პროპილისი - Propolis ნაყენი 30მლ
ჩვენება: კანის საფარისა და ლორწოვაი გარსების ზედაპირული დაზიანებები, პაროდონტის დაავადებები.
პროპოლისის ნაყენი
სამედიცინო გამოყენების ფუცელ-ჩანართი
სავაჭრო დასახელება: პროპოლისის ნაყენი.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არ გააჩნია.
წამლის ფორმა: ნაყენი.
აღწერილობა: ყვითელ-ყავისფერიდან წითელ ყავისფერამდე გამჭვირვალე სითხე პროპოლისის დამახასიათებელი სუნით. დაიშვება ნალექის წარმოქმნა.
შემადგენლობა:
სპირტიანი ამონაღები პროპოლისიდან 1:10. შეიცავს არა ნაკლებ 70% ეთანოლს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი საშუალებები.
გამოყენების ჩვენებები
- მიკროტრავმები;
- კანის საფარისა და ლორწოვაი გარსების ზედაპირული დაზიანებები;
- ტონზილიტი;
- ფარინგიტი;
- ქრონიკული ჩირქიანი ოტიტი;
- პაროდონტის დაავადებები.
უკუჩვენებები
- მწვავე ეგზემა;
- ინდივიდუალური აუტანლობა;
- 18 წლამდე ბავშვთა ასაკი;
- პოლინოზები;
- ალერგიული რეაქციების არსებობა, მათ შორის მეფუტკრეობის პროდუქტების მიმართ;
- სისხლდენისას კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე ან ლორწოვან გარსებზე სამკურნალო საშუალების დატანა რეკომენდებული არ არის.
გამოყენების წესი და დოზები
პროპოლისის ნაყენი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად აპლიკაციების, სავლების, ამორეცხვის სახით, ასევე ინჰალაციების ფორმით.
კანის საფარის ზედაპირულ დაზიანებებს (მიკროტრავმებს) ამუშავებენ განუზავებელი სამკურნალო საშუალებით (სს) ტამპონის მეშვეობით 2-3-ჯერ დღეში. აპლიკაციების კურსი - 10-14 დღემდე.
ოტიტის დროს გარე სმენის არხში (მისი გასუფთავების შემდეგ) 1-2 წუთით ათავსებენ ნაყენით დასველებულ ტამპონს ან აწვეთებენ სამკურნალო საშუალების 1-2 წვეთს 3-4-ჯერ დღეში.
ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს სს-ს უსვამენ ყელისა ნუშისებრი ჯირკვლების ლორწოვან გარსებს 2-3-ჯერ დღეში 8-15 დღის განმავლობაში. ქრონიკული ტონზილიტის დროს სამკურნალო საშუალება ასევე გამოიყენება საინჰალაციო ხსნარის მოსამზადებლად, სს-ს წყალთან შერევით 1:20 შეფარდებით. ატარებენ 1-2 ინჰალაციას დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
პაროდონტის დაავადებებისას პაროდონტულ ღრუებში ათავსებენ სს-ში დასველებულ ტამპონებს (ტურუნდებს) 5 წუთით.
პირის ღრუში სავლებად ლორწოვანი გარსის ზედაპირული ინფიცირებისა და დაზიენებებისას იყენებენ ხსნარს, მომზადებულს 15 მლ (1 სუფრის კოვზი) სს-ს 100 მლ (1/2 ჭიქა) თბილ ანადუღარ წყალში განზავების გზით. გამოვლებებს ატარებენ 4-5-ჯერ დღეში 3-4 დღის განმავლობაში.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის პირის ღრუში გამოყენების შემდეგ რეკომენდებული არ არის საკვებისა და სასმელების მიღება 15-30 წუთის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენებისას პირის რღუში პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ეპილეფსია, ღვიძლის დაავადებები, ორსულ ქალებში და მეძუძურ დედებში, აუციელებელია იმის გათვალისწინება, რომ სამკურნალო საშუალება შეიცავს ეთანოლს (ეთილის სპირტს).
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის. პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
ზეგავლენა ტრანსპორტისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
სამკურნალო საშუალება შეიცავს ეთილის სპირტს! მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ავტოტრანსპორტის მართვისა და საქმიანობის სხვა პოტენცურად საშიში სახეობებით დაკავებისაგან, რომლებიც საჭიროებს ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გვერდითი მოქმედება
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის ალერგიული დერმატიტი, ჰიპერემია, კანის ქავილი, გამონაყარი, ლარინგოსპაზმი, ქოშინი, კვინკეს შეშუპება.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: კანის ქავილი, წვა, ლოკალური შეშუპება, სიწითლე, კანის სიმშრალე და ნაპრალები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის ღრუში გამოყენებისას შესაძლებელია წვის შეგრძნება, სიმშრალე პირში, ღებინება.
ზემოაღნიშნული გვერდითი რეაქციების, ასევე სხვა გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც ინსტრუქციაში ნახსენები არ არის, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან მიმართვა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა ანტისეპტიკურ საშულებებთან ან მეფუტკრეობის პროდუქტებთან შერევა რეკომენდებული არ არის.
ჭარბი დოზა
შეცდომით პრეპარატის შიგნით მიღებისას შესაძლებელია შემდეგი სიმპტომები: ძლიერი წვის შეგრძნება, სიმშრალე პირის ღრუში, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ღებინება, გულიშრევა.
მკურნალობა: პირის ღრუსა და კუჭის თბილი ანადუღარი წყლით ამორეცხვა.
შეფუთვა
30 მლ შუშის ფლაკონებში. ფლაკონები ფურცელ-ჩანართებთან ერთად ჯგუფურ შეფუთვაში კოლოფში ჩადების გარეშე. ფურცელ-ჩანართების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ფლაკონების რაოდენობას.
შენახვის პირობები
სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ ცეცხლისგან.
ვარგისობის ვადა
2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი:III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ასევე, იხილეთ : Extractum Propolisi Spirituosum - დინდგელის 20 მლ. სპირტიანი ექსტრაქტი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account