Almiba - ალმიბა ხსნარი 120მლ
გამოყენების ჩვენება:ახალშობილთა სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი; ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია;
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს-აქტიური ნივთიერება: L-კარნიტინი 400 მგ; დამხმარე ნივთიერება: სორბიტოლი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, არომატიზატორი „წითელი ხილი“.
გამოყენების ჩვენება:
- ახალშობილთა სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი;
- ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია;
- ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი;
- დღენაკლი ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან პარენტერალურ კვებაზე და ჰემოდიალიზზე;
- სხეულის მასის დეფიციტი ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში;
- კარნიტინის პირველადი, ან მეორადი დეფიციტი ახალშობილებში, ბავშვებში და მოზრდილებში;
- კარნიტინის მეორადი დეფიციტი იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან ჰემოდიალიზზე და აქვთ შემდეგი სიმპტომები: გამოხატული, მუდმივი კუნთოვანი სპაზმი, ჩონჩხის კუნთების სისუსტე, მიოპათია, კუნთოვანი მასის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზიის, ანემიის სიმპტომები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მკურნალობას ან ესაჭიროებათ დიდი დოზით ერითროპოეტინები, კარდიომიოპათია;
- თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლა;
- მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის მოშლა გიდ-ის დროს (სტენოკარდია, ინფარქტისშემდგომი მდგომარეობა);
- ფიზიკური გამოფიტვა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში (ანაბოლიკის და ადაპტოგენის სახით).
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:
მხოლოდ შიგნით მისაღებად. დოზირებისთვის გამოიყენება დოზირებული შპრიცი.
დოზირება დამოკიდებულია მეტაბოლიზმის თანდაყოლილი მოშლის ხარისხზე და პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზე. რეკომენდებული ყოველდღიური დოზა დამოკიდებლია პაციენტის ასაკსა და წონაზე.
0-1 წელი 200-600 მგ | 0,5-1,5 მლ |
3-7 წელი 1000-1600 მგ | 2,5-4,0 მლ |
12 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში რეკომენდირებული დოზა შეადგენს 50-100 მგ/კგ წონაზე;
აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება გაიზარდოს 150 მგ/კგ;
სტენოკარდია და პოსტინფარქტული მდგომარეობა-2-6 გრ;
თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მოშლის ქვემწვავე, ან აღდგენითი პერიოდი, დისცირკულატორული ენცეფალოპათია-1 გრ; მკურნალობის კურსი 1-3 თვე;
ალმიბას დღიური დოზა შეიძლება გაიყოს 2-3 მიღებაზე, ბოლო მიღება სასურველია საღამოს 5 საათამდე.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
შენახვის პირობები:
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25 °С ტემპერატურაზე, არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა) 100 გრ-ზე:
ცილები-2,2 გრ; ნახშირწყლები-1,8 გრ; ცხიმები-0,1 გრ; 31 კკალ/129 კჯ
გამოშვების ფორმა:
120 მლ ხსნარი ფლაკონში, ფლაკონი მუყაოს შეფუთვაში, მზომ შპრიცთან ერთად.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account