Largosid - ლარგოსიდი სიროფი 120მლ
ჩვენება:ზედა სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ,გრიპის,გაციების და ხველის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
ლარგოსიდი
სავაჭრო დასახელება
ლარგოსიდი,Largosid
გამოშვების ფორმა
თითოეული შეფუთვა შეიცავს 120 მლ სიროფს.
ლარგოსიდი არის ტრადიციული, მცენარეული პროდუქტი, რომელიც შეიცავს Pelargonium sidoides-ის ფესვის გამხმარ ექსტრაქტს. 120 მლ სიროფი შეიცავს 1,44 გ გამხმარ თხევად ექსტრაქტს პელარგონიუმის ფესვებიდან.
დამხმარე ნივთიერება
გაწმენდილი წყალი, გლიცეროლი, სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, ფორთოხლის არომატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი,კალიუმის სორბატი.
შაქრის გარეშე და ალკოჰოლის გარეშე.
ლარგოსიდი გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ,გრიპის,გაციების და ხველის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
დოზირება
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 4 მლ სიროფი დღეში სამჯერ (დილა, შუადღე, საღამო).
6-12 წლის ბავშვებში ინიშნება 2,5-3 მლ სიროფი სამჯერ დღეში.
1-6 წლის ბავშვები: ინიშნება 0,5-1 მლ სიროფი სამჯერ დღეში.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას.
შენახვის ვადა და პირობები
ლარგოსიდის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 6 თვის განმავლობაში, თუ ინახება კარგად დახურულ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
ლარგოსიდის (ხველისა და გაციების) სიროფი არის ყავისფერი,თუმცა, ეს არის ნატურალური პროდუქტი და, შესაბამისად, შეიძლება მოხდეს ფერისა და გემოს უმნიშვნელო ცვალებადობა.
შენიშვნა: ეს პროდუქტი არ არის წამალი, არამედ წარმოდგენს საკვებ დანამატს.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account