ნეპტა - Nepta ნაზალური სპრეი 0.05% 140 დოზა

განსაკუთრებული ფასი 37,91 GEL რეგულარული ფასი 39,90 GEL
მარაგშია
SKU
90697_1044

ჩვენება: გამოიყენება მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში თივისმიერი ცხელების და წლიური ალერგიული რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ.

ნეპტა

0.05% ცხვირის სპრეი

ნაზალური სუსპენზია დოზატორიანი გამფრქვევი მოწყობილობით

მოქმედი ნივთიერება: ყოველი გაფრქვევა შეიცავს 50 მკგ მომეტაზონის ფუროატს (მონოჰიდრატის სახით).

სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გლიცერინი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გაწმენდილი წყალი, პოლისორბატი 80.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით და მთლიანად გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთწინამდებარე ფურცელი-ჩანართი.შესაძლოადაგჭირდეთმისიხელახლაწაკითხვა.
  • დამატებითიკითხვებისშემთხვევაში,მიმართეთთქვენსექიმს ან ფარმაცევტს.
  • ესსამკურნალოსაშუალებაგამოგეწერათპირადადთქვენ.არგადასცეთიგისხვაპირებს.
  • აღნიშულიპრეპარატისგამოყენებისპერიოდში,თუგექნებათვიზიტიექიმთანანსაავადმყოფოში,აცნობეთთქვენსექიმს,რომიყენებთამპრეპარატს.
  • ზუსტადდაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.

 

მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

1.რას წარმოადგენს ნეპტა და რისთვის გამოიყენება

2.ნეპტას გამოყენებამდე

3.როგორ გამოიყენება ნეპტა

4.შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.როგორ ინახება ნეპტა

1. რას წარმოადგენს ნეპტა და რისთვის გამოიყენება

ნეპტა შეიცავს მომეტაზონის ფუროატს, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდს.

მომეტაზონის ფუროატი არ უნდა აგვერიოს „ანაბოლურ“ სტეროიდებთან, რომლებსაც არასწორად იყენებს ზოგიერთი სპორტსმენი და იღებენ ტაბლეტების ან ინექციების სახით. მომეტაზონის ფუროატის მცირე რაოდენობით შესხურებას ცხვირის ღრუში, შეუძლია შეამსუბუქოს ანთებითი პროცესი, ცემინება, ქავილი და დახშული ცხვირი ან სურდო.

ნეპტა გამოიყენება მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში თივისმიერი ცხელების (ასევე უწოდებენ სეზონურ ალერგიულ რინიტს) და წლიური ალერგიული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) სიმპტომების სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება მთელი წლის განმავლობაში.

ნეპტა გამოიყენება თივისმიერი ცხელების საპროფილაქტიკოდ (საპრევენციოდ) მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.

ნეპტას გამოყენება შეიძლება 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ალერგიული რინიტის დიაგნოზით.

პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა დაიწყოს დამტვერვის სეზონის მოსალოდნელ დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე.

ნეპტა ასევე გამოიყენება ცხვირის პოლიპების (არასიმსივნური წარმონაქმნების) სამკურნალოდ 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში.

რა არის თივისმიერი ცხელება და წლიური რინიტი?

თივისმიერი ცხელება, რომელიც წელიწადის გარკვეულ დროს ვლინდება, არის ალერგიული რეაქცია, რომელიც გამოწვეულია ხეების, ბალახების, სარეველა ბალახების მტვრის, ასევე ობის და სოკოს სპორების შესუნთქვით. წლიური რინიტი ვლინდება მთელი წლის განმავლობაში და სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს მგრძნობელობით სხვადასხვა ალერგენის მიმართ, მათ შორისაა: ოთახის მტვრის ტკიპა, ცხოველის თმა/ქერტლი, ბუმბული და გარკვეული საკვები. ეს ალერგიები იწვევს სურდოს და ცემინებას, ასევე ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, რაც იწვევს ცხვირის დახშობის შეგრძნებას. ნეპტა ამცირებს შეშუპებას და გაღიზიანებას თქვენს ცხვირში და ამგვარად ამსუბუქებს ცემინებას, ქავილს და დახშულ ცხვირს ან სურდოს.

რა არის ცხვირის პოლიპები?

ცხვირის პოლიპები არის პატარა წარმონაქმნები ცხვირის ლორწოვან გარსზე და ჩვეულებრივ გავლენას ახდენს ორივე ნესტოზე. მთავარი სიმპტომია ცხვირის დახშობის შეგრძნება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ცხვირით სუნთქვაზე. ასევე შეიძლება აღინიშნოს სურდო გამონადენით, ყელში გადადინების შეგრძნება და გემოვნებისა და ყნოსვის დაკარგვა. ნეპტა ამცირებს ანთებით პროცესს ცხვირის ღრუში, რაც იწვევს პოლიპების თანდათანობით შემცირებას.

2.ნეპტას გამოყენებამდე

არ გამოიყენოთნეპტა, თუ:

· გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) მომეტაზონის ფუროატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

· გაქვთ ცხვირის ინფექცია. ცხვირის სპრეის გამოყენებამდე უნდა დაელოდოთ ინფექციისგან სრულად განკურნებას.

· ახლახანს გაიკეთეთ ოპერაცია ცხვირზე ან დაზიანებული გაქვთ ცხვირი. ცხვირის სპრეის გამოყენებამდე უნდა დაელოდოთ მის შეხორცებას.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ნეპტას გამოყენებისას, თუ

· გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ტუბერკულოზი,

  • გაქვთ თვალის მარტივი ჰერპეს–ვირუსული ინფექცია,
  • გაქვთ რაიმე სხვა ინფექცია,
  • იღებთ სხვა კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს პერორალურად ან ინექციის სახით,
  • გაქვთ კისტოზური ფიბროზი.

ნეპტასგამოყენებისას მოერიდეთ კონტაქტს ნებისმიერ პირთან, რომელსაც აქვს წითელა და ჩუტყვავილა. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გქონდათ კონტაქტი ვინმესთან, ვინც დაავადებულია ამ ინფექციებით.

თუ ეს გაფრთხილებებიგეხებათ, ანთუნდაცგეხებოდათმხოლოდ წარსულში,გაიარეთკონსულტაცია თქვენსექიმ თან.

ნეპტას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ნეპტასგამოყენება შეიძლებასაკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, არ გამოიყენოთ ნეპტა , ექიმის დანიშნულების გარეშე. როგორც ცხვირის სხვა კორტიკოსტეროიდული პრეპარატების შემთხვევაში, ორსულ ქალებში მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დედისთვის და ნაყოფისათვის პოტენციური ზიანი უნდა შეფასდეს პოტენციურ სარგებელთან მიმართებაში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას, ნეპტას გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენ ექიმთან. ისევე როგორც ცხვირის სხვა კორტიკოსტეროიდული პრეპარატების შემთხვევაში, მეძუძურ ქალებში მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, დედისთვის და ბავშვისთვის პოტენციური ზიანი უნდა შეფასდეს პოტენციურ სარგებელთან მიმართებაში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

არ არის ცნობილი ინფორმაცია ნეპტას გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნეპტა შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ნეპტა შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გაღიზიანება.

გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი რეცეპტით გაცემული და ურეცეპტო მედიკამენტის, მათ შორის მცენარეული მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნეპტას მოქმედებაზე ან ნეპტამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების ეფექტზე.

თუ იღებთ სხვა კორტიკოსტეროიდულ საშუალებებს ალერგიისთვის, პერორალურად ან ინექციის სახით, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ შეწყვიტოთ მათი მიღება ნეპტას გამოყენების დაწყებისთანავე. ზოგიერთ ადამიანს პერორალური ან ინექციური კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება გამოუვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: სახსრების ან კუნთების ტკივილი, სისუსტე და დეპრესია. აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც მოგცემთ რჩევას ცხვირის სპრეის გამოყენების გაგრძელების შესახებ. ასევე შეიძლება აღგენიშნოთ სხვა ალერგიები, როგორიცაა: ქავილი, თვალების აწყლიანება ან წითელი ლაქები კანზე და კანისმიერი ქავილი. თუ აღგენიშნებათ რომელიმე ჩამოთვლილი ეფექტი და გაწუხებთ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებსაც.

3.როგორ გამოიყენება ნეპტა

ყოველთვის გამოიყენეთნეპტაზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ უფრო დიდი დოზა და არ გამოიყენოთ სპრეი უფრო ხშირად ან უფრო დიდხანს, ვიდრე თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ.

სათანადოგამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/გამოყენების სიხშირე:

თივისმიერი ცხელება და წლიური რინიტი

მოზრდილები,ხანდაზმული პირები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

ჩვეულებრივი დოზაა 2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

როგორც კი სიმპტომები გახდება კონტროლირებადი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დღეში ერთხელ შესხურება თითოეულ ნესტოში.

თუ თავს უკეთესად არ იგრძნობთ, მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელმაც შეიძლება გაგიზარდოთ დოზა მაქსიმალურ დღიურ დოზამდე 4 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ. როგორც კი სიმპტომები გახდება კონტროლირებადი, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის შემცირება 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები:

ჩვეულებრივი დოზაა 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზების გამოყენებისას კორტიკოსტეროიდულმა ცხვირის სპრეიმ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ბავშვებში ზრდის ტემპის შენელება. რეკომენდებულია იმ ბავშვების სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ცხვირის კორტიკოსტეროიდებით და თუ რაიმე ცვლილება შეინიშნება, უნდა ეცნობოს მათ ექიმს, რომელმაც შეიძლება შეცვალოს დოზა.

თუ ძალიან გაწუხებთ თივისმიერი ცხელება, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ნეპტასგამოყენება დამტვერვის სეზონის დაწყებამდე 2-დან 4 კვირით ადრე, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თივისმიერი ცხელების სიმპტომების გამოვლენა. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება ნეპტასთანერთად, განსაკუთრებით თუ აღგენიშნებათ თვალების ქავილი ან გაღიზიანება. დამტვერვის სეზონის ბოლოს თივისმიერი ცხელების სიმპტომები უნდა გაუმჯობესდეს და მკურნალობა აღარ უნდა იყოს საჭირო.

ცხვირის პოლიპები

გამოიყნება 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში

ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის ორი შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

თუ სიმპტომები არ ხდება კონტროლირებადი 5-6 კვირის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ორჯერ. როგორც კი სიმპტომები გახდება კონტროლირებადი, თქვენი ექიმი შეგიმცირებთ დოზას ყველაზე დაბალ ოდენობამდე, სადაც სიმპტომები ჯერ კიდევ კონტროლირებადია.

თუ 5-6 კვირის შემდეგ დღეში ორჯერ გამოყენებისას სიმპტომების გაუმჯობესება არ შეინიშნება, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, რათა განიხილოთ სხვა მკურნალობა ნეპტას ჩასანაცვლებლად.

მიღების წესი და მეთოდი:

ცხვირის სპრეის მომზადება გამოსაყენებლად:

ნეპტას ცხვირის სპრეი აღჭურვულია მტვრისგან დამცავი თავსახურით, რომელიც იცავს საფრქვევს და ინარჩუნებს მის სისუფთავეს.

მოხსენით იგი სპრეის გამოყენებამდე და დაახურეთ გამოყენების შემდეგ.

არ გახვრეტოთ სპრეის ტუმბოს წვერი.

თუ პირველად იყენებთ სპრეის, საჭიროა ბოთლის სპრეის 10-ჯერ ამოტუმბვა, სანამ არ წარმოიქმნება თხელი ნისლი:

1. ნაზად შეანჯღრიეთ ბოთლი;

2. მოათავსეთ საჩვენებელი თითი და შუა თითი საფრქვევის ორივე მხარეს, ხოლო ცერა თითი ბოთლის ქვეშ;

3. დაიჭირეთ საფრქვევი თქვენგან მოშორებით და შემდეგ დააჭირეთ თითებით ქვევით სპრეის გამოსაფრქვად;

თუ სპრეი არ გამოგიყენებიათ 14 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა ბოთლის სპრეის 2-ჯერ გასხურება, სანამ არ წარმოიქმნება თხელი ნისლი.

გამოყენების ინსტრუქცია

1. ნაზად შეანჯღრიეთ ბოთლი და მოხსენით მტვრისგან დამცავი თავსახური. (სურათი

2. ნაზად მოიხოცეთ ცხვირი.

3. დახურეთ ერთი ნესტო და მოათავსეთ საფრქვევი მეორე ნესტოში, როგორც ნაჩვენებია (სურათი 2). თავი ოდნავ დახარეთ წინ, ბოთლი გეჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.

4. დაიწყეთ ნაზად ან ნელა სუნთქვა ცხვირით და სანამ სუნთქავთ, შეისხურეთ თხელი ნისლის სპრეი ცხვირში თითების ერთხელ დაჭერით.

5. ამოისუნთქეთ პირით. გაიმეორეთ მე-4 ნაბიჯი მეორე შესხურების შესასუნთქად იმავე ნესტოში.

6. გამოიღეთ საფრქვევი ამ ნესტოდან და ამოისუნთქეთ პირით.

7. გაიმეორეთ ნაბიჯები 3-დან 6-მდე მეორე ნესტოსთვის (სურათი 3).

8. სპრეის გამოყენების შემდეგ, საფრქვევი ფრთხილად გაწმინდეთ სუფთა ხელსახოცით ან ნაჭრით და დაახურეთ მტვრისგან დამცავი თავსახური.

ცხვირის სპრეის გაწმენდა

· მნიშვნელოვანია ცხვირის სპრეის რეგულარულად გაწმენდა; წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება არ იმუშაოს სწორად.

· მოხსენით მტვრისგან დამცავი თავსახური და ფრთხილად ამოაძრეთ საფრქვევი.

· გარეცხეთ საფრქვევი და მტვრისგან დამცავი თავსახური თბილ წყალში და შემდეგ გაავლეთ გამდინარე ონკანის ქვეშ.

· ნუ ეცდებით ცხვირის აპლიკატორის განბლოკვას ქინძისთავის ან სხვა ბასრი საგნის შერჭობით, რადგან ეს დააზიანებს აპლიკატორს და ვერ მიიღებთ წამლის სწორ დოზას.

•აცადეთ თბილ ადგილას გაშრობა.

· ჩასვით საფრქვევი ისევ ბოთლში და დაახურეთ მტვრისგან დამცავი თავსახური.

· გაწმენდის შემდეგ პირველად გამოყენებისას საჭიროა სპრეის „ხელახლა მომზადება გამოსაყენებლად“ 2-ჯერ გაფრქვევით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებ

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოყენება ხანდაზმულებში

გამოყენების განსაკუთრებული პირობა არ არსებობს.

განსაკუთრებული შემთხვევები გამოყენებისთვის :

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

არ არსებობს მონაცემები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

თუ ფიქრობთ, რომ ნეპტას მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ნეპტა:

თუ შემთხვევით გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ნეპტა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენებთ სტეროიდებს დიდი ხნის განმავლობაში ან დიდი რაოდენობით, ისინი იშვიათად გავლენას იქონიებენ თქვენს ზოგიერთ ჰორმონზე.

ბავშვებში ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ზრდასა და განვითარებაზე.

თუ დაგავიწყდათ ნეპტაგამოყენება

თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი წამალი რეკომენდაციის მიხედვით.

თუ დაგავიწყდათ ცხვირის სპრეის გამოყენება საჭირო დროს, გამოიყენეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ გააგრძელეთ ძველებურად.

არგამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ნეპტაგამოყენება

ზოგიერთ პაციენტში ნეპტაიწყებს სიმპტომების შემსუბუქებას პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ; თუმცა, მკურნალობის სრული სარგებელი შეიძლება არ გამოვლინდეს 2 დღის განმავლობაში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად გამოიყენოთ ცხვირის სპრეი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, სანამ ექიმი არ გეტყვით.

ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4.შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტის მსგავსად, ნეპტამშეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ ნეპტას გამოყენება და აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

იშვიათი: დაუყოვნებელი მომატებული მგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები (როგორიცაა ბრონქოსპაზმი (ბრონქებში სპაზმი), დისპნოე (ქოშინი)), შეიძლება განვითარდეს ნესტოებში მისი შესხურების შემდეგ (ინტრანაზალური).

ალიან იშვიათი: აღინიშნა ანაფილაქსია (მომატებული მგრძნობელობის რეაქცია) და ანგიონევროზული შეშუპება (კანისმიერი ქავილი).

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა.

თუ გამოგივლინდათ რომელიმე ჩამოთვლილი ეს ნიშნავს, რომ თქვენ სერიოზული ალერგია გაქვთ ნეპტაზე. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კონვენციის გამოყენებით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან.

მოზრდილ და მოზარდ პაციენტებში ალერგიული რინიტის კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ხშირი: ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა), ფარინგიტი (ყელის ანთება), ცხვირის წვა, ცხვირის გაღიზიანება, ცხვირის წყლული, ცემინება, თავის ტკივილი;

უცნობი: ბავშვებში ზრდის შენელებული ტემპი ხანგრძლივი გამოყენებისას, მხედველობის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია თვალის კაკალში მომატებულ წნევასთან (გლაუკომა).

რეკომენდებულია ბავშვების სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი ცხვირის კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას.

ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა) ზოგადად იყო თვითშეზღუდული და მსუბუქი სიმძიმის, და ვლინდებოდა უფრო მაღალი (5%) სიხშირით (გამოვლენის სიხშირე) პლაცებოსთან შედარებით (მედიკამენტი, რომელიც არ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას), მაგრამ უფრო დაბალი სიხშირით, შესწავლილ აქტიური კონტროლის ნაზალურ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით (15%-მდე). ყველა სხვა ეფექტის სიხშირე შედარებადი იყო პლაცებოსთან.

პედიატრიულ პოპულაციაში გვერდითი მოვლენების სიხშირე, მაგ., თავის ტკივილი (3%), ეპისტაქსისი (6%), ცხვირის გაღიზიანება (2%) და ცემინება (2%) შედარებადი იყო პლაცებოსთან.

ცხვირის პოლიპები (არასიმსივნური წარმონაქმნები):

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ცხვირის პოლიპოზს, გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე შედარებადი იყო პლაცებოსთან და მსგავსი იყო ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენებისა. პოლიპების კლინიკურ კვლევებში, მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები აღინიშნა პაციენტების ≥1%-ში, რომელიც ნაჩვენებია ქვემოთ:

ძალიან ხშირი: ეპისტაქსისი 200 µგ-ის ორჯერ დღეში გამოყენებისას;

ხშირი:ზედა სასუნთქი გზების ინფექცია 200 µგ-ის დღეში ერთხელ გამოყენებისას, ეპისტაქსისი 200 µგ-ის დღეში ერთხელ გამოყენებისას, ყელის გაღიზიანება 200 µგ-ის ორჯერ დღეში გამოყენებისას, თავის ტკივილი 200 µგ-ის დღეში ერთხელ და 200 µგ-ის ორჯერ დღეში გამოყენებისას.

არახშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია 200 µგ-ის ორჯერ დღეში გამოყენებისას.

ძალიან იშვიათად აღინიშნა გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევები.

ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ცხვირის ძგიდის პერფორაციის (ცხვირის ხრტილის რღვევა) ან თვალშიდა წნევის მომატების და/ან კატარაქტის იშვიათი შემთხვევები.

ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები შეიძლება აღინიშოს, განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი მოვლენის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული შეფუთვის ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5.როგორ ინახება ნეპტა

შეინახეთ ნეპტა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალი შეფუთვით.

ინახება არაუმეტეს 25°C.

მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. არ გაყინოთ.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ნეპტა ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ნეპტა,თუ შეამჩნევთ რაიმე წუნს პროდუქტსა და/ან შეფუთვაზე.

არც ერთი პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ასევე , იხილეთ : Nazoster - ნაზოსტერი სპრეი 50მკგ 140დოზა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy