ნატრიუმის ბიკარბონატი - Sodium bicarbonate 8.4% 20მლ
ჩვენება: მეტაბოლური აციდოზის კორექცია, რომელიც დაკავშირებულია გულის გაჩერებასთან ადრე არსებული მეტაბოლური აციდოზის მქონე პაციენტებში.
ნატრიუმის ბიკარბონატი ინიექციისათვის USP 8.4% w/v
ყოველი მლ. შეიცავს:
ნატრიუმის ბიკარბონატი USP 8.4%w/v
წყალი ინიექციისათვის BP q.s.
თერაპიული ჩვენებები:
ნატრიუმის ბიკარბონატის ინექცია ინიშნება მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი მიზნებისათვის:
· მეტაბოლური აციდოზის კორექცია, რომელიც დაკავშირებულია გულის გაჩერებასთან ადრე არსებული მეტაბოლური აციდოზის მქონე პაციენტებში;
· გულის გაჩერება, რომელიც დაკავშირებულია ჰიპერკალიემიასთან ადრე არსებული მეტაბოლური აციდოზით;
· სიცოცხლისთვის საშიში ჰიპერკალიემია ადრე არსებული მეტაბოლური აციდოზით;
· ტრიციკლური ანტიდეპრესანტების დოზის გადაჭარბება;
ნატრიუმის ბიკარბონატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც განხორციელდება სხვა რეანიმაციული ზომები, როგორიცაა გულის კომპრესია, ფილტვების ვენტილაცია, ადრენალინი და ანტიარითმული საშუალებები.
ახალშობილებში ნატრიუმის ბიკარბონატი ინიშნება შემდეგი მიზნებისათვის:
· მეტაბოლური აციდოზის კორექცია, რომელიც დაკავშირებულია გულის გაჩერებასთან ადრე არსებული მეტაბოლური აციდოზის მქონე პაციენტებში;
· გულის გაჩერება, რომელიც დაკავშირებულია ჰიპერკალიემიასთან ადრე არსებული მეტაბოლური აციდოზით;
· სიცოცხლისთვის საშიში ჰიპერკალიემია ადრე არსებული მეტაბოლური აციდოზით;
ახალშობილთა რეანიმაციაში ნატრიუმის ბიკარბონატის რუტინული გამოყენებით არანაირი სარგებელი არ გამოვლენილა. ახალშობილებში ნატრიუმის ბიკარბონატი რეკომენდირებულია რეანიმაციისთვის მხოლოდ გახანგრძლივებული გულის გაჩერების შემთხვევაში, რომელიც არ ექვემდებარება სხვა თერაპიულ მოქმედებებს, ვენტილაციისა და სისხლის მომოქცევის ადეკვატური პროცესის დამყარების შემდეგ.
დოზირება და მიღების მეთოდი:
დოზირება:
დოზირება დიდწილად დამოკიდებულია მჟავა-ტუტოვანი დისბალანსის ხარისხზე. აღნისნულის შემოწმება უნდა ხორციელდებოდეს რეგულარულად.
ზრდასრულებში:
ჩვეულებრივი დოზაა 1 მმოლ/კგ (1 მლ/კგ 8,4% ხსნარი), რასაც უნდა მოჰყვებოდეს 0,5 მმოლ/კგ (0,5 მლ/კგ 8,4% ხსნარი) 10 წუთიანი ინტერვალით.
ბავშვებში:
ჩვეულებრივი დოზაა 1 მმოლ/კგ ნელი ინტრავენური ინექციით (1 მლ/კგ 8,4% ხსნარი).
დღენაკლულ ახალშობილებში და ახალშობილებში 8,4%-იანი ხსნარი უნდა განზავდეს 1:1-ში 5%-იანი დექსტროზის ხსნარით.
მოხუცებში:
როგორც ზრდასრულებში.
ადმინისტრირების მეთოდი:
მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის.
უკუჩვენებები:
· ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ;
· პირობები, რომლებშიც ნატრიუმის მიღება შეზღუდულია (მაგალითად, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერტენზია, შეშუპება, გულის შეგუბებითი უკმარისობა);
· პაციენტები ჰიპოვენტილაციით (აციდოზის გაუარესების რისკი);
· მეტაბოლური ან რესპირატორული ალკალოზი;
· პაციენტები უროლიტიზის ანამნეზით;
· პაციენტები კალიუმის ან ქლორიდის თანმხლები დეფიციტით, ჰიპოკალციემიით და ჰიპერნატრიემიით.
სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას:
ნატრიუმის ბიკარბონატის ინტრავენურად გამოყენებისას, არტერიული სისხლის გაზების ანალიზი, კერძოდ არტერიული/ვენური სისხლის pH და ნახშირორჟანგის დონე, უნდა ჩატარდეს მკურნალობის დაწყებამდე და მისი მსვლელობის დროს, რათა შემცირდეს დოზის გადაჭარბებისა და შემდეგად მიღებული ალკალოზის საშიშროება.
ჰიპერტონული ფიზიოლოგიური ხსნარის შემთხვევით ექსტრავასკულარულმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვთა გაღიზიანება ან რღვევა. თავიდან უნდა იქნას აცილებული სკალპის ვენების გამოყენება.
როდესაც რესპირატორული აციდოზი თან ახლავს მეტაბოლურ აციდოზს, ფილტვის ვენტილაციაც და პერფუზიაც ადექვატურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჭარბი Co2-ის მოსაშორებლად.
ნატრიუმის ბიკარბონატის შეყვანა პაციენტში არასაკმარისი წუთიერი ვენტილაციის დროს შეიძლება გამოიწვიოს აციდოზის გაუარესება. მეტაბოლური აციდოზის მკურნალობა, თუ ეს შესაძლებელია, უნდა იყოს შერწყმული ერთდროულ მკურნალობასთან აციდოზის ძირითადი მიზეზის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგალითად, ინსულინის შეყვანა გაურთულებელი დიაბეტის დროს, ან სისხლის მოცულობის აღდგენა შოკის დროს.
ხანგრძლივი თერაპიის დროს აუცილებელია ზრუნვა დოზის გადაჭარბებისა და ალკალოზის რისკის თავიდან ასაცილებლად. ამიტომ, ფრაქციული დოზების განმეორებითი შეყვანა ან ინფუზია უნდა მოხდეს მჟავა-ტუტოვანი ბალანსისა და ელექტროლიტების რეგულარული მონიტორინგის დროს. როგორც კი ყველაზე მძიმე სიმპტომები კონტროლდება, დოზა და მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს ნორმის მნიშვნელობების აღდგენამდე.
არ არსებობს მტკიცებულება ბიკარბონატით თერაპიის გამოყენების მხარდასაჭერად სეფსისთან დაკავშირებული ჰიპოპერფუზიით გამოწვეული ლაქტური აკადემიის სამკურნალოდ.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ნატრიუმის იონების შეყვანისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს ან კორტიკოტროპინს.
სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ნატრიუმის იონების შეყვანისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს ან კორტიკოტროპინს.
ცნობილია, რომ ნატრიუმის ბიკარბონატი ზრდის მეკამილამინის თირკმლის მილაკოვანი რეაბსორბციას, რაც იწვევს ჰიპოტენზიას.
ჰიპოქლორემიული ალკალოზი შეიძლება განვითარდეს, თუ ნატრიუმის ბიკარბონატი გამოიყენება კალიუმის დამშლელი დიურეტიკებთან ერთად, როგორიცაა ბუმეტანიდი, ეტაკრინის მჟავა, ფრუსემიდი და თიაზიდები.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალიუმის დანამატებს, ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს შრატში კალიუმის კონცენტრაცია უჯრედშიდა იონური ცვლის ხელშეწყობის გზით.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
არ აღინიშნება
არასასურველი ეფექტები:
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:
ალკალოზი, ჰიპოკალემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპეროსმოლარობა, ჰიპოკალციემია, ჰიპოგლიკემია, პარადოქსული უჯრედშიდა აციდოზი.
კარდიოაშლილობა:
მოცულობის გადატვირთვასთან დაკავშირებული ჰემოდინამიკური მდგომარეობის გაუარესება.
ნერვული სისტემის დარღვევები:
ინტრაკრანიალური სისხლდენა (ახალშობილებში), გაღიზიანებადობა ან ტეტანია.
ზოგადი დარღვევები და პირობები ინექციის ადგილზე:
ექსტრავაზაცია.
არასწორმა გამოყენებამ (ინტრაარტერიული, პარავენური) შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის ნეკროზი.
დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: მეტაბოლური ალკალოზი, რომელსაც თან ახლავს კომპენსატორული ჰიპერვენტილაცია, ცერებროსპინალური სითხის პარადოქსული აციდოზი, მძიმე ჰიპოკალიემია, ჰიპერგაღიზიანება და ტეტანია.
მკურნალობა: ნატრიუმის ბიკარბონატის შეწყვეტა, ამოსუნთქული ჰაერის ხელახლა ჩასუნთქვა ან, უფრო მძიმე შემთხვევებში, კალციუმის გლუკონატის დანიშვნა, განსაკუთრებით ტეტანიის არსებობის შემთხვევაში. მძიმე ალკალოზის დროს რეკომენდებულია 2.14% ამონიუმის ქლორიდის ინფუზია, გარდა იმ პაციენტებისა, რომლებსაც აქვთ უკვე არსებული ღვიძლის დაავადება. თუ არსებობს ჰიპოკალიემია, მიეცით კალიუმის ქლორიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ტუტე აგენტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი (ATC კოდი): B05XA02.
ნატრიუმის ბიკარბონატით თერაპია ზრდის პლაზმის ბიკარბონატს, ბუფერებს წყალბადის იონების ჭარბ კონცენტრაციას, ზრდის სისხლის pH-ს და ცვლის მეტაბოლური აციდოზის კლინიკურ გამოვლინებებს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ნატრიუმის ბიკარბონატი გამოიყოფა ძირითადად შარდით და ეფექტურად ატუტეებს მას.
შენახვის პირობები:
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცვას სინათლისგან.
შეფუთვის ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 20 მლ ქარვისფერი მინის ფლაკონი USP type-I.
წარმოებულია:
შპს Baharat Parenterals-ის მიერ
ვადოდარას რაიონი - 391520, გუჯარათ, ინდოეთი
ასევე, იხილეთ : Sodium bicarbonate - ნატრიუმის ბიკარბონატი 8.4% 20მლ ფლაკონი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account