Lifevit - ლაიფევიტი 400მგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 11,56 GEL რეგულარული ფასი 16,25 GEL
მარაგშია
SKU
68173_2062

ჩვენება:E ვიტამინის ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

ლაიფევიტი 

სავაჭრო დასახელება: ლაიფევიტი  

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ვიტამინი E&.  

სამკურნალწამლო ფორმა: კაფსულები.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: 

100 მგ კაფსულები: ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი - 100.0 მგ;

200 მგ კაფსულები: ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი - 200.0 მგ;

400 მგ კაფსულები: ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი - 400.0 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი  

კაფსულის გარსი: ჟელატინი, გლიცეროლი 85%, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, საღებავი ალისფერი [პონსო 4ღ] (E124), გაწმენდილი წყალი.

აღწერილობა

წითელი ფერის ოვალური კაფსულები, შევსებული გამჭვირვალე ღია-ყვითელი ზეთით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ბიოლოგიურად აქტიური ტოკოფეროლები იცავს უჯრედული სუნთქვის შუალედურ ნაერთებს მათი მოლეკულების ფუნქციური ჯგუფების დაჟანგვისგან. 

აქტიურ ტოკოფეროლებს შეუძლია დაჟანგვა სემიქინონებში, რომლებიც კვლავ აღდგება ორგანიზმში ტოკოფეროლებამდე. 

ადამიანის ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ტოკოფეროლის არსებობის შემთხვევაში ისინი იცავს არამდგრად მედიატორებსა და უჯრედული სუნთქვის მეტაბოლიტებს დაჟანგვისგან. 

უჯრედული მეტაბოლიზმის დონეზე პათოლოგიურ პირობებში ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მას აქვს ბუფერის როლი. ადამიანის ორგანიზმში ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლი), ყველაზე მეტად ეფექტიანი ტოკოფეროლებს შორის, მოქმედებს როგორც უჯრედული ანტიოქსიდანტი და ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების შემაკავშირებელი ნივთიერება. 

E ვიტამინს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, ის მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში, ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის განვითარებისა და ფუნქციონირებითვის, ასევე სისხლძარღვების კედლის გასამაგრებლად. წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, აფერხებს ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვას თავისუფალი რადიკალებით. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად.

დიდი დოზებით ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. 

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია თორმეტგოჯა ნაწლავიდან (საჭიროა ნაღვლის მჟავების მარილების, ცხიმების არსებობა, კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება) შეადგენს 20-40%-ს. დოზის გაზრდისას აბსორბციის ხარისხი მცირდება. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო - 4 საათია. ნაწილდება ყველა ორგანოსა და ქსოვილში, განსაკუთრებით ცხიმოვან ქსოვილში. არასაკმარისი რაოდენობით გადის პლაცენტაში: ნაყოფის სისხლში გამოიყოფა დედის სისხლში არსებული კონცენტრაციის 20-30%. 

გამოიყოფა დედის რძეში. ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაღველთან ერთად - 90%-ზე მეტი, 6%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელების საშუალებით გლუკურონიდების და სხვა მეტაბოლიტების სახით. 

გამოყენების ჩვენება

E ვიტამინის ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა (მათ შორის, E ჰიპოვიტამინოზის დროს, რომელსაც თან ახლავს ძვალ-კუნთოვანი სისტემის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებები, კერძოდ კუნთოვანი დისტროფია, ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); ქრონიკული ჰეპატიტი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); რეკონვალესცენციის მდგომარეობები მძიმე დაავადებების, ტრავმების, ოპერაციების შემდეგ; მძიმე ფიზიკური დატვირთვები; მენსტრუალური ციკლის დარღვევები (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში მენსტრუალური ციკლის დარღვევების ჰორმონალური მკურნალობის დროს).

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ბავშვთა ასაკი. 

სიფრთხილით

ავადმყოფებში მძიმე კარდიოსკლეროზით, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის დროს; K ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჰიპოთრომბინემია შეიძლება გაუარესდეს E ვიტამინის გამოყენებისას 400 სე-ზე მეტი დოზით (1 მგ=1,21 სე). 

ტოკოფეროლის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თავის ტვინში სისხლჩაქცევის განვითარების რისკი. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, ასევე ხანდაზმულ პირებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების მქონე პირებში გამოყენებისას. 

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მის მიერ რეკომენდებული დოზირების რეჟიმის დაცვის პირობით. 

მიღების წესი და დოზები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილი პაციენტებისთვის. 

E ვიტამინის ჰიპოვიტამინოზის მკურნალობა

100 მგ კაფსულები ერთხელ დღე-ღამეში ჰიპოვიტამინოზის სიმპტომების მოხსნამდე. 

E ჰიპოვიტამინოზი, რომელსაც თან ახლავს ძვალ-კუნთოვანი სისტემის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებები, კერძოდ, კუნთოვანი დისტროფია, ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში)

100 მგ კაფსულები ერთხელ დღეში 1-2 თვის განმავლობაში. 

E ჰიპოვიტამინოზი, რომელსაც თან ახლავს ქრონიკული ჰეპატიტი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში)

100 მგ კაფსულები ერთხელ დღე-ღამეში. 

E ჰიპოვიტამინოზი რეკონვალესცენციის მდგომარეობების დროს მძიმე დაავადებების, ტრავმების, ოპერაციების შემდეგ

100 მგ კაფსულები ერთხელ დღე-ღამეში 1-2 კვირის განმავლობაში. 

E ჰიპოვიტამინოზი მომატებული ფიზიკური დატვირთვის დროს

100 მგ კაფსულები ერთხელ დღე-ღამეში მომატებული ფიზიკური დატვირთვის დროს. 

E ჰიპოვიტამინოზი მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში მენსტრუალური ციკლის დარღვევების ჰორმონალური მკურნალობის დროს) 

300-400 მგ დღეგამოშვებით თანმიმდევრულად, ციკლის მე-17 დღიდან ციკლის ბოლო დღემდე (მენსტრუაციის პირველი დღის წინა დღე).

გვერდითი მოქმედება

როგორც წესი, რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ აღინიშნება. 

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ალერგიული რეაქციები.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

დიარეა, გულისრევა, გასტრალგია. 

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

ჰიპერკრეატინინურია, კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მომატება, სისხლის შრატში ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატება. 

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

თრომბოფლებიტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. 

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: E ვიტამინის მაღალმა დოზებმა (400-800 მგ დღე-ღამეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, ძლიერი დაღლილობა, გულის წასვლა, ალოპეციის უბნებზე თეთრი თმის ამოსვლა ბულოზური ეპიდერმოლიზის დროს. 

ძალიან მაღალმა დოზებმა (800 მგ-ზე მეტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა K ვიტამინის უკმარისობის მქონე პაციენტებში; აღნიშნულმა შეიძლება დაარღვიოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლზიმი და გაზარდოს თრომბოფლებიტის და თრომბოემბოლიის რისკი მგრძნობიარე პაციენტებში.

მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის მოხსნა, გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნა. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, საგულე გლიკოზიდების ეფექტს. 

ზრდის ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტიანობას ეპილეფსიით დაავადებულებში (როდესაც მომატებულია სისხლში ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების შემცველობა).  რკინის მაღალი დოზები აძლიერებს ორგანიზმში ჟანგვით პროცესებს, რაც ზრდის E ვიტამინის მოთხოვნილებას. დღე-ღამეში 400 სე-ზე მეტი დოზით E ვიტამინის ანტიკოაგულანტებთან (კუმარინისა და ინდანდიონის წარმოებულები) ერთად მიღება ზრდის ჰიპოპროთრომბინემიისა და სისხლდენის განვითარების რისკს. E ვიტამინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, თუ დოზები აღემატება 400 სე-ს დღე-ღამეში. დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებული არ არის E ვიტამინის შემცველი სხვა ვიტამინური კომპლექსების ერთდროულად მიღება.

E ვიტამინის მაღალი დოზების დანიშვნა შეიძლება იწვევდეს ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტს. 

ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი, მინერალური ზეთები ამცირებს E ვიტამინის შეწოვას.  

განსაკუთრებული მითითებები

თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზის დროს ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში შეიძლება ამოვიდეს თეთრი თმა. 

ორგანიზმში K ვიტამინის უკმარისობა, რაც იწვევს ჰიპოპროთრომბინემიას, შეიძლება გაიზარდოს E ვიტამინის მაღალი დოზების გამოყენებისას (400 სე-ზე მეტი დღე-ღამეში).

E ვიტამინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, თუ დოზები აჭარბებს 400 სე-ს დღე-ღამეში. დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებული არ არის E ვიტამინის შემცველი სხვა ვიტამინური კომპლექსების ერთდროულად მიღება.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატ ლაიფევიტი, კაფსულების მიღება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. 

გამოშვების ფორმა

100 მგ, 200 მგ კაფსულები: 30 კაფსულა მუქი მინის ფლაკონებში. 

400 მგ კაფსულები: 20 ან 30 კაფსულა მუქი მინის ფლაკონებში. 

თითოეული ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 15◦C-დან 25◦C-მდე ტემპერატურაზე. 

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისობის ვადა

3 წელი. 

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy