Nitroxoline - ნიტროქსოლინი 50მგ 50 ტაბლეტი

6,41 GEL
მარაგშია
SKU
85930_92

ჩვენება:ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, უპირატესად შარდ-სასქესო გზების.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ნიტროქსოლინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნიტროქსოლინი

ფარმაცევტული ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ნიტროქსოლინი-50.00მგ

დამხმარე ნივთიერება (ბირთვის): ლაქტოზას მონოჰიდრატი-18.80მგ, კარტოფილის სახამებელი-26.00მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური -0.60მგ, ტალკი-2,80მგ, კალციუმის სტეარატი-0.90მგ, პოლისორბატი-80 (ტვინ-80)-0.90მგ.

დამხმარე ნივთიერებები (გარსი): საქაროზა– 83.13მ, მაგნიუმის ჰიდროქსიკარბონატი -10.77მგ,  პოვიდონი K17-1.66მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური– 0.81მგ, ტალკი-0.30მგ,  ტიტანის დიოქსიდი - 2.82მგ,  საღებავი ტროპეოლინი О – 0.18მგ,  საღებავი აზორუბინი ( მჟავა წითელი 2C ფარმაცევტული მიზნებისთვის)-0.03მგ, ფუტკრის ცვილი - 0.30მგ.

აღწერილობა

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი,  ღია ნარინჯისფერი ან ნარინჯისფერი   გარსით დაფარული ტაბლეტები. გატეხვისას განაკვეთზე სამი ფენა მოჩანს: შიდა - ყვითელიდან მონაცისფრო-ყვითელ ფერამდე, დასაშვებია ოდნავ მწვანე ელფერთ, შუა- თეთრი ფერის და გარეთა-ღია ნარინჯისფერიდან ნარინჯისფერამდე. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება-ოქსიქინოლინი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფართო სპექტრის ანიტომიკრობული საშუალება. ნიტროქსოლინი შერჩევითად აინჰიბირებს ბაქტერიული დნმ-ის სინთეზს და ზემოქმედებას ახდენს როგორც გრამდადებით მიკროორგანიზმებზე: Staphylococcus spp. ( მათ შორის S.aureus), Streptococcus spp. (მათ შორის, ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, Streptococcus pneumonia, Enterococcus faecalis), Corynebacterium diphtheriae, Bacillus subtilis, ასევე გრამუარყოფით მიკროროგანიზმებზე: N. gonorrhoeae, E.coli, Proteus spp., Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp., Enterobacter spp.  ნიტროქსოლინი აქტიურია  აგრეთვე Mycaobacterium tuberculosis-ის, Trichomonas vaginalis-ის, სოკოების ზოგიერთი სახეობების (Candida spp., დერმატოფიტები, ობის სოკო, ღრმა მოკოზების ზოგიერთი გამომწვევი) მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია-მაღალი.  პრეპარატი გამოიყოფა თირკმლებით შეუცვლელი სახით, ამასთან აღინიშნება შარდში  მაღალი კონცენტრაცია (100მკგ/მლ და მეტი). 

პრეპარატის გამოყენების ჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, უპირატესად შარდ-სასქესო გზების (მათ შორის პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, ეპიდიდიმიტი, წინამდებარე ჯირკვლის ინფიცირებული ადენომა ან კარცინომა და სხვა) გამოწვეული ნიტროქსოლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. 

ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციების დროს (კათეტერიზაცია, ცისტოსკოპია) ოპერაციის შემდგომ პერიოდში ქირურგიული ჩარევების დროს თირკმელზე და შარდ-სასქესო გზებზე. 

უკუჩვენებები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომელსაც თან ახლავს  ოლიგურია ან ანურია, ღვიძლის მძიმე  ხარისხის დაავადებები, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, სამ წლამდე ბავშვთა ასაკი (მყარი გაუყოფელი სამკურნალო ფორმის გათვალისწინებით), კატარაქტა, ნევრიტი, პოლინევრიტი, ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი. მომატებული მგრძნობელობა ქინოლინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ. 

პრეპარატის გამოყენების მეთოდი და დოზები

პრეპარატი განლკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

მოზრდილებში სადღეღამისო დოზა არის 400-800მგ

პრეპარატის მიღების სიხშირე 3-4-ჯერ დღე-ღამეში 6-8 საათის ინტერვალით. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.

საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების დროს პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია განმეორებით 2 კვირის მანძილზე 2-კვირიანი შესვენების ინტერვალით.  

საშუალო სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის 5 წელზე ზემოთ არის 0.2-0.4გ (0.05-0.1გ 4-ჯერ დღე-ღამეში), 5 წელზე ქვემოთ ასაკისთვის-0.2გ დღე-ღამეში. 

ინფექციების პროფილაქტიკისთვის  თირკმელსა და საშარდე გზებზე ოპერაციის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 0.1გ 4-ჯერ დღე-ღამეში, 2-3 კვირის განმავლობაში. 

ბავშვებში ინიშნება სადღეღამისო დოზა 10-30მგ/კგ-ზე 3-4 მიღებაზე.  

გვერდითი მოქმედება

ზოგჯერ შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, ძალიან იშვიათად-კანის ალერგიული რეაქციები. იშვიათ შემთხვევებში-ტაქიკარდია, ატაქსია, თავის ტკივილი, პარესთეზია, პოლინეიროპათია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ხანგრძლივი გამოყენებისას გამოვლინდა თვალის ნევრიტის შემთხვევა.

განსაკუთრებული მითითებები 

პრეპარატით მკურნალობის პროცესში შარდი იღებს ზაფრანისფერ-ყვითელ ფერს. 

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტები, 50მგ.

10 ტაბლეტი მოთავსებული კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.

5 კონტურული უჯრედულ შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს შეკვრაში. 

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ სინათლსგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე, რომელიც არ აჭარბებს 250C-ს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

4 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაყიდვის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა50
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy