Memistin XR - მემისტინ XR 14მგ 28 კაფსულა
მემისტინ XR 14 მგ
მემისტინ XR 28 მგ
გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მიკროპელეტის კაფსულა
ფორმულა:
ერთი კაფსულა შეიცავს 14 მგ მემანტინის ჰიდროქლორიდს.
ერთი კაფსულა შეიცავს 28 მგ მემანტინის ჰიდროქლორიდს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
მოქმედების მექანიზმი
ვარაუდობენ, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) რეცეპტორების მუდმივი გააქტიურება აღმგზნები ამინომჟავის გლუტამატის მიერ ხელს უწყობს ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომატოლოგიას. მიიჩნევენ, რომ მემანტინი თავის თერაპიულ ეფექტს ავლენს თავისი მოქმედებით, როგორც დაბალი ან ზომიერი აფინურობის არაკონკურენტული (ღია არხის) NMDA რეცეპტორების ანტაგონისტი, რომელიც უპირატესად უკავშირდება NMDA რეცეპტორებით მოქმედ კათიონურ არხებს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ მემანტინი ხელს უშლის ან ანელებს ნეიროდეგენერაციას ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებში.
ფარმაკოდინამიკა
მემანტინმა გამოავლინა დაბალი ან უმნიშვნელო აფინურობა GABA-ს, ბენზოდიაზეპინის, დოფამინის, ადრენერგული, ჰისტამინური და გლიცინის რეცეპტორების და ძაბვაზე დამოკიდებული Ca2+, Na+ ან K+ არხების მიმართ. მემანტინმა ასევე აჩვენა ანტაგონისტური ეფექტები 5HT3 რეცეპტორზე, რომლის სიმძლავრეც მსგავსია NMDA რეცეპტორისთვის და დაბლოკა ნიკოტინური აცეტილქოლინის რეცეპტორები სიმძლავრის მეექვსედიდან მეათედამდე. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მემანტინი არ მოქმედებს დონეპეზილის, გალანტამინის ან ტაკრინის მიერ აცეტლქოლინესთერაზას შექცევად ინჰიბირებაზე.
პედიატრიული გამოყენება
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის. მემანტინმა ვერ გამოავლინა ეფექტიანობა ორ 12-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში 6-12 წლის ასაკის 578 პედიატრიული პაციენტის მონაწილებით აუტისტური სპექტრის აშლილობით (ASD), მათ შორის აუტიზმით, ასპერგერის აშლილობით და განვითარების პერვაზიული აშლილობით - დაუზუსტებელი (PDD-Nos). მემანტინი არ არის შესწავლილი 6 წლამდე ან 12 წელზე უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში. მემანტინით მკურნალობა დაწყებულ იქნა 3 მგ/დღეში დოზით და აღნიშნული დოზა გაიზარდა სამიზნე დოზამდე (წონაზე დაფუძნებული) მე-6 კვირისთვის. მემანტინის 3, 6, 9 ან 15 მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კაფსულების პერორალურ დოზებს აძლევდნენ დღეში ერთხელ < 20 კგ, 20-39 კგ, 40-59 კგ და > 60 კგ წონის მქონე პაციენტებს, შესაბამისად. რანდომიზებულ, 12-კვირიან ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად პარალელურ კვლევაში (კვლევა A) აუტიზმის მქონე პაციენტებში, არ აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება სოციალური მგრძნობელობის შკალის (sRS) საერთო წინასწარი შეფასების მიხედვით მემანტინზე (n=54) და პლაცებოზე (n=53) რანდომიზებულ პაციენტებს შორის. პრეპარატის შეწყვეტის 12-კვირიან, რესპოდენტებით მდიდარ რანდომიზებულ კვლევაში (კვლევა B), რომელშიც ჩართული იყო აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 471 პაციენტი, თერაპიული რეაქციის დაკარგვის სიხშირის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა არ აღინიშნა იმ პაციენტებს, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ მემანტინის სრულ დოზაზე დასარჩენად (n:153) და იმ პაციენტებს, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ პლაცებოზე გადასასვლელად (n=158), შორის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
მემანტინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და აქვს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა თერაპიული დოზის დიაპაზონში. იგი გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით შარდში და გააჩნია დაახლოებით 60-80 საათის ხანგრძლივობის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი. კვლევაში, რომელშიც შედარდა მემანტინი XR 28 მგ დღეში ერთხელ დოზა მემანტინის 10 მგ დღეში ორჯერ დოზასთან, Cmax და AUC0-24 მაჩვენებლები იყო 48 % და 33%-ით უფრო მაღალი XR დოზირების რეჟიმისთვის, შესაბამისად.
შეწოვა
მემანტინი XR-ის მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ, მემანტინის პიკური კონცენტრაცია მიიღწევა დოზის მიღებიდან დაახლოებით 9-12 საათის შემდეგ. მემანტინი XR-ის შეწოვაში განსხვავება არ აღინიშნა, როდესაც კაფსულა მიიღება მთლიანად ან თუ შიგთავსს ვაშლის პიურეს მოასხამენ.
არ არსებობს სხვაობა მემანტინის გამოყოფაში, დაფუძნებული Cmax-ზე ან AUC-ზე, მემანტინი XR-ის შემთხვევაში, იმის მიუხედავად, აღნიშნული პრეპარატის მიიღება საკვებთან ერთად თუ უზმოზე. თუმცა, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა საკვებთან ერთად მიღებიდან დაახლოებით 18 საათის შემდეგ, უზმოზე მიღებიდან დაახლოებით 25 საათის შემდეგ მიღწევასთან შედარებით.
განაწილება
მემანტინის განაწილების საშუალო მოცულობა არის 9-11 ლ/კგ, ხოლო პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (45%).
გამოყოფა
მეტაბოლიზმი
მემანტინი ღვიძლში გადის ნაწილობრივ მეტაბოლიზმს. ღვიძლის მიკროსომული CYP450 ფერმენტის სისტემა მემანტინის მეტაბოლიზმში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს.
გამოყოფა
მემანტინი ძირითადად გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდში და აქვს დაახლოებით 60-80 საათის ხანგრძლივობის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი. მიღებული პრეპარატის დაახლოებით 48% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდში; დარჩენილი პრეპარატი ძირითადად გარდაიქმნება სამ პოლარულ მეტაბოლიტად, რომელთაც მინიმალური NMDA რეცეპტორების ანტაგონისტური აქტივობა გააჩნიათ: N-გლუკურონიდის კონიუგატი, 6-ჰიდროქსი-მემანტინი და I-ნიტროზო-დეამინირებული მემანტინი. შეყვანილი დოზის 74% გამოიყოფა ძირითადი პრეპარატის და N-გლუკურონიდის კონიუგატის ჯამის სახით. თირკმლის კლირენსი მოიცავს აქტიურ მილაკოვან სეკრეციას, რომელიც რეგულირდება pH-დამოკიდებული მილაკოვანი რეაბსორბციით.
განსაკუთრებული პოპულაცია
ხანდაზმულები
მემანტინის ფარმაკოკინეტიკა ახალგაზრდა და ხანდაზმულ პირებში მსგავსია.
სქესი
დღეში 20 მგ მემანტინ ჰიდროქლორიდის მრავალჯერადი დოზირების შემდეგ, ქალებში 45%-ით უფრო მაღალი ექსპოზიცია აღინიშნა მამაკაცებთან შედარებით, თუმცა სხეულის წონის გათვალისწინებით ექსპოზიციაში რაიმე სხვაობა არ გამოვლინდა.
თირკმლის უკმარისობა
მემანტინის ფარმაკოკინეტიკა შეისწავლეს 20 მგ მემანტინის ჰიდროქლორიდის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე (კრეატინინის კლირენსი CLcr > 50-80 მლ/წთ) 8 სუბიექტში, თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე (კრეატინინის კლირენსი CLcr 30 - 49 მლ/წთ) 8 სუბიექტში, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე (კრეატინინის კლირენსი CLcr 5-29 მლ/წთ) 7 სუბიექტში და 8 ჯანმრთელ სუბიექტში (CLcr > 80 მლ/წთ), რომლებიც შეირჩნენ თირკმლის უკმარისობის მქონე სუბიექტების ასაკის, წონისა და სქესის მიხედვით. საშუალო AUC 0-∞ გაიზარდა 4%-ით, 60%-ით და 115%-ით თირკმლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პირებში, შესაბამისად, ჯანმრთელ პირებთან შედარებით. ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 18%-ით, 41%-ითა და 95%-ით თირკმლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პირებში, შესაბამისად, ჯანმრთელ პირებთან შედარებით.
ღვიძლის უკმარისობა
მემანტინის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა 20 მგ ერთჯერადი პერორალური დოზების მიღების შემდეგ 8 სუბიექტში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით (ჩაილდ-პიუს კლასი B, 7-9 ქულა) და 8 სუბიექტში, რომლებიც ასაკის, სქესისა და წონის მიხედვით შეეფერებოდნენ ღვიძლის უკმარისობის მქონე სუბიექტებს. ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში მემანტინის ექსპოზიციაში ცვლილება არ აღინიშნა (Cmax და AUC-ის მიხედვით) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. თუმცა ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 16%-ით გაიზარდა ღვიძლის ზომიერი უკმარისობისა მქონე სუბიექტებში ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.
ჩვენებები:
მემისტინ XR ნაჩვენებია ალცჰაიმერის ტიპის ზომიერიდან მძიმე დემენციის სამკურნალოდ.
უკუჩვენებები:
მემისტინ XR უკუნაჩვენებია მემანტინის ჰიდროქლორიდის ან აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები:
მდგომარეობებს, რომლებიც ზრდის შარდის pH დონეს, შეუძლიათ მემანტინის შარდში გამოყოფის შემცირება, რაც გამოიწვევს მემანტინის პლაზმური დონეების გაზრდას (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“).
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა
ორსულ ქალებში მემანტინი XR-ის გამოყენებასთან დაკავშირებით განვითარების რისკების შესახებ ადექვატური მონაცემები არ არსებობს.
მავნე ზეგავლენა განვითარებაზე (შემცირებული სხეულის წონა და ჩონჩხის გაძვალება) აღინიშნა ვირთხების შთამომავლებში მემანტინის გამოყენებისას ორსულობის დროს იმ დოზებზე, რომლებიც დედის მინიმალურ ტოქსიკურობასთან ასოცირდებოდა. აღნიშნული დოზები მაღალია ადამიანებში გამოყენებულ მემანტინი XR-ის მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზებზე.
აშშ-ს საერთო პოპულაციაში, კლინიკურად დადასტურებული ორსულობის დროს მძიმე თანდაყოლილი დეფექტებისა და აბორტის სავარაუდო ფონური რისკი არის 2-4% და 15-20%, შესაბამისად. აღნიშნული პოპულაციისათვის მძიმე თანდაყოლილი დეფექტებისა და აბორტის ფონური რისკი უცნობია.
ცხოველების მონაცემები
ვირთხებში მემანტინის (0, 2, 6 ან 18 მგ/კგ/დღეში) პერორალური გამოყენება ორგანოგენეზისის პერიოდში იწვევდა ნაყოფის ჩონჩხის გაძვალების შემცირებას მაქსიმალურ ტესტირებულ დოზაზე. უფრო მაღალი უეფექტო დოზა განვითარებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გარეშე (6 მგ/კგ) 2-ჯერ აღემატება მემანტინი XR-ის (28 მგ) მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზას ადამიანისათვის (MRHD) სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით (მგ/მ2).
ბოცვრებში მემანტინის პერორალურმა გამოყენებამ (0, 3, 10 ან 30 მგ/კგ/დღეში) ორგანოგენეზისის პერიოდში არ გამოიწვია განვითარების გვერდითი მოვლენები. მაქსიმალური საცდელი დოზა დაახლოებით 20-ჯერ აღემატება მემანტინ XR-ს MRHD-ს მგ/მ2-ზე დაანგარიშებით.
ვირთაგვებში, მემანტინი (0, 2, 6 ან 18 მგ/კგ/დღეში) გამოიყენებოდა პერორალურად შეჯვარებამდე და შეჯვარების პერიოდში, ხოლო მდედრებში ორგანოგენეზისის პერიოდში ან მთელი ლაქტაციის პერიოდში ძუძუდან მოშორებამდე. მაქსიმალურ ტესტირებულ დოზაზე აღინიშნა ნაყოფის ჩონჩხის გაძვალების შემცირება და ნაშიერის წონის შემცირება. მაქსიმალური უეფექტო დოზა განვითარებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენებისათვის (6 მგ/კგ/დღეში) 2-ჯერ მაღალია მემანტინი XR-ის MRHD-ზე მგ/მ2-ზე დაანგარიშებით.
მემანტინის პერორალურმა დოზირებამ (0, 2, 6 ან 18 მგ/კგ/დღეში) ვირთხებში გვიანი გესტაციის პერიოდიდან, მთელი ლაქტაციის პერიოდში და ძუძუდან მოშრებამდე, გამოიწვია ნაშიერების შემცირებული წონა მაქსიმალურ ტესტირებულ დოზაზე. მაქსიმალური უეფექტო დოზა (6 მგ/კგ/დღეში) დაახლოებით 2-ჯერ მაღალია მემანტინი XR-ის MRHD-ზე მგ/მ2-ზე დაანგარიშებით.
ძუძუთი კვება
ადამიანის რძეში მემანტინის არსებობის, მეძუძურ ჩვილზე ზეგავლენის, ან მემანტინი XR-ის რძის წარმოებაზე ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების სარგებელთან ერთად ასევე გასათვალისწინებელია დედისათვის მემისტინ XR-ის კლინიკური საჭიროება და ნებისმიერი პოტენციური გვერდითი მოვლენა მეძუძურ ჩვილზე, მემისტინ XR-დან ან დედის ძირითადი მდგომარეობიდან გამომდინარე.
ფერტილობა
მამაკაცებისა და ქალების ფერტილობაზე მემანტინის მავნე ზეგავლენა არ აღინიშნა.
ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:
ზომიერი ან მძიმე ალცჰაიმერის დაავადება ხშირად აუარესებს მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარს. გარდა ამისა, მემანტინი XR-ს გააჩნია მსუბუქი ან ზომიერი ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. აქედან გამომდინარე, ამბულატორიული პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ სპეციალური სიფრთხილის ზომების მიღების შესახებ.
გვერდითი / არსასურველი მოვლენები:
მემანტინი XR შეისწვალეს ორმაგ-ბრმა პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში, რომელშიც ალცჰაიმერის ტიპის ზომიერი ან მძიმე დემენციის მქონე 676 პაციენტი გადიოდა მკურნალობას (341 პაციენტი მემანტინი XR-ით 28 მგ/დღეში, ხოლო 335 პაციენტი - პლაცებოთი) 24 კვირის განმავლობაში. ვინაიდან კლინიკური კვლევები ტარდება ძალიან განსხვავებულ პირობებში, პრეპარატის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე პირდაპირ ვერ შედარდება სხვა პრეპარატის კლინიკური კვლევის სიხშირესთან და შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკაში გამოვლენი სიხშირეს.
გვერდითი მოვლენები, რომლებმაც გამოიწვიეს პრეპარატის შეწყვეტა
მემანტინი XR-ის პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, პაციენტების თანაფარდობა მემანტინი XR-ისა და პლაცებოს ჯგუფში, რომლებმაც მკურნალობა შეწყვიტეს გვერდითი მოვლენების განვითარების გამო, იყო შესაბამისად 10% და 6%. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა მემანტინი XR-ის ჯგუფში, იყო თავბრუსხვევა, 1.5% სიხშირით.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები
მემანტინი XR-ით ნამკურნალებ პაციენტებში ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენა კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, სულ მცირე 5% სიხშირით მემანტინი XR-ის ჯგუფში და უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში, იყო თავის ტკივილი, ფაღარათი და თავბრუსხვევა.
ცხრილი 1. იმ გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი, რომლებიც აღინიშნა ≥2 % სიხშირით მემანტინი XR-ის ჯგუფში და უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
გვერდითი მოვლენა |
(n=335) |
მემანტინი XR 28 მგ (n=341) |
% | % |
დარღვევების კუჭ-ნაწლავის მხრივ
ფაღარათი | 4 | 5 |
შეკრულობა | 1 | 3 |
მუცლის ტკივილი | 1 | 2 |
პირღებინება | 1 | 2 |
ინფექციების და ინვაზიები
გრიპი | 3 | 4 |
კვლევები
წონაში მომატება | 1 |
3 |
ჩონჩხკუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ზურგის ტკივილი | 1 | 3 |
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი | 5 | 6 |
თავბრუსხვევა | 1 |
5 |
ძილიანობა | 1 | 3 |
ფსიქიატრიული დარღვევები
შფოთვა |
3 | 4 |
დეპრესია | 1 | 3 |
აგრესია | 1 |
2
|
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
შარდის შეუკავებლობა | 2 | 4 |
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ჰიპერტენზია | 2 | 4 |
ჰიპოტენზია | 1 | 2 |
კრუნჩხვები
მემანტინი არ შეფასებულა სისტემურად კრუნჩხვითი დარღვევების მქონე პაციენტებში. მემანტინის კლინიკურ კვლევებში, კრუნჩხვები განვითარდა პაციენტების 0.3%-ში, რომლებიც მემანტინით მკურნალობდნენ, და პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 0.6%-ში.
პოსტმარკეტინგული პრაქტიკა
მემანტინის დამტკიცების შემდეგ გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები. ვინაიდან აღნიშნული მოვლენები დაფიქსირებულია ნებაყოფლობით გაურკვეველი ზომის პოპულაციის მიერ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის საიმედოდ შეფასება ან პრეპარატის მიღებასთან არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა. აღნიშნული გვერდითი მოვლენებია:
სისხლი და ლიმფური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით), პანციტოპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოზული თრომბოციტოპენიული პურპურა.
გულის დარღვევები: გულის შეგუბებითი უკმარისობა.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები: პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული დარღვევი: ჰეპატიტი.
ფსიქიატრიული დარღვევები: სუიციდური იდეები.
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: თირკმლის მწვავე უკმარისობა (მომატებული კრეატინინისა და თირკმლის უკმარისობის ჩათვლით).
კანის მხრივ დარღვევები: სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
პედიატრიულ პაციენტებში მემანტინის უსაფრთხოების საყოველთაო პროფილი ზოგადად შესაბამისობაში იყო მოზრდილების უსაფრთხოების დადასტურებულ პროფილთან (იხილეთ პუნქტი „გვერდითი/არასასურველი მოვლენები“). A კვლევაში, მემანტინის ჯგუფში გვერდითი მოვლენები (n=56), რომლებიც პაციენტების მინიმუმ 5%-ში გამოვლინდა და სულ მცირე ორჯერ აღემატებოდა პლაცებო ჯგუფის სიხშირეს (N=58), წარმოდგენილია ცხრილში 2.
ცხრილი 2: კვლევა A - ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები ≥ 5% სიხშირით და ორჯერ მეტი, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში
გვერდითი მოვლენები |
N=56 |
N=58 |
ხველა | 8.9% | 3.4% |
გრიპი | 7.1% | 3.4% |
რინორეა | 5.4% | 0% |
აღგზნება | 5.4% | 1.7% |
პრეპარატის შეწყვეტა გვერდითი მოვლენების გამო
აგრესია | 3.6% | 1.7% |
გაღიზიანებადობა | 1.8% | 3.4% |
დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები, რომლებმაც გამოიწვიეს მკურნალობის შეწყვეტა ერთზე მეტ პაციენტში ნებისმიერ სამკურნალო ჯგუფში.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა პაციენტების მინიმუმ 5%-ში 12-48 კვირიან ღია კვლევაში B კვლევაში ჩასართავად რესპონდენტების გამოვლენის მიზნით, ჩამოთვლილია მე-3 ცხრილში.
ცხრილი 3: B კვლევის 12-48 კვირიანი ღია წინასწარი კვლევა: ხშირად რეგისტრირებული გვერდითი მოვლენები ≥ 5% სიხშირით
გვერდითი მოვლენა | მემანტინი |
N=56 | |
თავის ტკივილი | 8.0% |
ნაზოფარინგიტი | 6.3% |
ჰიპერთერმია | 5.8% |
გაღიზიანებადობა | 5.4% |
პრეპარატის შეწყვეტა გვერდითი მოვლენების გამო | |
გაღიზიანებადობა |
1.2% |
აგრესია | 1.0% |
გვერდითი მოვლენების განვითარების სულ მცირე 1%, რამაც გამოიწვია მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა.
პრეპარატის შეწყვეტის რანდომიზებულ კვლევაში (კვლევა B) დაფიქსირებული გვერდითი მოვლენა, რომელიც გამოვლინდა პლაცებოს ჯგუფში (n=160) რანდომიზებულ პაციენტებში და ნაჩვენები იქნა პაციენტების მონიმიმ 5%-ში და ორჯერ აღემატებოდა სრული დოზით მემანტინის სამკურნალო ჯგუფს (n=157), იყო გაღიზიანებადობა (5.0% და 2.5%).
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს კონსულტაციისათვის.
პრეპარატების ურთიერთქმედება:
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ატუტიანებენ შარდს:
მემანტინის კლირენსი შემცირდა დაახლოებით 80%-ით ტუტე შარდის პირობებში pH 8 დონეზე. შესაბამისად, შარდის pH დონის ცვლილებამ ტუტე პირობების მიმართულებით შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის აკუმულირება გვერდითი მოვლენების შესაძლო მომატებით. შარდის pH დონე იცვლება დიეტით, პრეპარატებით (მაგალითად, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, ნატრიუმის ბიკარბონატი) და პაციენტის კლინიკური მდგომარეობით (მაგალითად, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი ან საშარდე ტრაქტის მძიმე ინფექციები). აქედან გამომდინარე, აღნიშნული მდგომარეობების პირობებში მემანტინის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.
სხვა N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) ანტაგონისტებთან ერთად გამოყენება
მემანტინი XR-ის კომბინირებული გამოყენება NMDA-ს სხვა ანტაგონისტებთან (ამანტადინი, კეტამინი და დექსტრომეტორფანი) სისტემატურად არ არის შეფასებული და მათი გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.
პრეპარატების ურთიერთქმედებანი
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება
მემანტინის გამოყენება აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორ დონეპეზილთან ერთად არ მოქმედებდა არცერთი ნივთიერების ფარმაკოკინეტიკაზე. გარდა ამისა, მემანტინი არ ახდენდა გავლენას აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბირებაზე დონეპეზილით. 24-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, ზომიერი და მძიმე ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებში, მყისიერი გამოთავისულების მემანტინისა და დონეპეზილის კომბინაციის დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენების პროფილი მსგავსი იყო დონეზეპილის მონოთერაპიის დროს გამოვლენილი პროფილისა.
მემანტინის ზეგავლენა სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე
In vitro კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა CYP450 ფერმენტის მარკერის სუბსტრატებით (CYP1A2, -2A6, -2C9, -2D6, -2E1, -3A4) აჩვენა აღნიშნული ფერმენტების მინიმალური ინჰიბირება მემანტინის მიერ. გარდა ამისა, in vitro კვლევები აჩვენა, რომ კონცენტრაციებზე, რომლებიც აღემატება ეფექტიანობასთან ასოცირებულ დოზებს, მემანტინი არ იწვევს ციტროქრომა P450 იზოფერმენტების CYP1A2, -2C9, - 2E1 და -3A4/5 სტიმულირებას. აღნიშნული ფერმენტების მეტაბოლიზებულ პრეპარატებთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებანი მოსალოდნელი არ არის.
ფარმაკოკინეტიკური კვლევებით შეფასდა ვარფარინთან და ბუპროპიონთან მემანტინის ურთიერთქმედების პოტენციალი. მემანტინი არ ახდენდა ზეგავლენას CYP2B6 სუბსტრატის ბუპროპიონის ან მისი მეტაბოლიტის ჰიდროქსიბუპროპიონის ფარმაკოკინეტიკაზე. გარდა ამისა, მემანტინი არ ახდენდა ზეგავლენას ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე ან ფარმაკოდინამიკაზე, პროთრომბინის INR-ის შეფასების მიხედვით.
სხვა პრეპარატის ზეგავლენა მემანტინზე
მემანტინი უპირატესად თირკმელებით გამოიყოფა და პრეპარატები, რომლებიც CYP450 სისტემის სუბსტრატებს და/ან ინჰიბიტორებს წარმოადგენს, სავარაუდოდ არ შეცვლის მემანტინის მეტაბოლიზმს.
თირკმელის მექანიზმებით გამოყოფილი სამკურნალო პრეპარატები
ვინაიდან მემანტინი ნაწილობრივ მილაკოვანი სეკრეციით გამოიყოფა, ისეთი პრეპარატების თანმხლებმა გამოყენებამ, რომლებიც თირკმლის ერთსა და იმავე კათიონურ სისტემას იყენებს, ჰიდროქლოროთიაზიდის (HCTZ), ტრიამტერენის (TA), მეტფორმინის, ციმეტიდინის, რანიტიდინის, ქინიდინისა და ნიკოტინის ჩათვლით, შესაძლოა გამოიწვიოს ორივე პრეპარატის პლაზმური დონის ცვლილება. თუმცა, მემანტინისა და HCTZ/TA-ს ერთდროულმა გამოყენებამ არ იმოქმედა არც მემანტინის და არც TA-ის ბიოშეღწევადობაზე და HCTZ-ის ბიოშეღწევადობა შემცირდა 20%-ით. გარდა ამისა, მემანტინის ერთდროულმა გამოყენებამ ანტიჰიპერგლიკემიურ პრეპარატ გლუკოვანსთან® (გლიბურიდი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი) არ შეცვალა მემანტინის, მეტფორმინისა და გლიბურიდის ფარმაკოკინეტიკა. ასევე მემანტინმა არ შეცვალა გლუკოვანსის® ჰიპოგლიკემიური ეფექტი, რაც ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების არარსებობაზე მიუთითებს.
პლაზმის ცილებთან ძლიერ შეკავშირებული პრეპარატები
ვინაიდან მემანტინის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (45%), ურთიერთქმედება ისეთ პრეპარატებთან, რომელიც ძლიერ არიან შეკავშირებული პლაზმის ცილებთან, როგორიცაა ვარფარინი და დიგოქსინი, ნაკლებად მოსალოდნელია.
დოზირება და მიღების წესი:
კონტროლირებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ მემანტინი XR-ის ეფექტური დოზა არის 28 მგ დღეში ერთხელ.
მემანტინი XR-ის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 7 მგ დღეში ერთხელ.
დოზა უნდა გაიზარდოს 7 მგ ნამატით რეკომენდებულ შემანარჩუნებელ დოზამდე 28 მგ დღეში ერთხელ.
მინიმალური რეკომენდებული ინტერვალი დოზის მატებას შორის არის ერთი კვირა.
დოზა უნდა გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა დოზა კარგად იყო გადატანილი.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 28 მგ დღეში.
მემისტინ XR-ის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
მემისტინ XR-ის კაფსულების მიღება შეიძლება მთლიანად ან შესაძლოა გაიხსნას, მოესხას ვაშლის პიურეს და შემდეგ გადაიყლაპოს.
მემისტინ XR-ის თითოეული კაფსულის შიგთავსი მთლიანად უნდა იქნას მიღებული; არ შეიძლება დოზის გაყოფა. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კაფსულა იხსნება და ესხმება ვაშლის პიურეს, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილია, მემისტინ XR უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
არ შეიძლება მემისტინ XR-ის კაფსულების გაყოფა, დაღეჭვა ან დაფშვნა.
თუ პაციენტმა გამოტოვა მემისტინ XR-ის ერთი დოზა, მან არ უნდა გააორმაგოს ის მომდევნო დოზის მიღებისას. მომდევნო დოზა მიიღება გეგმიურად.
თუ პაციენტმა რამდენიმე დღე ვერ მოახერხა მემისტინ XR-ის მიღება, დოზირება უნდა განახლდეს უფრო დაბალი დოზით და შემდეგ მოხდეს ტიტრირება, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი.
დოზის ტიტრირება
მემისტინდან მემისტინ XR-ის კაფსულებზე გადასვლა
პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ პრეპარატით მემისტინ შეიძლება გადავიდნენ მემისტინ XR კაფსულებზე შემდეგნაირად:
რეკომენდებულია, რომ პაციენტი, რომელიც ღებულობს 10 მგ მემისტინს დღეში ორჯერ, გადავიდეს მემისტინ XR-ის 28 მგ კაფსულებზე დღეში ერთელ 10 მგ მემისტინს უკანასკნელი დოზის მიღებიდან მომდევნო დღეს. აღნიშნული 2 სქემის შედარებითი ეფექტიანობის შემწავლელი კვლევები არ არსებობს.
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია, რომ პაციენტი, რომელიც ღებულობს მემანტინს დოზით 5 მგ დღეში ორჯერ, გადავიდეს მემისტინ XR 14 მგ კაფსულებზე დღეში ერთხელ 5 მგ მემანტინის ბოლო დოზის მიღებიდან მომდევნო დღეს.
ხანდაზმულები
ალცჰაიმერის დაავადების მქონე ხანდაზმულთა უმრავლესობა არის 65 წლის და უფროსი ასაკის. გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მემანტინის ჰიდროქლორიდის შემსწავლელ კლინიკურ კვლევაში, პაციენტების საშუალო ასაკი იყო დაახლოებით 77 წელი; 91%-ზე მეტი იყო ≥ 65 წლის, 67% იყო ≥ 75 წლის, ხოლო 14% იყო ≥ 85 წლის ასაკის. კლინიკური კვლევის ნაწილში წარმოდგენილი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მონაცემები მიღებულია აღნიშნული პაციენტებიდან. კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება გვერდით მოვლენების უმეტესობაში ≥ 65 წლის და < 65 წლის ასაკის პაციენტებში არ აღინიშნა.
თირკმლის უკმარისობა
პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 5-29 მლ/წთ, გამოთვლილი კოკროფტ-გოლტის განტოლებით), რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა (და მაქსიმალური რეკომენდებული) არის 14 მგ/დღე (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის. მემანტინი XR არ არის შესწავლილი პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
პედიატრიული პოპულაცია
ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.
მიღების წესი
მემისტინ XR-ის კაფსულები მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ, ყოველდღე დღის ერთს და იმავე დროს. კაფსულების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
ჭარბი დოზირება:
კლინიკურ კვლევებსა და მსოფლიო მარკეტინგული გამოცდილების საფუძველზე, ცალკე ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან და/ან ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას, ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ხშირად თან ახლავს მემანტინის სხვა ფორმებით ჭარბ დოზირებას, არის: აღგზნება, ასთენია, ბრადიკარდია, დაბნეულობა, კომა, თავბრუსხვევა, ეკგ ცვლილებები, გაზრდილი არტერიული წნევა, ლეთარგია, ცნობიერების დაკარგვა, ფსიქოზი, მოუსვენრობა, შენელებული მოძრაობა, ძილიანობა, სტუპორი, წონასწორობის დარღვევა, მხედველობითი ჰალუცინაციები, ვერტიგო, პირღებინება და სისუსტე. მსოფლიოში მემანტინის ყველა დიდი მიღებული დოზა იყო 2 გრამი იმ პაციენტში, რომელმაც მემანტინი მიიღო დაუზუსტებელ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად. პაციენტს განუვითარდა კომა, დიპლოპია და აღგზნება, თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ერთმა პაციენტმა, რომელიც მემანტინი XR-ის კლინიკურ კვლევაში ღებულობდა მონაწილეობას, შემთხვევით მიიღო მემანტინი XR-ის 112 მგ ყოველდღიურად 31 დღის განმავლობაში, მას გამოუვლინდა შრატში შარდმჟავას დონის მომატება, შრატში მომატებული ტუტე ფოსფატაზა, თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა.
ლეტალური გამოსავალი მემანტინთან მიმართებაში იშვიათად ფიქსირდება და კავშირი მემანტინთან არ არის დაზუსტებული. ვინაიდან ჭარბი დოზირების მართვის სტრატეგიები მუდმივად ვითარდება, ნებისმიერი პრეპარატის ჭარბი დოზირების მართვის უახლესი რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სასურველია დაუკავშირდეთ მოწამლის კონტროლის ცენტრს. ისევე როგორც ჭარბი დოზირების ნებისმიერი შემთხვევის დროს, გამოიყენება ზოგადი დამხმარე ღონისძიებები, და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური.
მემანტინის ელიმინაცია შეიძლება გაძლიერდეს შარდის მჟავიანობით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შეფუთვა
გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ - ალუმინის ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
28 გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მიკროპელეტის კაფსულები / 2 ბლისტერი / 1 კოლოფი
(14 გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მიკროპელეტის კაფსულები / 1 ბლისტერი)
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში, თავის შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
რაოდენობა | 28 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account