Relief - რელიფი მალამო 28.4გ
მიღების ჩვენებები: როგორც სიმპტომატიკური საშუალება ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების, პერიანალური ქავილის დროს.
რელიფი (RELIEF®)
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება
არ არსებობს
სავაჭრო დასახელება
რელიფი
სამკურნალწამლო ფორმა
რექტალური მალამო
აღწერილობა
ყვითელი მალამო უცხო ნივთიერების გარეშე, სუსტი დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2.5მგ/გ
დამხმარე ნივტიერებები: მინერალური ზეთი, ვაზელინი, მითილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), უწყლო ლანონილი, ბენზოის მჟვა (E210), სიმინდის ზეთი, გლიცეროლი, ლანოლინური სპირტები, მყარი პარაფინი (58/60), ქონდრის ზეთი, ვიტამინ E, თეთრი ცვილი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა საშუალებები ბუასილისა და ანალური ნახეთქების სამკურნალოდ გარეგანი მოხმარებისათვის. ათქ კოდი: C05AX.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალფა-ადრენომიმეტურ საშუალებას, ავლენს სისხლძარღვთა ადგილობრივ შემავიწროვებელ მოქმედებას, რომელიც ამცირებს eqsudaciას, ქსოვილების შეშუპებას, ანორექტალურ მიდამოში ქავილს.
მიღების ჩვენებები
როგორც სიმპტომატიკური საშუალება ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების, პერიანალური ქავილის დროს.
გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. მოხსენით აპლიკატორს დამცავი თალფაქი, მიამაგრეთ აპლიკატორი ტუბს და გამოდევნეთ მალამოს გარკვეული ნაწილი აპლიკატორის გასაპოხად. აპლიკატორის დახმარებით მალამო ფრთხილად იდება დაზიანებულ უბნებზე, გარედან ან უკანა ტანში, დღეში 4-ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ნაწლავთა ყველა მოქმედების შემდეგ). ყოველი გაამოყენების შემდეგ აპლიკატორი კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ დამცავ თალფაქში. 12 წლამდე ბავშვებში - ექიმის მითითებით.
დოზა, რომელიც გამოიყენება ბუასილის თვითმკურნალობისას მოზრდილებსა და 12 წლიდან ბავშვებში, დღე-ღამეში არ უნდა აღემატებოდეს 2მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს (1გ მალამო შეიცავს 2.5მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს). არ არის რეკომენდებული აღნიშნული დოზის გადამეტება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
გვერდითი მოქმედებები
შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: რეფლექტორული ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა, მომატებული არტერიალური წნევა.
იმუნური სისტემის მხრიდან: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ჯვარედინი ტიპის რეაქციები ალერგიული რეაქციების შემთხვევაში სხვა სიმპატომიმეტურ საშუალებებზე, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარით, ქავილით, ანგიონევროტული შეშუპებით, კონტაქტური დერმატიტით.
ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა, ნევროზულობა, თავის ტკივილი, ტრემორი, უძილობა, შფოთვის შეგრძნება, შემოტევის შესაძლო განვითარება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან: კონტაქტური დერმატიტი, ჰიპერემია, კანზე გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, ტკივილი, წვა.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარმოდგენა
თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის მათზეც, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ გადასცეთ პრეპარატის არასასურველ რეაქციებზე ინფორმაცია არასასურველ რეაქციათა (მოქმედებათა) მონაცემების ბაზაში, მათ შორის ინფორმაციაც სამკურნალო საშუალებების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
უკუჩვენებები
პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის ტაქსისისტოლური დარღვევები, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, გულის განვლადობის დარღვევები, თირკმლის და/ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირეოტოქსიკოზი, მწვავე პანკრეატიტი, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია, მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებთან (მაო) ერთდროული მიღება ან ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 14 დღის განმავლობაში მისი ერთდროული მიღება.
ჭარბი დოზირება
რეკომენდებული ერთჯერადი სადღეღამისო დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჰიპერკოაგულაციის მიმართ მიდრეკილებას.
ზედოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი დარღვევები: არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი და დისკომფორტი გული მიდამოში, გულისცემა, სუნთქვითი დარღვევები, ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება, აღგზნებადობა, კრუნჩხვები, ძილის დარღვევები, შფოთვა, გაღიზიანება, ფსიხოზი ჰალუცინაციებით, საერთო სისუსტე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ოლიგურია, შარდის გამოყოფის დარღვევა, სახის სიწითლე, სიცივის შეგრძნება კიდურებში, პარესთეზია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, სისხლის მიწოდების დაქვეითება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლებში სისხლის მიწოდების გაუარესება, მეტაბოლური აციდოზი, გულის მომატებული მუშაობა რაც განპირობებულია საერთო პერიფერიული წინააღმდეგობით. მკურნალობა სიმპტომატიკურია.
უსაფრთხოების ზომები
პაციენტები არტერიული ჰიპერტენზიით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით, დახურულკუთხოვანი გლაუკომით, შაქრიანი დიაბეტით, ღვიძლის დაავადებით, კუჭქვეშა ჯირკვლის, შარდის გამოყოფის (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის შემთხვევაში), სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის მერე, მკურნალობის დროს აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.
პრეპარატის დანიშვნამდე ექიმმა უნდა დააზუსტოს ალერგიული ანამნეზი, მათ შორის ალერგიული რეაქციები სხვა სიმპატომიმეტურ საშუალებებზე.
პრეპარატის გამოყენების დროს უკანა ტანიდან უხვი სისხლდენის შემთხვევაში ან თერაპევტული ეფექტის არ გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ შეიძლება პრეპარატის ერთობლივი გამოყენება სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებთან ერთად (მნიშვნელობა არ აქვს ამ პრეპარატების შეყვანის გზებს), ასევე ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებებთან (ბეტა-ადრენობლოკატორები) ატროპინის სულფატი ბლოკავს ფენილეფრინისგან გამოწვეულ რეფლექტორულ ბრადიკარდიას და ზრდის ვაზოპრესორულ რეაქციას ფენილეფრინზე. ფენილეფრინის და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზია და გამოკვეთილი ბრადიკარდია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გულის ბლოკადა.
სიფრთხილით ინიშნება სამკურნალო საშუალება რელიფი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან მიმართებაში, პრეპარატებთან რომელიც გავლენას ახდენს გულის გამტარობაზე (საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმიული საშუალებები). მისმა ერთდროულმა გამოყენებამ ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელიც იწვევს კალიუმის გამოყოფას ორგანიზმიდან (მაგ. ფუროსემიდის ტიპის დიურეტიკები) შესაძლობა განაპირობოს ჰიპოკალიემიის ზრდა და მგრძნობელობის დაქვეითება ისეთ ვაზოპრესორულ პრეპარატებზე, როგორიცაა ფენილეფრინი.
ფენილეფრინის სხვა სიმპტომიმეტურ საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური სისტემის დამატებითი სტიმულაცია, რასაც თან ახლავს აღგზნებადობა, გაღიზიანება, უძილობა, კრუნჩხვიღი შემოტევის შესაძლო განვითარება.
პრეპარატ რელიფის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ინჰიბიტორ მაო-ს მიღებისას ან ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობასა და ძუძუთი კვების დროს
სამკურნალო საშუალება არ არის რეკომენდებული ქალებისათვის ორულობისას და ძუძუთი კვების დროს.
სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვაზე გავლენა
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ნერვული სისტემის მხრიდან შესაძლო გვერდიტი მოვლენების განვითარების გამო.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეფუთვა
28,4გ ტუბი. ტუბი აპლიკატორთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი
ბაიერ კონსუმერ კერ აგ
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია
ფამარ ს.ა.
63, აგ. დიმიტრიუს ქ.., 17456 ალიმოსი, ატენი, საბერძნეთი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account