Biorepair - ბიორეპაირის სავლები ძლიერი და ჯანმრთელი კბილებისთვის 5925
Biorepair - ბიორეპაირის სავლები ძლიერი კბილებისა და ჯანმრთელი ღრძილებისთვის
სავლების ძირითადი შემადგენელი უნიკალური კომპონენტი microrepair ხელს უწყობს მინანქრის აღდგენასა და ებრძვის კბილების მომატებულ მგრძნობელობას. microrepair წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ - კალციუმის, თუთიისა და ფოსფორის მიკრონაწილაკებს ( ჰიდროქსიაპატიტს ), რომლებიც თავისი შემადგენლობით მსგავსია კბილის მინანქრისა და დენტინის ბუნებრივ შემადგენელ ნივთიერებებთან. microrepair- ის ტექნოლოგიის წყალობით, აქტიურდება კბილის რემინერალიზაცია და აღდგება კბილის დენტინი და მინანქარი. სპეციფიური კონსისტენციის სავლები, წარმოქმნის გარსს კბილების ზედაპირზე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში კბილს აწვდის საჭირო მინერალებსა და იცავს გარე დაზიანებისგან. სავლების გამოყენებისას ხდება კბილების სრულყოფილი დაცვა კარიესისგან და იწმინდება ყველა კბილი, ჯაგრისისთვის ძნელად მისაწვდომ ადგილებშიც კი. მისი გამოყენება ხელს უწყობს კბილების მუდმივ სიჯანსაღესა და მდგრადობას.
გამოყენების წესი: გამოივლეთ პირის ღრუ დღეში 3-ჯერ კბილების გამოხეხვის შემდეგ ან მაშინ როდესაც ვერ ახერხებთ კბილების გახეხვას ჯაგრისით და კბილის პასტით. დოზირება შეგიძლიათ თქვენ თვითონ განსაზღვროთ. არ არსებობს რაიმე გვერდითი მოვლენა მისი ჭარბად გამოყენების შემდეგ. არ შეიცავს სპირტს, ალკოჰოლს, ქლოჰექსიდინს. მისი გამოყენებისას კბილის მინანქრი არ მუქდება. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. არ გადაყლაპოთ. არ საჭიროებს წყლით გაზავებას.
მოცულობა 500 მლ.
დამზადებულია იტალიაში
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account