Amvilab - ამვილაბი ქოქოსის ნახშირი 30 კაფსულა
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არის ძლიერი ადსორბენტი, დეტოქსიკანტი.
ამვილაბი/ქოქოსის ნახშირი
ძლიერი ადსორბენტი, დეტოქსიკანტი
შემადგენლობა:
- აქტივირებული ნახშირის ფხვნილი (მიღებული ქოქოსის გარსისგან) - 520 მგ
- ორგანული ქოქოსის ზეთი (არარაფინირებული) - 1200 მგ
- პიტნის ზეთი - 5 მგ
ამვილაბის ქოქოსის აქტივირებული ნახშირი მიიღება ქოქოსის ნაჭუჭის მაღალი ხარისხის ნედლეულისგან, რომელსაც 3-ჯერ უფრო ძლიერი ადსორბციის უნარი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ნახშირს. იგი შეიცავს მილიონობით ფორებს, რომელთაც გააჩნიათ მაღალი ადსორბციის უნარი, ახდენენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სხვადასხვა ეგზო და ენდოგენური ტოქსიკური ნივთიერებების, ნაწლავშიდა აირების, მძიმე მეტალის მარილების, ალკალოიდების, გლიკოზიდების, ბაქტერიების, ვირუსების და მათი ტოქსინების, ნაღვლის მჟავების, კვებითი და ბაქტერიული ალერგენების, წამლისმიერი და სხვა ტოქსიური ნივთიერებების ადსორბციას და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას. არ ახდენს ორგანიზმისათვის საჭირო ელექტროლიტებისა და ვიტამინების ადსორბციას. ქოქოსის აქტივირებული ნახშირი ანეიტრალებს მომატებულ მჟავიანობას, ამცირებს გულძმარვას, სიმძიმის შეგრძნებას, შებერილობასა და დისკომფორტს მუცლის არეში
ორგანული, არარაფინირებული ქოქოსის ზეთი - მიიღება ცივი გაწურვის მეთოდით, ქიმიური დამუშავების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს მასში სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებას. ქოქოსის ზეთი წარმოადგენს ნაჯერი ცხიმოვანის მჟავების (ლაურინის მჟავა, კაპრილის მჟავავა, MCT - საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები) ვიტამინების (A,E, B,C ), მიკრო და მაკროელემენტების წყაროს. ქოქოსის ზეთი ხელს უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას, გააჩნია ანტიოქსიდანტური, დეტოქციკაციური, რეგენერაციული, ანტიბიკრობული მოქმედება
პიტნის ზეთი ხასიათდება სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ნაღვლმდენი მოქმედებით, ამცირებს გაღიზიანებული ნაწლავის სიმპტომებს
ჩვენება:
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
- დისპეფსიური მოვლენები, მეტეორიზმი
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- კვებითი ინტოქსიკაციები
- მწვავე ნაწლავური ინფექციები
- დისბაქტერიოზი
- დიარეა
- ალერგიული დაავადებები
- დერმატიტები
- ჰეპატიტები
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, D - ალფა ტოკოფეროლის აცეტატი
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. არ გამოიყენება ნაწლავური სისხლდენების, გაუვალობის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში
დოზირება: 2 კაფსულა 3- ჯერ დღეში ჭამის დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account