Prolife - პროლაიფი პედიატრიული 8მლ 12 ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 47,88 GEL რეგულარული ფასი 50,40 GEL
მარაგშია
SKU
74966_2132
Prolife - პროლაიფი პედიატრიული 8მლ 12 ფლაკონი

რა არის Prolife Pediatrico და რისთვის გამოიყენება:

Prolife Pediatrico ფორმულა ზუსტ შესაბამისობაშია ბავშვების ბაქტერიულფლორასთან. ის მდიდარია იმ ბიფიდობაქტერიებით, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე მკაფიოდ გამოხატული საჭიროების მქონე პრობიოტიკებს ბავშვთა ასაკში. Prolife Pediatrico არის მიმართული ნაწლავის ფლორის ბალანსის აღსადგენად და მისი შესაძლო ცვლილებების თავიდან ასაცილებლად.

  • Prolife Pediatricoარის ეფექტურისაშუალება როტავირუსული დიარეის დროს, რომელიც ფეკალიების ინტენსიურობას ამცირებს და მათში საპროფიტურ ფლორას აღადგენს;
  • ბიფიდობაქტერიისა და კლოსტრიდიას ბალანსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ალერგიებისადმი მიდრეკილების დროს. Prolife Pediatrico რეკომენდებულია ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპიისათვის;
  • საკვების მიმართ აუტნლობა ხშირად გამოწვეულია პირველადი ფერმენტის ნაკლებობით. პრობიოტიკების პროლონგირებული მიღება ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას, აკომპენსირებს რძემჟავა ბაქტერიების ნებისმიერ დეფიციტს;
  • პრობიოტიკების, პრებიოტიკებისა და B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსური მოქმედების ეფექტურობის გასაძლიერებლად, Prolife Pediatrico გამდიდრებულია ვიტამინი D3-ით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი უზრუნველყოფს სიმბიოზურ ეფექტს ბავშვების ორგანიზმში და მნიშვნელოვნად აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს და იმუნიტეტს. დამტკიცებულია, რომ Prolife Pediatrico შესამჩნევად ამცირებს შემოდგომის და ზამთრის გაციებას

 

საშუალო ანალიზი

100მლ

ერთი ფლაკონი შეიცავს

% L.A.R.N ’96 ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

1-3

4-6

7-10

ცოცხალი რძე მჟავა ბაქტერია:(Bifidobacterium lactis, HN019®; Bifidobacterium lactis, BI-04®; Lactobacil-lus rhamnosus, HN001®; Lactobacillus sporogenes – Bacillus coaugulans, MTCC 5260®)

არა ნაკლებ 34 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიისა

არა ნაკლებ 3 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიისა

-

-

-

პრებიოტიკი: Glucoligosaccharide

9.1მგ

0.18მგ

-

-

-

ნიაცინი

102.7მგ

9მგ

100%

82%

69%

ვიტამინ B5

45.7მგ

4მგ

-

-

-

ვიტამინ B2

9.1გ

0.8მგ

100%

80%

67%

ვიტამინ B1

5.7მგ

0.5მგ

83%

71%

56%

ვიტამინ B6

6.8მგ

0.6მგ

86%

67%

55%

ფოლის მჟავა

1.1მგ

0.1მგ

100%

77%

67%

ვიტამინ D3

114.2მკგ

10მკგ

100%

100%

100%

ვიტამინ B12

8მკგ

0.7მკგ

100%

70%

50%

 

როგორ გამოიყენება:

  • Prolife Pediatrico გამოიყენება საკვების მიღების შემდეგ, დღიური დოზა შეადგენს ერთ ფლაკონს ერთ მიღებაზე, დღეში1-2-ჯერ;
  • მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ;
  • მკურნალობის ან/და პროფილაქტიკის მინიმალური კურსი შეადგენს 12 ფლაკონს (ერთი სრული შეფუთვა);

 

                                             დოზირება:

  • 0-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 ფლაკონი 1-ჯერ დღეში;
  • 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 1-2 ფლაკონი დღეში;

 

                     

                                       რეკომენდებულია:

  • 1 სრული კურსი როტავირუსული ან ანტიობიოტიკოთერაპიით გამოწვეული დიარეის სამკურნალოდ;
  • 4 სრული კურსი გაციების, ბრონხიტებისა და სინსუიტების პროფილაქტიკის მიზნით, როდესაც მომატებულია სეზონური ავადობის რისკები;
  • 1 სრული კურსი ყოველ 1-2 თვის ინტერვალში მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას;

 

 

მოხმარების წესი:

  • დაატრიალეთ ხრახნიანი თავსახური საათის ისრის მიმართულებით სანამ თავსახურში მოთავსებული ფხვნილი არ გადმოიყრება ფლაკონში
  • შეანჯღრიეთ ფლაკონი
  • მოხსენით თავსახური და მიიღეთ ფლაკონის შემცველობა პერორალურად

 

ჩვენება:

  • დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში;
  • სხვადასხვა დაავადებებით ან სეზონური ფაქტორებით გამოწვეული იმუნური სისტემის დაქვეითება/ ან მათი პროფილაქტიკა;
  • საჭმლის მონელების დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი;
  • ანტიბიოტიკებით მკურნალობა - სასურველია Prolife Pediatrico-ს მიღება ანტიბიოტიკების მიღებასთან ერთად და არა მხოლოდ მათი კურსის დამთავრებისას;
  • დიარეა ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია კვების რეჟიმის და საკვების შემადგენლობის შეცვლით;
  • ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია;
  • მოგზაურობით გამოწვეული დიარეა;

 

შეფუთვა:

  • 8 მლ მოცულობის მქონე 12 ფლაკონი ადვილად გასახსნელი თავსახურით;

შენახვის ვადა და პირობები:

  • ინახება ბავშვებისაგან დაცულ, მშრალ და გრილ ადგილას;
  • შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე;
  • არ გამოიყენოთ Prolife Pediatrico-ს ფლაკონები მითითებული ვადის გასვლის შემდეგ;
  • ნუ მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ფლაკონი არის დაზიანებული;

 

Prolife Pediatrico დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით „მშრალი შევსების პროცესი +3 ფაზა“,  რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიების უპრეცენდენტოდ მაღალი კონცენტრაციის შენარჩუნებას პროდუქტში.

რძემჟავა ბაქტერიები არიან დელიკატური ცოცხალი ორგანიზმები, რომლებზეც დამოკიდებულია პრობიოტიკების სტაბილურობა და ეფექტიანობა.

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Zeta Farmaceutici, იტალია

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა12
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy