Procto-Hemolan Protect - პროქტო-ჰემოლანი პროტექტი 10 სუპოზიტორია
ჩვენება:ადგილობრივი გამოყენებისთვის ბუასილით და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად.
პროქტო-ჰემოლანი პროტექტი
ბუასილის სამკურნალო სუპოზიტორები
(Suppositoria Antihaemorrhoidales)
შემადგენლობა
აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტები
ბისმუტის გალატის ფუძე 0,2 გ
თუთიის ოქსიდი 0,1გ
ტანინი 0,15გ
დამხმარე ნივთიერება: კაკაოს ცხიმი.
პროქტო-ჰემოლანი პროტექტი ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებაა ბუასილის სამკურნალოდ; გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი ეფექტი, ეფექტურია ქრონიკული ბუასილის დროს.
ჩვენებები
ადგილობრივი გამოყენებისთვის ბუასილით და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად.
გვერდითიმოვლენები
ადგილობრივი ალერგიული რეაქციები და/ან სისტემური ანაფილაქსია, სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც ინსტრუქციაში არ არის ჩამოთვლილი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. l
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები გაუარესდება ან გრძელდება.
ურთიერთქმედება: მონაცემები არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა: მონაცემები არ არის.
გამოყენების წესი
ინიშნება რეტალურად. 1 სანთელი 1-2-ჯერ დღეში.
წამალი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბება
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რეკომენდებულზე მეტ დოზას.
შენახვის წესი
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან. არ გაიყინოთ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
შეფუთვა: 10 სანთელი.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account