Picot - პიკო ელექტროლიტი 18გ 0489

3,50 GEL
მარაგშია
SKU
84897_1472
Picot - პიკო ელექტროლიტი, პიკო პიკოლიტე - ელექტროლიტი, სარეჰიდრატაციო ხსნარი დიარეისა და ღებინების დროს დაბადებიდან. 18გ.

Picot - პიკო ელექტროლიტი 

პიკო პიკოლიტე - ელექტროლიტი, სარეჰიდრატაციო ხსნარი დიარეისა და ღებინების დროს დაბადებიდან. ზაფხულობით ხშირია კუჭ-ნაწლავის სისტემის ინფექციები, რომლებიც უმეტესად დიარეით და ღებინებით ვლინდება. დიარეა საყურადღებო სიმპტომია, განსაკუთრებით ბავშვებში. გამომწვევი მიკრობები ვრცელდება ანტისანიტარიით, დაბინძურებული წყლით და საკვებით. ყურადღება მიაქციეთ საგნების სისუფთავეს და რაც მთავარია, ხშირად დაიბანეთ ხელები. როგორ მოვიქცეთ დიარეის დროს? უპირველესად, არ დაუშვათ გაუწყლოება. ექიმის მთავარი რეკომენდაცია ორგანიზმის სითხით და ელექტროლიტებით შევსებაა. დიარეის დროს იკარგება არა მარტო წყალი, არამედ მინერალებიც. ამიტომაც აუცილებელია, სითხესთან ერთად ავადმყოფს სპეციალური სარეჰიდრატაციო ხსნარი მიეცეს, რათა მოხდეს ორგანიზმის სწრაფი რეჰიდრატაცია. ასეთი შემთხვევებისათვის პიკოს ექსპერტებმა შეიმუშავეს Picolite - სარეჰიდრატაციო ხსნარი, რომლებიც აუცილებლად იქონიეთ თან, განსაკუთრებით ზაფხულის მოგზაურობისას.

მომზადება

1 პაკეტი იხსნება 200 მლ. ანადუღარ და გაგრილებულ წყალში. პირველი 4 საათის განმავლობაში პიკოს ელექტროლიტის მიღება უზრუნველყოფს 0-დან 6 თვემდე ჩვილის ორგანიზმის მთლიანი ენერგიის მოხმარების 26-31% მდე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციების შესაბამისად, სარეჰიდრატაციო ხსნარი შეიცავს მხოლოდ მარტივ შაქარს და ელექტროლიტებს (მინერალურ მარილებს).

ასაკი 

0 - 6 თვე;

მოცულობა

18გ (თითო პაკეტი);

შეფუთვაშია

10 ცალი.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy