Orthomol - ორთომოლი ჯუნიორი ომეგა პლიუსი 90 საღეჭი ტაბლეტი
ჩვენება:მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება.ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია.იმუნიტეტის დაქვეითება.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლ® ჯუნიორ ომეგა პლიუსი
ომეგას შესაძლებლობები ბრწყინვალე გონებისთვის!
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლ® ჯუნიორ ომეგა პლიუსის უნიკალური საბავშვო კომპლექსი უზრუნველყოფს ბავშვის ყოველდღიურ მოთხოვნილებას ყველა იმ ვიტამინზე, მინერალზე და შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებზე, რაც უმნიშვნელოვანესია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, კოგნიტური ფუნქციის, კონცენტრაციის და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის. ორთომოლ® ჯუნიორ ომეგა პლიუსში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (ALA, EPA, DHA), რეკომენდებულია გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ცხიმოვანი მჟავების და ლიპიდების შესწავლის საერთაშორისო საზოგადოების (ISSFAL) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ.
ორთომოლ® ჯუნიორ ომეგა პლიუსი პრემიუმ ხაზის პროდუქტია, რომელსაც აქვს განსხვავებული ფორმა ( საღეჭი პასტილა ციტრუსის არომატით). უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით, პასტილაში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ინკაფსულირებულია, რის გამოც სპეციფიური გემო და სუნი არ იგრძნობა, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
ორთომოლ® ჯუნიორ ომეგა პლიუსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფს ორგანიზმის მოთხოვნილებას შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებზე და გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობით. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანია ტვინის, ნერვული სისტემის, მხედველობის აპარატის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასტიმულირებს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ განვითარებას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას, სწავლისა და ინფორმაციის აღქმის უნარს.
ბორაგოს ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით გამა ლინოლენის მჟავას (ომეგა 6) დაალფა ლინოლის მჟავას ( ომეგა-3), ასევე მდიდარია ვიტამინებით ( A, E, K, B) მაკრო და მიკროელემენტებით (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, რკინა, თუთია, სელენი და სხ.).
რკინა უმნიშვნელოვანესია კოგნიტური ფუნქციების განვითარებისთვის.
მაგნიუმი და B ჯგუფის ვიტამინები არეგულირებს ნერვული სისტემის მეტაბოლიზმს.
ვიტამინი C და თუთია იცავს უჯრედებს ოქსიადაციური სტრესისგან.
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, თუთია, რკინა, ვიტამინი B6 და B12 მონაწილეობენ ნეიროტრანსმიტერული იმპულსების გადაცემაში.
B ჯგუფის ვიტამინები აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. B1, B2 და ნიაცინი აუცილებელია თავის ტვინის ენერგო ბალანსის შესანარჩუნებლად, ვიტამინი B6 არეგულირებს ნეიროტრანსმიტერების სინთეზს, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 უზრუნველყოფს კოგნიტური ფუნქციების განვითარებას.
ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, მონაწილეობს მეტაბოლიზმში, აჩქარებს რეგენერაციულ პროცესებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უზრუნველყოფს მეხსიერების, დასწავლის და შემეცნებითი უნარების განვითარებას.
ჩვენება:
· მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება
· ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
· იმუნიტეტის დაქვეითება
· თვალის დაავადებები
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
· ნეიროფსიქომოტორული დისფუნქცია (რეკომენდებულია ოკუპაციური და მეტყველების დისფუნქციის დროს როგორც დამხმარე თერაპია)
· მეტაბოლური დარღვევები ბავშვებში (ჭარბი წონა)
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა: დღიური დოზა 3 საღეჭი პასტილა (15 გ) შეიცავს:
შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV** |
ბორაგოს ზეთი | 87 მგ | |
გამა-ლინოლენის მჟავა (GLA) | 15 მგ | |
ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები | 380 მგ | |
EPA | 50 მგ | |
DHA | 300 მგ | |
ვიტამინები: | ||
ვიტამინი E | 10 მგ ალფა TE° | 83 |
ვიტამინი C | 50 მგ | 63 |
თიამინი B1 | 0.6 მგ | 55 |
რიბოფლავინი B2 | 0.7 მგ | 50 |
ნიაცინი | 6 მგ NE* | 38 |
ვიტამინი B6 | 3 მგ | 214 |
ფოლის მჟავა | 100 მკგ | 50 |
ვიტამინი B12 | 1 მკგ | 40 |
ბიოტინი | 15 მკგ | 30 |
პანტოთენი | 4 მგ | 67 |
მინერალები: | ||
მაგნიუმი | 110 მგ | 29 |
თუთია | 3 მგ | 30 |
რკინა | 2.3 მგ | 16 |
• ° RE = რეტინოლის ექვივალენტები
• °° IU = საერთაშორისო ერთეულები
• °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტები
• NE = ნიაცინის ექვივალენტები
• ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: სტაბილიზატორი იზომალტი, მალტიტოლის სიროფი, პოლიდექსტროზა, თევზის ზეთი (14.4%), ლიმონმჟავას მაგნიუმის მარილები, ჟელატინი, არომატიზატორი, სოიოს ლეციტინი, მცენარეული ზეთები (პალმის, სოიოს და მზესუმზირის ზეთი ცვლადი პროპორციით), გლიცერინი, გამა ლინოლენის მჟავა, ბორაგოს ზეთი, ლიმონმჟავა, L-ასკორბინის მჟავა, სტაფილოს და ვაშლის კონცენტრატი, კარაგენანი, ნატრიუმის პოლიფოსფატი, თუთიის ციტრატი, DL-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი, სახამებელი, D-პანთენოლი, რკინის საქაროზა, ნიკოტინამიდი, ტკბილი სუროზა, , პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, მალტოდექსტრინი, თიამინის ჰიდროქლორიდი, რიბოფლავინი, სილიციუმის დიოქსიდი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, D-ბიოტინი, ციანკობალამინი.
ორთომოლ® ჯუნიორ ომეგა პლიუსის მიღების წესი:
მიიღება 4 წლიდან 1 პასტილა 3-ჯერ დღეში
პასტილა მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ორთომოლ®ჯუნიორ ომეგა პლიუსის მიღების ხანგრძლივობაა ერთი თვე, მისი ხანგრძლივი დროით გამოყენებას განსაზღვრავს ექიმი.
გაფრთხილება:
· ორთომოლ®ჯუნიორ ომეგა პლიუსი შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება
· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
· ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
· პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
· არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
· არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას
· წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
· თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:
· ISO 22000/GMP
· International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი)
· BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
· Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
· Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: №90 საღეჭი პასტილა.
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
რაოდენობა | 90 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account