Potas - პოტასი 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 34,72 GEL რეგულარული ფასი 38,15 GEL
მარაგშია
SKU
56261_2275

ჩვენება:არტერიული წნევის ნორმალური დონის შენარჩუნება, მიოკარდიუმისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება

სისხლის არტერიული წნევა ნერვული სისტემა კუნთოვანი სისტემა პოტასი საკვები დანამატია, შეიცავს კალიუმის ციტრატს, რომელიც წარმოადგენს კალიუმის ადვილად შეთვისებად ფორმას.

მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ:

  • კალიუმი წარმოადგენს ორგანიზმის სითხეების უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს და უჯრედშიდა სითხის ძირითად კათიონს.
  • კალიუმი ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი (მათ შორის გულის კუნთის) სისტემების ნორმალურ ფუქციონირებას. 
  • უკანასკნელ პერიოდში  საკვებ რაციონში შემცირებულია კალიუმის მარილებისა და გაზრდილია ნატრიუმის მარილის შემცველობა.
  • საკვებში ნატრიუმის მარილების სიჭარბე ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას.
  • კალიუმით მდიდარი საკვები ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას.

შემადგენლობა:

2 ტაბლეტი შეიცავს:

კალიუმის ციტრატი 832მგ

კალიუმი    300მგ (15% NRV*)

*NRV - რეკომენდებული დღიური დოზა

ინგრედიენტები: კალიუმის ციტრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა-შემავსებელი; კარტოფილის სახამებელი; სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი;

მიზანი:

საკვები დანამატი, რომელიც ზრდის კალიუმის დონეს ორგანიზმში. 

რეკომენდებულია:  

  • არტერიული წნევის ნორმალური დონის შენარჩუნებისათვის;
  • მიოკარდიუმისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის;
  • ადამიანებისათვის, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ მარილიან საკვებს;
  • მომატებული ფიზიკური და გონებრივი მუშაობის პირობებში და სტრესული სიტუაციების დროს.

რეკომენდებული დოზა:  2 ტაბლეტი დღეში ჭამის შემდეგ, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. 

საკვები დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების ჩასანაცვლებლად. რეკომენდებულია ბალსირებული კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy