მეტოკორი - Metocor 50მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: ჰიპერტენზიის (მაღალი წნევა) მკურნალობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.
მეტოკორი 50 მგ ტაბლეტები
მეტოპროლოლ ტარტრატი
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს საინფირმაციო ფურცელი. შეიძლება ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვა პირს. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ იმისდამიუხედავათ თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია.
- თუ აღგენიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
რას შეიცავს ეს ინსტრუქცია:
1. რას წარმოადგენს მეტოკორი და რისთვის გამოიყენება ის
2. რა უნდა იცოდეთ მეტოკორის მიღებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ მეტოკორი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ მეტოკორი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს მეტოკორი და რისთვის გამოიყენება ის
მეტოკორი განეკუთვნება ე.წ ბეტა-ბლოკატორების ჯგუფს. პრეპარატები, რომლებიც ანელებს გულისცემას და აქვეითებს არტერიულ წნევას.
მეტოკორი გამოიყენება შემდეგისთვის:
- ჰიპერტენზიის (მაღალი წნევა) მკურნალობა;
- სტენოკარდია (ტკივილი ან შებოჭილობა გულმკერდის არეში, ყველაზე ხშირად ფიზიკური დაძაბულობასთან ან სტრესთან ერთად, რაც გამოწვეულია გულში სისხლის და ჟანგბადის ნაკლებობით);
- გულის არითმიები, განსაკუთრებით ტაქიკარდია (გულის დარღვევები გულისცემის მომატებით);
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის პრევენცია;
- ტაქიკარდია თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტებში (გულისცემის მომატება ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული ფუნქციის შედეგად);
- შაკიკის პრევენცია
2. რა უნდა იცოდეთ მეტოკორის მიღებამდე.
არ მიიღოთ მეტოკორი:
• თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) პროდუქტის აქტიური ნივთიერების (მეტოპროლოლის ტარტრატი) ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
• თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა;
• თუ გაწუხებთ ან ადრე გაწუხებდათ გულის დარღვევები, მათ შორის შოკით გამწვავებული გულის შეტევა, ან გაქვთ გულის უკმარისობის უკონტროლო მდგომარეობა;
• თუ გაქვთ ფილტვის შეშუპება, სისხლის მიწოდების დაქვეითება, ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), ან მეორე/მესამე ხარისხის გულის ბლოკადა;
• თუ გაწუხებთ შენელებული გულისცემა და სისუსტის შეგრძნება (ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ძალიან დაბალი არტერიული წნევით);
• თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის (დაქვეითებული) დარღვევა ხელებსა და ფეხებში;
• თუ გაწუხებთ სისხლში მჟავიანობის მომატება სერიოზული დარღვევის შედეგად (მეტაბოლური აციდოზი);
• თუ გქონიათ ალერგიული რეაქცია მეტაკორის რომელიმე ინგრედიენტზე ან სხვა ბეტაბლოკატორებზე;
• თუ გაქვთ ფეოქრომოციტომა (წარმონაქმნი თირკმლის სიახლოვეს, რომელიც იწვევს არტერიულ წნევას). თუ თქვენ მკურნალობთ ფეოქრომოციტომაზე, ექიმი დაგინიშნავთ სხვა მედიკამენტს, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ალფა-ბლოკატორების ჯგუფს, რომელიც მიიღება მეტოკორის მსგავასად;
• თუ ოდესმე გქონიათ სისხლში შაქრის დაბალი (ჰიპოგლიკემია) დონის სიმპტომები, მეტოკორმა შეიძლება შეცვალოს თქვენი ნორმალური რეაქცია სისხლში შაქრის დაბალ შემცველობაზე, რაც ჩვეულებრივ გულისხმობს გულისცემის აჩქარებას;
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე მეტოკორის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში:
• თუ გაწუხებთ ასთმა, ხიხინით სუნთქვა ან სხვა მსგავსი რესპირატორული პრობლემები, ასევე სიმპტომები რომელიც გამოწვეულია მწერების ნაკბენით, საკვებით ან სხვა ნივთიერებებით;
• თუ ოდესმე გქონიათ ასთმა ან ხიხინი, არ უნდა გამოიყენოთ ეს პრეპარატი ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციამდე;
• თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას. დაორსულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას;
• თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში;
• თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;
• თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კონტროლირებადი გულის უკმარისობა ან პირველი ხარისხის გულის ბლოკადა;
• თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ ფსორიაზი (კანის დაავადების ტიპი);
• თუ გაქვთ დიაბეტი ან ხართ დიაბეტიკი, შესაძლოა საჭირო გახდეს დაავადების მკურნალობის შეცვლა.
თუ ამ პროდუქტით მკურნალობის დროს შეამჩნევთ გულისცემის შენელებას 50 დარტყმამდე/წუთში ან მასზე ქვემოთ, აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე. მან შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზები ან გირჩიოთ ეტაპობრივად შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება.
თუ აპირებთ ოპერაციას ზოგადი ანესთეზიით ან სტომატოლოგიური მკურნალობას, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან სტომატოლოგს მეტოკორით მკურნალობის შესახებ.
მეტოკორით თქვენი მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ერთბაშად.
თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ან გაქვთ სხვა დამატებითი შეკითხვა თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში.
სხვა წამლები და მეტოკორი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში გაქვთ მიღებული სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.
ამ სამკურნალო პროდუქტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მეტოკორის მოქმედებაზე.
ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგს:
• ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულისა და სისხლძარღვების სამკურნალოდ, როგორიცაა საგულე გლიკოზიდები, კალციუმის ანტაგონისტები, მაგალითად ვერაპამილი, დილთიაზემი და ნიფედიპინი, ანტიარითმული (ამიოდარონი) სიმპათომიმეტური განგლიობლოკატორები ან ჰიდრალაზინი;
• მონოამინ ოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორები;
• საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებები;
• ანტიბაქტერიული აგენტები, როგორიცაა რიფამპიცინი;
• წყლულის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ციმეტიდინი;
• ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ინდომეტაცინი და ცელეკოქსიბი (ტკივილის/ანთების და ართრიტის დროს);
• ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ანტიფსიქოზური საშუალებები;
• ანტიჰისტამინები (სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობის სამკურნალოდ);
•სხვა ბეტა-ბლოკატორები, მაგალითად თვალის წვეთების სახით;
• სხვა ნივთიერებები, როგორიცაა ალკოჰოლი, გარკვეული ჰორმონები, ფერმენტის ინდუქტორები და ფერმენტის ინჰიბიტორები (ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს ან თრგუნავს ფერმენტების მოქმედებას);
• კლონიდინი. თუ თქვენ იღებთ როგორც კლონიდინს ასევე მეტოკორს, არ უნდა შეწყვიტოთ კლონიდინის მიღება, სანამ ექიმი არ გეტყვით. თუ საჭიროა კლონიდინის ან მეტოკორის მიღების შეწყვეტა, ექიმი მოგცემთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს;
• პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები ან ინსულინი. ექიმი მიიღებს გადაწყვიტელბას, საჭიროა თუ არა მედიკამენტების დოზის შეცვლა;
- ლიდოკაინი;
- ბარბიტურატები;
- ფენოთიაზინები;
- ერგოტამინი;
- ადრენალინი (ეპინეფრინი).
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტოკორი არ უნდა იქნას მიღებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ექიმი ჩათვლის პრეპარატის მიღებას აბსოლუტურად აუცილებლად.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ უნდა მართოთ ავტომობილი ან გამოიყენოთ მექანიზმები, თუ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ იგრძნობთ თავბრუსხვევას ან დაღლილობას.
მეტოკორი შეიცავს ლაქტოზას
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, აცნობეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე. ხორბლის სახამებლის შემცველობის გამო, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ეგრეთ წოდებული გლუტენის აუტანლობის ან გლუტენის ენტეროპათიის მქონე პაციენტებში, რაც ყველაზე ხშირად ვლინდება დიარეით, გლუტენის შემცველი პროდუქტების გამოყენებისას.
3. როგორ გამოვიყენთ მეტოკორი
დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ან ფარმაცევტი, თქვენი მდგომარეობის მიხედვით.
ყოველთვის მიიღეთ მეტოკორი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ მიიღოთ პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
რეკომენდებული დოზაა:
ჰიპერტენზია
ჩვეულებრივი დღიური დოზა არის 100-200 მგ დაყოფილი ორ ცალკეულ დოზად. საჭიროების შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს კვირაში 100 მგ-ით, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ აღემატება 400 მგ-ს.
სტენოკარდია
ჩვეულებრივი დღიური დოზაა 50-100 მგ, დაყოფილი ორ ცალკეულ დოზად. აუცილებლობის შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე, მიღებული ორი ცალკეული დოზის სახით.
გულის არითმიები. განსაკუთრებით სუპრავენტრიკულარული ტაქიკარდია
ჩვეულებრივი დღიური დოზაა 50-100 მგ, დაყოფილი ორ ცალკეულ დოზად. აუცილებლობის შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე, მიღებული ორი ცალკეული დოზის სახით.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და მორეციდივე მვოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკა
ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დღიური დოზაა 200 მგ დაყოფილი ორ ცალკეულ დოზად.
ტაქიკარდია თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტებში
ჩვეულებრივი დღიური დოზაა 200 მგ დაყოფილი ორ ცალკეულ დოზად.
შაკიკის პრევენცია
ჩვეულებრივი დღიური დოზა არის 100-200 მგ დაყოფილი ორ ცალკეულ დოზად.
თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის მიღების სისწორეში ან გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ სამკურნალო პროდუქტით მკურნალობასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მეტოკორი
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ ექიმის დახმარება (მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს). აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ თავს გრძნობთ კარგად და არ გაქვთ დოზის გადაჭარბების ნიშნები.
თუ დაგავიწყდათ მეტოკორის მიღება
მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგხსენდებათ და შემდეგ დაუბრუნდით მკურნალობის ნორმალურ რეჟიმს. თუ შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსირების მიზნით.
მეტოკორით მკურნალობის შეწყვეტა
მეტოკორით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ერთბაშად. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას და მისი შეწყვეტის წესს. თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, მეტოკორმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი რეაქციების სიხშირე ნაწილდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ხშირი (ვლინდება 10-დან 1-მდე პაციენტში)
არახშირი (ვლინდება 100-დან 1-მდე პაციენტში)
იშვიათი (ვლინდება1,000-დან 1-მდე პაციენტში)
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10,000-დან 1-მდე პაციენტში)
სიხშირე არ არის ცნობილი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათად: სისხლისმხრივი დარღვევები (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება).
ფსიქიკური დარღვევები
არახშირი: დეპრესია, უძილობა, კოშმარები.
იშვიათი: ნერვიულობა, შფოთვა.
ძალიან იშვიათი: დაბნეულობა, ჰალუცინაციები.
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
არახშირი: კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა.
ძალიან იშვიათი: მეხსიერების დაკარგვა/მეხსიერების დაქვეითება, გემოს დაქვეითება.
თვალის დარღვევები
იშვიათი: მხედველობის დარღვევა, სიმშრალე და/ან თვალის გაღიზიანება, თვალების სიწითლე ან ცრემლდენა ალერგიული რეაქციის გამო.
ყურის და ლაბირინთის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ტინიტუსი.
გულის დარღვევები
ხშირი: გულისცემის შენელება, თავბრუსხვევა, რომელიც დაკავშირებულია სხეულის მდებარეობის ცვლილებასთან (იშვიათად კრუნჩხვების თანხლებით).
არახშირი: უმნიშვნელო გადახრები ელექტროკარდიოგრამაში /ეკგ/.
იშვიათი: გულის კუნთში იმპულსების გამტარობის დროის დარღვევა, რომელიც აისახება ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), გულის რითმის დარღვევა.
სისხლძარღვთა დარღვევები
ხშირი: თავბრუსხვევა, რომელიც დაკავშირებულია სხეულის მდებარეობის ცვლილებასთან (იშვიათად კრუნჩხვების თანხლებით);
იშვიათი: კიდურების გაციება.
ძალიან იშვიათი: კიდურებში სიხლის მიმოქცევის დარღვევა ადრე არსებული დარღვევების მქონე პაციენტებში.
სასუნთქი სისტემა
ხშირი: სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვის დროს.
არახშირი: შებოჭილობა გულმკერდის არეში.
იშვიათი: ცხვირიდან წყლოვანი გამონადენი ალერგიული რეაქციის შედეგად.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ხშირი: სისუსტე (გულისრევა), მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა.
არახშირი: ღებინება.
იშვიათი: პირის სიმშრალე.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
არახშირი: გამონაყარი კანზე, მომატებული ოფლიანობა.
იშვიათი: თმის ცვენა.
ძალიან იშვიათი: კანის რეაქციები მზის სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამო, ფსორიაზის კლინიკური გაუარესება.
ძვალ- უნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ძალიან იშვიათი: სახსრების ტკივილი.
არახშირი: წვის შეგრძნება, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, დაღლილობა ან კოჭ-წვივის სახსრების შეშუპება.
რეპროდუქციულისისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები
იშვიათი: იმპოტენცია / სექსუალური ფუნქციის დარღვევა.
ზოგადი დარღვევები და ეფექტებიგამოყენებისადგილა ს
ძალიან ხშირი: დაღლილობა.
ხშირი: სიცივის შეგრძნება კიდურებში.
არახშირი: ტკივილი გულმკერდის არეში, შეშუპება.
კვლევა
არახშირი: წონის მომატება.
იშვიათი: ცვლილებები ღვიძლის ტესტებიში.
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი არ უნდა იყოს თქვენი ნერვიულობის მიზეზი. თქვენ შეიძლება არც ერთი მათგანი არ აღგენიშნოთ.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან თუ თქვენ აღგენიშნათ რომელიმე მათგანი, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
5. როგორ შეინახოთ მეტოკორი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე. მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ მოიხმართ.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
არ გამოიყენოთ მეტოკორი, თუ შეამჩნევთ, რომ შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია და ტაბლეტების გარეგნობა განსხვავდება ამ ინსტრუქციის დასაწყისში აღწერილისგან.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მეტოკორი
- აქტიური ნივთიერება არის მეტოპროლოლის ტარტრატი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს.
- სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი:II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ).
მეტოკორის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი ფორმის ბრტყელი ტაბლეტები.
მეტოკორი 50 მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია 20 ტაბლეტიან შეფუთვაში.
1 ბლისტერი 20 ტაბლეტით მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
მეტოკორი 50 მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია 30 ტაბლეტიან შეფუთვაში.
3 ბლისტერი 10 ტაბლეტით მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
შეიძლება ყველა სახის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account