Naturmil-L-Carnitine - ნატურმილი L კარნიტინი 1500მგ 20 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 55,10 GEL რეგულარული ფასი 58,00 GEL
მარაგშია
SKU
83188_3268

ჩვენებები: კახექსია, კარდიო-ვასკულური დაავადებები, დიაბეტი ტიპი 2,  დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია.

ნატურმილი-L-კარნიტინი 1500მგ 15მლ/1ამპ #20 დასალევი ხსნარის შემცველი ამპულა, საკვები დანამატი

შემადგენლობა 1 ამპულაში: 1500 მგ L-კარნიტინი.

თვისებები: L-კარნიტინს გადააქვს ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიებში, სადაც ხდება მათი გარდაქმნა ენერგიად. წარმოადგენს ცხიმის მწველ საშუალებას. ასევე ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს. ეხმარება ორგანიზმს კუნთოვანი მასის ზრდაში. ზრდის ორგანიზმის ენერგიას. ამცირებს დაღლილობას.

გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:

კახექსია, კარდიო-ვასკულური დაავადებები (მეორადი პრევენცია), დიაბეტი ტიპი 2,  დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია,  დისლიპიდემია, ინტერფერონ/რიბავირინით გამოწვეული ჰეპატოტოქსიკურობა, უნაყოფობა მამაკაცებში, ფიზიკური მაჩვენებლების გაზრდა სპორტით დაკავებულ პირებში, მიტოქონდრიული მიოპათია, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

მიღების წესი: მიიღეთ 1 ამპულა დღეში ერთხელ საუზმის შემდეგ. შესაძლებელია, გაიხსნას წყალში ან ხილის წვენში.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენება ბავშვებში 12 წლამდე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილზე არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის  პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს.

არ შეიცავს გლუტენს, ალკოჰოლს, შაქარს, ლაქტოზას

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy