ნებიკორი - Nebicor 5მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.
ნებიკორი 5 მგ ტაბლეტები
ნებივოლოლი
Nebicor 5mg tablets
Nebivolol
ყურადღებით წაიკითხეთ სრული ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლებელია დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- ეს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ თქვენთვის ინდივიდუალურად. არ ურჩიოთ სხვა ადამიანებს, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათი ავადმყოფობის სიმპტომები იგივე იყოს რაც თქვენი.
- თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში.
რას შეიცავს ეს ინსტრუქცია:
1. რა არის ნებიკორი და რისთვის გამოიყენება ის
2. რა უნდა იცოდეთ ნებიკორის მიღებამდე
3. როგორ მივიღოთ ნებიკორი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შეინახოთ ნებიკორი
6. პაკეტის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ნებიკორი და რისთვის გამოიყენება ის
ნებიკორი მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ბეტა-ბლოკერების ჯგუფს და გამოიყენება მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. ნებიკორი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სტაბილური მსუბუქი და ზომიერი ქრონიკული გულის უკმარისობის სამკურნალოდ, გარდა ძირითადი მკურნალობისა 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. გულის უკმარისობა არის გულის დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს მსუბუქ დაღლილობას, ქოშინს, ტერფების შეშუპებას და ა.შ.
2. რა უნდა იცოდეთ ნებიკორის მიღებამდე
არ მიიღოთ ნებიკორი
• თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აქტიური ნივთიერების ან პროდუქტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
• თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება:
- დაბალი არტერიული წნევა, ხელებსა და ფეხებში სისხლის მიწოდების დარღვევა, დაბალი გულისცემა (წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) ან გულის სხვა დარღვევები;
- ბოლო დროს გამოვლინდა ან გაუარესდა გულის უკმარისობა, ან თუ იღებთ ინტრავენურ პრეპარატებს გულის ფუნქციის გასაუმჯობესებლად;
- ასთმა ან სუნთქვის გაძნელება (მოცემულ მომენტში ან წარსულში);
- თირკმელზედა ჯირკვლის ზოგიერთი სიმსივნე;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- მეტაბოლური (ცვლის) დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი), მაგ. დიაბეტური კეტოაციდოზი.
- თუ იყენებთ ფლოკაფენინის ან სულტოპრიდის შემცველ მედიკამენტებს.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ნებიკორის გამოყენებისას
• თუ გაქვთ ხიხინი ან სხვა მსგავსი სუნთქვის პრობლემები, ასევე ალერგია მწერების ნაკბენზე, საკვებზე ან სხვა ნივთიერებებზე? ამ შემთხვევაში, თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ეს სამკურნალო პროდუქტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ნებიკორს შეუძლია გაზარდოს მგრძნობელობა ალერგენების მიმართ.
• თუ გაწუხებთ ან ადრე გქონდათ ფსორიაზი (კანის გამონაყარის სახეობა)? ნებიკორს შეუძლია ფსორიაზი გააუარესოს.
• თუ გაწუხებთ დიაბეტი? ნებიკორი არ ახდენს გავლენას სისხლში შაქრის დონეზე, მაგრამ მას შეუძლია შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი დონის ზოგიერთი სიმპტომი (მაგ. კანკალი და სწრაფი გულისცემა).
• თუ გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია? ამ შემთხვევაში ნებიკორს შეუძლია შენიღბოს სწრაფი გულისცემის სიმპტომები.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის იქამსე სანამ მკურნალობას დაიწყებთ ამ პრეპარატით.
თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, ნებიკორი შესაძლოა არ იყოს თავენთვის შესაფერისი გულის უკმარისობის სამკურნალოდ და ეს პრობლემა უნდა განიხილოთ ექიმთან.
თუ ამ პროდუქტით მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ თქვენი გულის პულსი ნელდება (გული იწყებს ცემას უფრო ნელა), აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე. მან შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა ან გირჩიოთ ამ პრეპარატის მიღების თანდათანობით შეწყვეტა.
თუ თქვენ აპირებთ ოპერაციის ჩატარებას ზოგადი ანესთეზიის ან სტომატოლოგიური ჩარევას, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან სტომატოლოგს ნებიკორით მკურნალობის შესახებ.
ნებიკორით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მოულოდნელად.
თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმეში ან გაქვთ დამატებითი კითხვები თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და მოზარდები
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ბავშვებში და მოზარდებში ნებივოლოლის გამოყენების შესახებ, ამ პრეპარატის გამოყენება მათში არ არის რეკომენდებული.
სხვა მედიკამენტები და ნებიკორი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ამ სამკურნალო პროდუქტს შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ნებიკორის ეფექტზე.
ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ნებიკორთან ერთად იღებთ ან იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
• გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის და სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა კალციუმის ანტაგონისტები (მაგ. ვერაპამილი, დილთიაზემი, ნიფედიპინი და ა.შ.), ანტიარითმული საშუალებები (ქვინიდინი და ამიოდარონი) და სიმპათომიმეტიკები. ვერაპამილი ინტრავენურად არ უნდა შეიყვანოთ ნებიკორით მკურნალობის დროს;
• ანტიფსიქოტიკა (წამლები შფოთვის სამკურნალოდ, მაგ. ბარბიტურატები, ფენოთიაზინები) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
• ანესთეტიკები - ყოველთვის აცნობეთ ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ ნებიკორს;
• კუჭის მჟავიანობის შესამცირებელი პრეპარატები (მაგ. ციმეტიდინი) - ნებიკორი უნდა მიიღოთ ჭამის დროს, ხოლო ანტაციდი ცალკე კვებას შორის;
• ანტიჰისტამინური საშუალებები (სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობის სამკურნალოდ);
• სხვა ბეტა-ბლოკერები, რომლებიც გამოიყენება, მაგალითად, თვალის წვეთების სახით;
• კლონიდინი. თუ თქვენ იღებთ კლონიდინს და ნებიკორს ერთდროულად, არ უნდა შეწყვიტოთ კლონიდინის მიღება, სანამ ექიმი არ გეტყვით ამას. თუ თქვენ გჭირდებათ კლონიდინის ან ნებიკორის მიღების შეწყვეტა, თქვენი ექიმი მოგცემთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს.
ნებიკორი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ არსებობს მონაცემები სპეციალური კვების რეჟიმის აუცილებლობის ან გარკვეული სახის საკვებისა და სასმელების შეზღუდვის შესახებ ნებიკორი 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნებიკორი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენმა ექიმმა დაადგინა, რომ ეს აბსოლუტურად აუცილებელია.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან კრუნჩხვა არტერიული წნევის დაქვეითების გამო.
ნებიკორი შეიცავს ლაქტოზას
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ იცით, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გთხოვთ აცნობეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
3. როგორ მივიღოთ ნებიკორი
დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი თქვენი მდგომარეობის მიხედვით.
ყოველთვის მიიღეთ ნებიკორი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მკურნალობა
ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი (5 მგ) დღეში, სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ჭამის დროს.
ანტიჰიპერტენზიული (არტერიული წნევის დაქვეითება) ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში ოპტიმალური ეფექტის მიღწევას სჭირდება 4 კვირა.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 2,5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 5 მგ-მდე.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ღვიძლის უკმარისობის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მონაცემები შეზღუდულია. ამიტომ ამ პაციენტებში სამკურნალო პროდუქტის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები: რეკომენდებული საწყისი დოზა 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის არის 2,5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 5მგ-მდე. თუმცა, 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში შეზღუდული გამოცდილების გამო, ეს სამკურნალო პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.
ბავშვები და მოზარდები: ბავშვებში და მოზარდებში კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ პროდუქტის გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.
გულის ქრონიკული უკმარისობა
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზის თანდათანობითი გაზრდით, სანამ არ მიიღწევა ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზა თითოეული პაციენტისთვის.
დოზის ტიტრაცია (გაზრდის) უნდა მოხდეს 1-2 კვირის ინტერვალით, პაციენტის ინდივიდუალური ტოლერანტობიდან გამომდინარე, შემდეგნაირად: ნებივოლოლის საწყისი დოზა 1,25 მგ უნდა გაიზარდოს 2,5 მგ ნებივოლოლამდე დღეში ერთხელ, შემდეგ 5 მგ-მდე დღეში ერთხელ და ბოლოს. 10 მგ-მდე დღეში ერთხელ. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ.
გულის სტაბილური უკმარისობის მკურნალობა ნებივოლოლით ჩვეულებრივ გახანგრძლივებულია.
მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში დოზა თანდათან უნდა შემცირდეს (განახევრდება ყოველ კვირას).
ბავშვები და მოზარდები: ბავშვებში და მოზარდებში კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ პროდუქტის გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.
თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმეში ან გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ სამკურნალო პროდუქტით მკურნალობასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
თუ მიიღეთ ნებიკორის საჭიროზე მეტი დოზა.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას (მიდით უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში). ეს ასევე ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც თავს კარგად გრძნობთ და არ გაქვთ დოზის გადაჭარბების ნიშნები. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ ნებიკორის მიღება
მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ დაუბრუნდით ჩვეულ მკურნალობის რეჟიმს. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ თქვენ შეწყვიტეთ ნებიკორის მიღება
ნებიკორით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მოულოდნელად. თქვენი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას, ასევე მისი შეწყვეტის მეთოდს.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ნებიკორმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მაღალი წნევის სამკურნალოდ პროდუქტის გამოყენებისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- ხშირი (აღინიშნა 10-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ ადამიანში).
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- "ჩხვლეტა";
- სუნთქვის გაძნელება;
- ყაბზობა;
- გულისრევა;
- დიარეა;
- დაღლილობა;
- ხელებისა და ფეხების შეშუპება;
- არახშირი (აღენიშნა 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს):
- ღამის კოშმარები;
- დეპრესია;
- მხედველობის დაქვეითება;
- გულისცემის შენელება ან გულის სხვა დარღვევები (იმპულსების ნელი გამტარობა გულში);
- დაბალი წნევა;
- ბრონქოსპაზმი (ბრონქების შეკუმშვა);
- საჭმლის მონელების დარღვევა;
- მუცლის ღრუში აირების გაზრდილი წარმოქმნა და დაგროვება;
- ღებინება;
- კანის გამონაყარი და ქავილი;
- იმპოტენცია.
ძალიან იშვიათი (აღენიშნა 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
- არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა (ჰიპოტენზია);
- ფსორიაზის გაუარესება.
გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ პროდუქტის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- შენელებული გულისცემა;
- თავბრუსხვევა;
- გულის უკმარისობის გაუარესება;
- დაბალი არტერიული წნევა (თავბრუსხვევა მოულოდნელად ადგომისას);
- პრეპარატის აუტანლობა;
- არარეგულარული გულის რიტმი;
- შეშუპება (ძირითადად ქვედა კიდურების მიდამოში).
არ შეგაშფოთოთ ზემოთ ჩამოთვლილმა გვერდითმა ეფექტებმა. შესაძლებელია არ გამოგივლინდეთ არცერთი მათგანი.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. როგორ ინახება ნებიკორი
შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ნებიკორი, თუ შეამჩნევთ, რომ შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია და/ან ტაბლეტების გარეგნობა განსხვავდება ამ ინსტრუქციაში აღწერილისგან.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენი არასასურველი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. პაკეტის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნებიკორი
- - აქტიური ნივთიერებაა: ნებივოლოლი (nebivolol) 5 მგ, ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის სახით (nebivolol hydrochloride) 5,45 მგ.
- სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი (ტიპი A), პოლოქსამერი 188, პოვიდონი K-30, მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.
ნებიკორია აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
აღწერა
თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები ორი გამყოფი ზოლით (ჯვარედინად) ცალ მხარეს.
გამყოფი ზოლები საშუალებას იძლევა ტაბლეტი დაიყოს თანაბარ მეოთხედებად.
შეფუთვა
10 ტაბლეტი PVC/AI ბლისტერში
3 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
15 ტაბლეტი PVC/AI ბლისტერში
2 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ასევე, იხილეთ : Nebilet - ნებილეტი 5მგ 28 ტაბლეტი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account