფსიქოგენური უმადობა, ფსიქიური დაავადებები.

ჰელიოკარნიტი ხსნარი ორალური 10მლ #10

 

გენერიული დასახელება: L-კარნიტინი+L-არგინინი

მწარმოებელი ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: პერერიფარმაციუტიცი

გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული

ჰელიოკარნიტი შემადგენლობა: L-კარნიტინი 20%, L-არგინინი 2%.

ჩვენებები: იმ დაავადებებისა და მდგომარეობების დროს, რომლებსაც თან ახლავს მადის დაქვეითება, სხეულის წონის შემცირება, ფსიქოგენური უმადობა, ფიზიკური გამოფიტვა, ფსიქიური დაავადებები, ნევრასთენია, ქრონიკული გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი. კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტი, კარნიტინის დეფიციტი ჰემოდიალიზის შემდგომ, „ორგანული“ აციდემია, ეგზოგენურ-კონსტიტუციური სიმსუქნე, გამოჯანმრთელების პერიოდი მძიმე დაავადებებისა და ქირურგიული ჩარევების შემდგომ. ზრდის შეფერხება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში, თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმები, კანის დაავადებები - ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი, ლოკალიზებული სკლეროდერმია, დისკოიდური წითელი მგლურა, იშემიური კარდიომიოპათია, სტენოკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, კარდიოგენული შოკით გამოწვეული ჰიპოპერფუზია, ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა, კარდიოტოქსიკურობის თავიდან აცილება ანთრაციკლინებით მკურნალობის პერიოდში. ხანგრძლივი ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, იშემიური ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევები, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, თავის ტვინის ტრავმული და ტოქსიკური დაზიანება, დაუზუსტებელი ვირუსული ჰეპატიტი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, მეორადი და ესენციური ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, უშვილობის მკურნალობა მამაკაცებში, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, ღვიძლის ფიბროზი, ციროზი, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, ნაღვლის ბუშტის ანთება.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებში 1 ფლაკონი 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებაზე.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები, გულისრევა, პირღებინება, იმუნიტეტის დაქვეითება მკურნალობის ხანგრძლივი კურსის შემთხვევაში, ჰერპესული ინფექციის გამწვავება. შესაძლებელია გამოიხატოს მომატებული აგზნებადობა, ძილის დარღვევა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ, ჰერპეს-ვირუსული ინფექცია, შიზოფრენია.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის, შარდის არ არსებობის, თირკმელების პათოლოგიის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია: შესაძლებელია დაინიშნოს ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს ტკივილი კუჭის არეში. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: #10 10 მლ ფლაკონი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

 

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy