პანზელი - Panzel 40მგ 1 ფლაკონი

3,00 GEL
მარაგშია
SKU
90126_1052

ჩვენება: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული,ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები.

პანზელი

საინიექციო

(პანტოპრაზოლი საინექციო [ლიოფილიზებული])

შემადგენლობა:

ერთი ფლაკონი შეიცავს:

პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატს U.S.P., რომელიც 40 მგ პანტოპრაზოლის ეკვივალენტურია.

ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

პანტოპრაზოლი არის ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლი, რომელიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას პარიესული უჯრედების პროტონული ტუმბოების სპეციფიკური ბლოკადის გზით.

პანტოპრაზოლი გარდაიქმნება აქტიურ ფორმაში მჟავე გარემოში პარიესულ უჯრედებში, სადაც იგი აინჰიბირებს H+/K+-ატფ-აზას ფერმენტს, ანუ კუჭში მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიას. ინჰიბირება დამოკიდებულია დოზაზე და გავლენას ახდენს მჟავას როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციაზე. უმრავლეს პაციენტებში სიმპტომები 2 კვირაში ალაგდება. პროტონული ტუმბოს და H2 რეცეპტორების სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, პანტოპრაზოლით მკურნალობა ამცირებს კუჭის მჟავიანობას და ამით მჟავიანობის შემცირების პროპორციულად, ზრდის გასტრინის შემცველობას. გასტრინის დონის გაზრდა შექცევადია. ვინაიდან პანტოპრაზოლი უკავშირდება ფერმენტს უჯრედული რეცეპტორების დონის დისტალურად, მას შეუძლია დათრგუნოს მარილმჟავას სეკრეცია სხვა ნივთიერებების (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი) სტიმულაციისგან დამოუკიდებლად. ეფექტი იგივეა, მიუხედავად იმისა, პროდუქტი მიიღება პერორალურად თუ ინტრავენურად.

უზმოზე პანტოპრაზოლის მიღებისას გასტრინის მნიშვნელობები იზრდება. ხანმოკლე გამოყენებისას უმეტეს შემთხვევაში ეს მნიშვნელობები არ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს. ხანგრძლივი მკურნალობის დროს გასტრინის დონე უმეტეს შემთხვევაში ორმაგდება. თუმცა, გადაჭარბებული ზრდა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ხდება. უმცირეს შემთხვევებში ხანგრძლივი მკურნალობის დროს აღინიშნება კუჭში სპეციფიკური ენდოკრინული (ECL) უჯრედების რაოდენობის მსუბუქი და ზომიერი მატება (ადენომატოიდური ჰიპერპლაზიის მსგავსი). თუმცა, ჩატარებული კვლევების მიხედვით, კარცინოიდული წინამორბედების (ატიპიური ჰიპერპლაზია) ან კუჭის კარცინოიდების ფორმირება, რაც აღინიშნებოდა ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს, ადამიანებში არ დაფიქსირებულა.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, პანტოპრაზოლით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხანგრძლივი მკურნალობისას ზეგავლენა ფარისებრი ჯირკვლის ენდოკრინულ პარამეტრებზე სრულად გამორიცხული არ არის.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ერთჯერადი ან განმეორებითი მიღების შემდეგ. დოზის დიაპაზონში 10-დან 80 მგ-მდე, პანტოპრაზოლის კინეტიკა პლაზმაში ხაზოვანია როგორც პერორალური, ასევე ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

დისტრიბუცია.

პანტოპრაზოლი დაახლოებით 98%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 0,15 ლ/კგ.

გამოყოფა:

ნივთიერება თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა დემეთილირება CYP2C19-ის მეშვეობით, რასაც მოჰყვება სულფატური კონიუგაცია, სხვა მეტაბოლური გზები მოიცავს დაჟანგვას CYP3A4-ის მეშვეობით. ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს, ხოლო კლირენსი არის დაახლოებით 0,1 ლ/სთ/კგ. ზოგიერთ სუბიექტში დაფიქსირდა დაგვიანებული ელიმინაციის რამდენიმე შემთხვევა. პანტოპრაზოლის პარიესული უჯრედების პროტონულ ტუმბოებთან სპეციფიკური შეკავშირების გამო, ნახევარგამოყოფის პერიოდი არ არის დაკავშირებული მოქმედების უფრო ხანგრძლივ გამოყენებასთან (მჟავას სეკრეციის ინჰიბირება).

თირკმელებით ელიმინაცია არის პანტოპრაზოლის მეტაბოლიტების ელიმინაციის მთავარი გზა (დაახლოებით 80%); დანარჩენი გამოიყოფა განავლით. შრატში და შარდში მთავარი მეტაბოლიტი არის დესმეთილპანტოპრაზოლი, რომელიც კონიუგირებულია სულფატთან. ძირითადი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი (დაახლოებით 1,5 საათი) ოდნავ აღემატება პანტოპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

მახასიათებლები პაციენტების/სუბიექების სპეციალური ჯგუფებში:

ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს არ აქვს ფუნქციური CYP2C19 ფერმენტი, და მათ ცუდ მეტაბოლიზატორებს უწოდებენ. ამ პირებში პანტოპრაზოლის მეტაბოლიზმი ძირითადად CYP3A4-ით კატალიზდება. 40 მგ პანტოპრაზოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ პლაზმაში კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ ფართობი დაახლოებით 6-ჯერ უფრო მაღალია ნელი მეტაბოლიზმის მქონე სუბიექტებში, ვიდრე სუბიექტებში ფუნქციური CYP2C19 ფერმენტით (ინტენსიური მეტაბოლიზმი). საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით 60%-ით. ეს მონაცემები არ არის დამოკიდებული პანტოპრაზოლის დოზაზე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (დიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით) პანტოპრაზოლის დანიშვნისას დოზის შემცირება არ არის საჭირო. ჯანმრთელი ადამიანების მსგავსად პანტოპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანმოკლეა. პანტოპრაზოლის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა დიალიზდება. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად მეტაბოლიტს აქვს ზომიერად ნელი ნახევარგამოყოფის პერიოდი (2-3 საათი), ექსკრეცია სწრაფია, ამიტომ კუმულაცია არ ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში (ჩაილდის მიხედვით კლასი A და B) ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 7-9 საათამდე, ხოლო AUC მნიშვნელობები 5-7-ჯერ იზრდება, შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია ოდნავ, მხოლოდ 1.5-ჯერ იზრდება ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. ხანდაზმულ მოხალისეებში AUC-ისა და Cmax-ის უმნიშვნელო მატებას ახალგაზრდა მოხალისეებთან შედარებით ასევე არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

პედიატრიული პოპულაცია:

2-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში 0.8 ან 1.6 მგ/კგ სხეულის მასაზე პანტოპრაზოლის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ მნიშვნელოვანი კავშირი პანტოპრაზოლის კლირენსისა და ასაკის ან სხეულის მასას შორის არ დაფიქსირებულა. AUC და განაწილების მოცულობა შეესაბამებოდა მოზრდილებში არსებულ მონაცემებს.

ჩვენებები:

საინიექციო პანზელი გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:

- რეფლუქს ეზოფაგიტი

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები.

დოზირება დაგამოყენების წესი:

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რეფლუქს-ეზოფაგიტი: რეკომენდებული ინტრავენური დოზაა ერთი ფლაკონი (40 მგ) პანტოპრაზოლი დღეში.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები: ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების ხანგრძლივი მართვისთვის პაციენტებმა უნდა დაიწყონ მკურნალობა პანტოპრაზოლით 80 მგ დღეში ინტრავენურად. ამის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს საჭიროების შესაბამისად, კუჭის მჟავას სეკრეციის მაჩვენებლის მიხედვით. 80 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, დოზა უნდა გაიყოს და დაინიშნოს 2-ჯერ დღეში. პანტოპრაზოლის 160 მგ-ზე მეტი დოზირების დროებით მომატება შესაძლებელია, მაგრამ იგი არ უნდა იქნას გამოყენებული მჟავიანობის ადეკვატური კონტროლისთვის საჭიროზე მეტი დროის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მჟავიანობის სწრაფი კონტროლი, საწყისი დოზა 2 x 80 მგ პანტოპრაზოლი ინტრავენურად საკმარისია მჟავას გამოყოფის შემცირებისთვის სამიზნე დიაპაზონში (<10 მეკვ/სთ) ერთი საათის განმავლობაში უმრავლეს პაციენტებში.

პედიატრიული პოპულაცია: ბავშვებში გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, პანტოპრაზოლი ინტრავენურად არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში შესაბამისი მონაცემების მიღებამდე.

ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლის სადღერამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს (40 მგ-იანი პანტოპრაზოლის ნახევარი ფლაკონი).

თირკმლის უკმარისობა: თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.

ხანდაზმულები: ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების წესი: მზა ხსნარის მისაღებად გამოიყენება 10 მლ საინიექიო ნატრიუმის ქლორიდი (0.9%). შესაძლებელია მომზადებული ხსნარის უშუალო გამოყენება ან მისი შერევა 100 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნართან ან 50 მგ/მლ გლუკოზის (5%) საინიექციო ხსნართან.

მომზადებული ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული 12 საათის განმავლობაში.

მომზადებული ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად 2-15 წუთის განმავლობაში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ბენზიმიდაზოლის ჩანაცვლებულების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:

საგანგაშო სიმპტომების განვითარება: ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომის განვითარებისას (მაგ., წონის მნიშვნელოვანი არაგამიზნული დაკლება, რეკურენტული ღებინება, დისფაგია, ჰემატემეზისი, ანემია ან მელენა) და კუჭის წყლულის არსებობისას ან მასზე ეჭვის შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის შესაძლებლობა, ვინაიდან, პანტოპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების შენიღბვა და ამგვარად შეაფერხოს სწორი დიაგნოზის დასმა. ადექვატური მკურნალობის მიუხედავად სიმპტომების შენარჩუნებისას საჭიროა შემდგომი გამოკვლევა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენებისას საჭიროა ღვიძლის ფერმენტების მონიტორინგი. ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გაზრდის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ატაზანავირის ერთდროული გამოყენება:

ატაზანავირის და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ატაზანავირის და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა მკაცრი კლინიკური მონიტორინგი (მაგ., ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა), ატაზანავირის დოზა 400 მგ-მდე იზრდება და გამოიყენება 100 მგ რიტონავირთან კომბინაციაში. პანტოპრაზოლის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს.

ბაქტერიებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები:

პანტოპრაზოლმა, ისევე როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებმა, შეიძლია გაზარდოს ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბაქტერიებით (მაგ. Salmonella და Campylobacter და C. difficile) გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების რისკი.

ნატრიუმი: ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთ დოზაზე, ანუ პრაქტიკაულად „თავისუფალია ნატრიუმისგან“.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

პანტოპრაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების აბსორბციაზე: კუჭის მჟავას სეკრეციის ღრმა და ხანგრძლივი დათრგუნვის გამო, პანტოპრაზოლმა შეიძლება შეამციროს იმ სამკურნალო საშუალებების შეწოვა, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის pH-ზე, მაგ., აზოლის სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება, მათ შორის კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი და სხვა სასუალებები, მაგ., ერლოტინიბი.

კუმარინის ანტიკოაგულანტები (ფენპროკუმონი ან ვარფარინი): კლინიკურ ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში ფენპროკუმონის ან ვარფარინის ერთდროული გამოყენებისას ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა, თუმცა პოსტმარკეტინგულ პერიოდში ერთდროული მკურნალობის დროს დაფიქსირდა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) ცვლილების რამდენიმე ცალკეული შემთხვევა. ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კუმარინული ანტიკოაგულანტებით (მაგ., ფენპროკუმონი ან ვარფარინი), რეკომენდებულია პროთრომბინის დროის/INR-ის მონიტორინგი პანტოპრაზოლით მკურნალობის დაწყებისას, შეწყვეტის ან არარეგულარული გამოყენების შემდეგ.

მეტოტრექსატი: ზოგიერთ პაციენტში მეტოტრექსატის მაღალი დოზების (მაგ., 300 მგ) და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია მეტოტრექსატის დონის გაზრდა. ამიტომ, მეტოტრექსატის მაღალი დოზების გამოყენებისას, მაგ., კიბოს და ფსორიაზის დროს, შეიძლება დროებით საჭირო გახდეს პანტოპრაზოლის შეწყვეტა.

ურთიერთქმედების სხვა კვლევები. პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომი P450 ფერმენტული სისტემის მეშვეობით. ძირითადი მეტაბოლური გზა არის დემეთილირება CYP2C19-ით, სხვა მეტაბოლური გზებია დაჟანგვა CYP3A4-ით.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა: არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია. პანტოპრაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა.

ძუძუთი კვება: ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პანტოპრაზოლი გადადის დედის რძეში. ამიტომ გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის ან პანტოპრაზოლით თერაპიის გაგრძელება/შეწყვეტა უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და ქალებისთვის პანტოპრაზოლით თერაპიის სარგებელის გათვალისწინებით.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითრება, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა. ასეთ შემთხვევებში, პაციენტებმა არ უნდა მართონ მანქანები და მექანიზმები.

არასასურველი ეფექტები:

თავის ტკივილი და ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დიარეა, ყაბზობა ან მეტეორიზმი. მკურნალობის გაგრძელებისას ჩივილები ჩვეულებრივ მცირდება. არსებობს შეტყობინებები ალერგიული რეაქციების შესახებ, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი და ცალკეულ შემთხვევებში ასევე ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება ან ანაფილაქსიური შოკი. ნაკლებად ხშირია ცნობები გულისრევის, თავბრუსხვევის ან მხედველობის დარღვევის შესახებ (მხედველობის დაბინდვა). ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პერიფერიული შეშუპება, დეპრესია, ცხელება ან მიალგია.

ჭარბი დოზირება:

ადამიანებში ჭარბი დოზირების სიმპტომები ცნობილი არ არის.

240 მგ-მდე დოზები ინტრავენურად 2 წუთის განმავლობაში შეყვანისას კარგად გადაიტანება. პანტოპრაზოლი მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს, რის გამოც მისი გამოყოფა დიალიზით რთულია.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნების განვითარებისას უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე თერაპია, სხვა კონკრეტული რეკომენდაციები არ არსებობს.

ვარგისობის ვადა:

გაუხსნელი ფლაკონი: 3 წელი.

აღდგენის შემდეგ, ან აღდგენისა და განზავების შემდეგ, ხსნარი ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილურია 12 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

შენახვა:

ინახება ბნელ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ტენისაგან.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy