Lioflor - ლიოფლორი ვაგინალური შხაპი 100მლ 5 ცალი

განსაკუთრებული ფასი 61,46 GEL რეგულარული ფასი 64,69 GEL
მარაგშია
SKU
85920_2775

ჩვენება: გამოიყენება  ბაქტერიული ვაგინოზის  , სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტის  სამკურნალოდ.

ლიოფლორი ვაგინალური დუში

სამედიცინო მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქცია

ვაგინალური დუში, ნატრიუმის ჰიალურონატით, ჩაის ხის ზეთით, გულყვითელით  და ცოცხალი ლაქტობაქტერიებით

შემადგენლობა

ფლაკონი შეცავს:

აქტიური კომპონენტები: ნატრიუმის ჰიალურონატის კრისტალური ფხვნილი  0,010გ, გულყვითელას დისტილირებული წყალი  (კალენდულა)  1,000 გ, ჩაის ხის ზეთი 0,100 გ  ,

დამხმარე ნივთიერებები:  რძემჟავა 90% , პოლისორბატი 20 (TWEEN 20 Agar) , ნატრიუმის მეთილ პარტოქსიბენზოატი, დინატრიუმის მარილი   EDTA, იმიდაზოლიდილინ შარდოვანას ხსნარი 16.67%, ნატურალური მცენარეული გლიცეროლი,  ბორის მჟავა, წყალი.

ხუფის რეზერვუარი შეიცავს:

აქტიური კომპონენტები: Lactobacillus acidophilus LA 14  200 მლდ/გ   20 მგ/100 მლ, Lactobacillus Rhamnosus Sp1 300 მლდ/გ  6.67გ/100 მლ

დამხმარე ნივთიერება: სილიციუმის დიოქსიდი,  მალტოდექსტრინი.

ლიოფლორი ვაგინალური დუში -  წარმოადგენს  სამედიცინო მოწყობილობას , რომლის შემადგენლობაშიცაა ნატრიუმის ჰიალურონატი,  ჩაის ხის ზეთი,   გულყვითელა  და ლაქტო ბაცილების ნაზავი( Lactobacillus acidophilus  , Lactobacillus Rhamnosus) , ფხვნილი და  ხსნარი  ერთმანეთს ერევა უშუალოდ მოხმარების წინ,  RewCap ის   ინოვაციური  დაპატენტებული მოწყობილობის მეშვეობით.

ჩვენება:  გამოიყენება  ბაქტერიული ვაგინოზის  , სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტის  სამკურნალოდ   და  ასევე როგორც  პროფილაქტიკის დამხმარე საშუალება  (  საშოს ბაქტერიული მიკროფლორის წონასწორობის აღდგენა და  PH-ს  ბალანსირება)

დოზირება:

ბაქტერიული ვაგინოზის  , სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტის   შემთხვევაში  1 ჯერ დღეში , სასურველია საღამოს 5 დღის განმავლობაში: შემდეგ კვირაში  1 ჯერ   5 კვირის განმავლობაში.

პროფილაქტიკისთვის: 1 ჯერ  ყოველი მენსტრუალური ციკლის შემდეგ ( თუ არ არსებობს სხვა დანიშნულება)

გამოყენების ინსტრუქცია:

1. ცერა თითით  მიაწექით თავსახურის ზედა ნაწილს მის სრულ მოძრობამდე.
2. თავსახურს მოხსენით ალუმინის დამცავი ფირფიტა

3. გადააბრუნეთ თავსახური და მასში შემავალი ფხვნილი ჩაყარეთ ფლაკონში.

4. დაახურეთ თავსახური და შეანჯღრიეთ ფხვნილის გახსნამდე

5. მოხსენით თავსახური

6. თავსახურს მოხსენით ალუმინის დამცავი ფირფიტა
7. ფრთხილად შეიტანეთ კანულა საშოში,  სასურველია ფლაკონი  იყოს თავდაყირა რათა ბოლომდე  მოხდეს გამოყენება. დააყოვნეთ 10-15 წთ

8. შემდგომი პროცედურებიც იგივე  თანმიმდევრობით უნდა განმეორდეს. გაუხსნელი ნაწილაკები გავლენას არ ახდენს ხარისხსა და ეფექტურობაზე.

გაფრთხილება:

პროდუქტი განკუთვნილია ვაგინალური გამოყენებისათვის

არ ინიშნება შიგნით გამოსაყენებლად

არ გამოიყენოთ პრეპარატი, მასში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 ორსულობის , ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გამოიყენეთ საშოს  დაუზიანებელი ლორწოვანი გარსის ,შემთხვევაში.

არ გამოიყენოთ პედიატრიაში .

არ გამოიყენოთ პროდუქტი თუ დაზიანებულია ფლაკონი ან კანულა

დაიცავით მოხმარების წესი, პრეპარატი უნდა გამოიყენოთ გახსნისთანავე.

აღნიშნული  მოწყობილობა არ წარმოადგენს სამკურნალწამლო საშუალებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მოარიდეთ პირდაპირი სინათლის სხივს, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა მოქმედებს შენახვის წესების შესაბამისად

გვერდითი ეფექტები:

გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა,  გამოვლინების შემთხვევაში  მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა:    N 5 ვაგინალური დუში 100 მლ პლასტიკური  ფლაკონი  და  სახურავის რეზერვუარში  მოთავსებული 350 მგ ფხვნილი, 5 ერთჯერადი კანულა.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy