Semed - სემედი 200მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 42,70 GEL რეგულარული ფასი 44,95 GEL
მარაგშია
SKU
47725_2023
semed 200 ამცირებს რევმატოიდული ართრიტის სიმპტომებს, აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას შიდსიან პაციენტებში,მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მამაკაცების და ქალების რეპროდუქციულ ფუნქციას.

შემადგენლობა : სელენის L- მეთიონინი200 მკგ, ადამიანის ორგანიზმისათვის ორგანულად დაკავშირებული სელენის ყველაზე მარტივად ათვისებადი ფორმა.
√ სელენი აღმოჩენილია იენს იაკობ ბერცელიუსის მიერ 1817 წ. სელენის შემცველობა დედამიწის ქერქში დაახლოებით 500 მგრ/ტ. სელენიუმი წარმოქმნის 37 მინერალს.
მედიცინაში სელენი მნიშვნელოვანია და მას აქტიურად იყენებენ ექიმები სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობისთვის.
სახელი წარმოსდგება ბერძნული სიტყვისგან ,,σελήνη”-მთვარე. ელემენტს სახელი იმიტომ შეარქვეს, რადგან ელემენტ ტელურის თანამგზავრია, რომელსაც დედამიწის საპატივსაცემოდ დაერქვა ტელური (ლათ. ‘’Telluris’’ -დედამიწა). როგორც მთვარე არის დედამიწის თანამგზავრი, ისე სელენი არის ადამიანის თანამგზავრი მთელი ცხოვრების განმავლობაში.
სელენი შედის 200-მდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. აღმოჩენილია 21-ე ამინომჟავა -სელენოცისტეინი.
სელენი ბუნებაში გვხვდება არაორგანული (სელენიდები, სელენატები და სელუნიტები) და ორგანული ფორმით (დიმეთილსელენიდი, სელენმეთიონინი, სელენოცისტეინი და მეთილსელენოცისტეინი).
არაორგანული სელენი ზრდის კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ ფუნქციას, იწვევს გულძმარვას და გულის რევის შეგრძნებას. ხანგრძლივად გამოყენებისას იწვევს დისბაქტერიოზს. წყალში ხსნადია და მალე გამოიყოფა ორგანიზმიდან. არ მიიღება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორგანული სელენი (semed200) არ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციაზე. ხანგრძლივად გამოყენებისას არ იწვევს დისბაქტერიოზს. დეპონირდება ცხიმოვან ქსოვილებში და სტრესული სიტუაციების დროს გამოთავისუფლდება.
სელენი როგორც ანტიოქსიდანტი კლასიფიცერუბილი იქნა 1973 წელს.სელენის მნიშვნელოვანი თვისებაა მისი ანტიოქსიდანტური აქტივობა, მის გარეშე არ ხდება ადამიანის ორგანიზმში ძირითადი ანტიოქსიდანტის -გლუტათიონპეროქსიდაზას სინთეზი.
● სელენი მნიშვნელიოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას, ეფექტურია ინფექციების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, სწრაფად აღადგენს დამწვრობის შემთხვევაში კანს.
● სელენი არეგულირებს ქოლესტერინის მეტაბოლიზმს და იცავს გულს დაზიანებისგან. სელენი აინჰიბირებს ლიპიდების ოქსიდაციას და სისხლის ფირფიტების აგრეგაციას, მნიშვნელოვნად ამცირებს ანთებით პროცესს.
● სელენი მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს და სიმსივნის პროგრესირებას რადგან მონაწილეობს დნმ-ის რეპარაციაში, აპოპტოზის პროცესში და ძლიერი ანტიოქსიდანტია.
● სელენი მონაწილეობს დნმ -ის სინთეზში და იცავს დაზიანებისგან.
● სელენი არეგულირების ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, სელენის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია ფარისებრ ჯირკვალში და ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ჰორმონების სინთეზისთვის როგორც იოდი. თიროქსინი ბიოლოგიურად ნაკლებაქტიურია. პერიფერიულ ქსოვილებში ის სელენდამოკიდებული მონოდეიოდინაზის მონაწილეობით კონვერგირდება აქტიურ ფორმად ტრიიოდთირონინად.
● სელენი არეგულირებს ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემას, ხშირად გამოიყენება უშვილობის პრევენციისა და მკურნალობიოსთვის.
● სელენი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ეფექტურად გამოიყენება ალცჰეიმერის დაავადების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.
● სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტია და მნიშვნელოვნად ანელებს დაბერების პროცესს.
კვლევებმა დაადასტურა რომ ორგანული სელენით ინტოქსიკაცია არ ფიქსირდება !
საკვებიდან სელენის იმდენად მცირე რაოდენობას ვიღებთ რომ აუცილებელია პერიოდულად დამატებით მისი მიღება.
სელენის დაბალი დონე გექნებათ თუ თქვენ: ეწევით, სვავთ, ღებულობთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, თუ დარღვეულია შეწოვის პროცესი (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი და სხვა).
სელენის დეფიციტი ხასიათდება: ზოგადი დაღლილობით, მოდუნებით, როგორც წესი უჭირთ მარტივი ფიზიკური დავალებების შესრულება, მენტალური დაღლილობა, უჭირს მარტივი გონებრივი დავალების შესრულება, რეპროდუქციული დარღვევები, მენსტრუალური დარღვევები, დაორსულების და ორსულობის შენარჩუნების პრობლემები, ჰიპოთიროიდიზმი.
სელენის დეფიციტის დროს იზრდება კოლორექტალური, ფილტვისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკი.
სელენის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში, პროფესიონალი პედიატრები დიაგნოზს სპეციალური კვების ტესტით ადგენენ. პედიატრიაში სელენის დეფიციტი ცნობილია როგორც კეშანის დაავადება რომელიც ხასიათდება გულის კუნთის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითებით, რაც მეორადად იწვევს სხვა ორგანოების დაზიანებას.
* semed200 მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, ამცირებს სისხლძარღვების სიმყიფეს, არეგულირებს ქოლესტეროლის დონეს და ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.
semed200 ამცირებს ასთმის სიმპტომების სიმძიმეს. ჩაატარეს კვლევა 24 მოხალისე ასთმის დიაგნოზის მქონე პაციენტებში და კვლევის შედეგად დადგინდა რომ 14 კვირაში პაციენტების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
semed 200 ამცირებს რევმატოიდული ართრიტის სიმპტომებს.
semed200 აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას შიდსიან პაციენტებში.
*semed200 100 მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მამაკაცების და ქალების რეპროდუქციულ ფუნქციას. მამაკაცებში აუმჯობესებს სპერმატოგენეზს. ქალებში აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს, აუმჯობესებს საკვერცხის ფუნქციას, ხელს უწყობს დაორსულებას და ორსულობის შენარჩუნებას.
* semed200 გამოყენება ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.
semed200-პირველი ორგანული სელენი (L-მეთიონინი) საქართველოში!
semed200 ინიშნება სამი წლიდან !
semed200 გაიცემა ურეცეპტოდ !

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy