Kronizon - კრონიზონი სუსპენზია 4გ/60მლ 7 ფლაკონი

99,21 GEL
მარაგშია
SKU
81238_1331

ჩვენება: მსხვილი ნაწლავის ანთებით გამოწვეული დაავადების მწვავე შეტევების სამკურნალოდ

რეპარატული სუბსტანცია: ყოველი 1 რექტალური სუსპენზია შეიცავს 4 გ მესალაზინს პრეპარატული სუბსტანციის სახით.

დამხმარე საშუალებები: ნატრიუმის ბენზოატი (E211), ნატრიუმის ეტილენდიამინტეტრაძმრის მჟავა, კალიუმის მეტაბისულფიდი (E224), კალიუმის აცეტატი, კარბომერი 974P, ქსანთანის გუმი, გასუფთავებული წყალი.

1. რა არის კრონიზონი და რისთვის გამოიყენება

კრონიზონის აქტიური სუბსტანცია არის მესალაზინი და ყოველი რექტალური სუსპენზია შეიცავს 4 გ აქტიურ სუბსტანციას.

კრონიზონი არის პრეპარატი სახელწოდებით „ამინოსალიცილის მჟავა და მსგავსი პრეპარატები“ და შედის „ნაწლავების ანთების საწინააღმდეგო“ ჯგუფში. ეს პრეპარატები ახდენენ მსხვილ ნაწლავში ანთების პრევენციას.

კრონიზონი ბაზარზე წარმოდგენილია, როგორიც მრგვალი, თეთრი ფერის, აკორდეონის ფორმის დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლილურჯი ფერის 7 დამცავი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილეnის თავსახურით მუყაოს კოლოფში.

კრონიზონი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

მსხვილი ნაწლავის ანთებით გამოწვეული დაავადების მწვავე (უეცრად დაწყებული) შეტევების სამკურნალოდ. აღნიშნული მდგომარეობა ექიმებში ცნობილია, როგორც წყლულოვანი კოლიტი.

2. რა უნდა იცოდეთ კრონიზონის გამოყენების წინ

არ გამოიყენოთ კრონიზონი შემდეგ შემთხვევებში:

თუ

- გაქვთ ალერგია სალიცილის მჟავას, სალიცილატების, როგორიცაა ასპირინი ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ,

- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის სერიოზული დაავადება,

- გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

თუ

- ანამნეზში გაქვთ ფილტვების პრობლემები, განსაკუთრებით, თუ გაქვთ ბრონქული ასთმა.

- ანამნეზში გაქვთ ალერგია სულფასალაზინის მიმართ, რომელიც არის მესალაზინის მონათესავე სუბსტანცია.

- თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის პრობლემები.

- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის პრობლემები.

მკურნალობის დროს თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა და შეიძლება დაგჭირდეთ სისხლისა და შარდის რეგულარული ანალიზების ჩატარება.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ არსებული მდგომარეობების გამო, მათ შორის ნებისმიერ დროს წარსულში, გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.

კრონიზონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან

კრონიზონის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან ცნობილი არ არის.

ორსულობა

თუ გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს კრონიზონი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის მითითებით.

თუ ორსულობა დადგება მკურნალობის დროს, კონსულტაციისთvის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვების პერიოდში, რადგან აქტიური სუბსტანცია და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი ექიმის მითითებით.

ავტომობილების და მექანიზმების მართვა

ეფექტები ავტომობილების და მექანიზმების მართვის უნარზე არ არის გამოვლენილი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრონიზონის ზოგიერთი დამხმარე საშუალების შესახებ

კრონიზონი შეიცავს 0.06 გ ნატრიუმის ბენზოატს. ამიტომ, შეიძლება გამოიწვიოს კანის, თვალებისა და ლორწოვანი გარსების მსუბუქი გაღიზიანება.

კრონიზონი შეიცავს 0.2808 გ კალიუმის მეტაბისულფიტს. ამიტომ, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

სხვა პრეპარატები და კრონიზონი

უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან იყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს, რადგან შეიძლება შეიცვალოს ამ პრეპარატების ეფექტები (ურთიერთქმედებები):

აზათიოპრინი, 6-მერკაპტოპურინი ან თიოგუანინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დარღვევების სამკურნალოდ).

ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც აინჰიბირებენ სისხლის შედედებას (თრომბოზის ან სისხლის გამათხელებელი საშუალებები, მაგ. ვარფარინი)

კრონიზონით მკურნალობა შეიძლება მაინც შესაფერისი იყოს თქვენთვის. ასეთ შემთხვევებში, ექიმი შეარჩევს თქვენთვის საუკეთესო მკურნალობას.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ ნებისმიერ პრეპარატს, მიაწოდეთ მათ შესახებ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება კრონიზონი

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

მოზრდილები:

თუ არ არის სხვა რეკომენდაცია, რექტალური სუსპენზიის ერთი ფლაკონის შემცველობა (დღეში 4 გ მესალაზინის ექვივალენტი, 60 მლ სუსპენზია) შეიყვანება ნაწლავში დღეში ერთხელ.

მიღების გზა და წესი:

კრონიზონი შეიყვანება მხოლოდ რექტალურად სწორ ნაწლავში. არ შეიძლება მისი პერორალურად მიღება და გადაყლაპვა.

დაწოლის წინ, რექტალური სუსპენზიის ბოთლის შემცველობა შეიყვანება ნაწლავში.

საუკეთესო შედეგი მიიღება მაშინ, როდესაც ნაწლავები დაცლილია კრონიზონის შეყვანამდე.

გამოყენების წინ აუცილებელია მისი შენჯღრევა მინიმუმ 30 წამის განმავლობაში რექტალური სუსპენზიის შემცველობის კარგად შერევამდე.

ამის შემდეგ მოხსენით თავსახური, ბოთლი დაიჭირეთ ვერტიკალურად ისე, რომ რექტალური სუსპენზიის შემცველობა არ დაიღვაროს.

პაციენტი უნდა დაწვეს მარცხენა მხარეს და გაჭიმოს მარცხენა ფეხი, ხოლო მარჯვენა ფეხი მოხაროს მუცლისკენ.

მოათავსეთ აპლიკატორი, რომელსაც წასმული აქვს ლუბრიკანტი მარტივად შესაყვანად, სწორ ნაწლავში, ბოთლი მიმართული უნდა იყოს ჭიპისკენ.

ბოთლი ოდნავ ქვემოთ დაწიეთ და შემდეგ ნაზად და თანაბრად მოუჭირეთ

გამოყენების შემდეგ სწორი ნაწლავიდან ფრთხილად გამოიღეთ ცარიელი ბოთლის აპლიკატორი.

გააგრძელეთ წოლა იმავე მდგომარეობაში 30 წუთის განმავლობაში, რექტალური სუსპენზია თანაბრად უნდა გადანაწილდეს. საუკეთესო შედეგები მიიღწევა, როდესაც რექტალური სუსპენზია მოქმედებს ღამით.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

სასურველი თერაპიული ეფექტიანობის მისაღწევად კრონიზონი გამოიყენება რეგულარულად და უწყვეტად.

ექიმი განსაზღვრავს ამ პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას თქვენი დაავადების მხიედვით.

მკრუნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების მდგომარეობაზე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

არსებობს მცირე გამოცდილება და დოკუმენტაცია, რომ კრონიზონი გავლენას ახდენს ბავშვებზე.

გამოყენება ხანდაზმულებში:

წინა პუნქტში მოზრდილებისათვის მოცემული დოზის/მიღების სიხშირის რეკომენდაციები ასევე ვრცელდება ხანდაზმულებზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ პრეპარატის გამოყენება.

აუცილებელია, რომ კრონიზონით მკურნალობა გაგრძელდეს რეგულარულად და უწყვეტად, რადგან მხოლოდ ამ გზით მიიღწევა სასურველი თერაპიული ეფექტი.

თუ ფიქრობთ, რომ კრონიზონის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს.

გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში. რეკომენდებული არ არის გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. თუ მკურნალობის დროს დაქვეითდა თირკმლის ფუნქცია, განხილული უნდა იყოს აქტიური სუბსტანციის მესალაზინის მიერ გამოწვეული თირკმლის ტოქსიკურობა (თირკმლის მოწამვლა).

არ გამოიყენება თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კრონიზონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ კრონიზონის ჭარბი დოზა

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი კრონიზონი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ ერთ ჯერზე, არ შეამციროთ შემდეგი დოზა, გამოიყენეთ ის დოზა, რაც საჭიროა.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი კრონიზონი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ კრონიზონის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, შემდეგ ჯერზე არ გამოიყენოთ ზედმეტი კრონიზონი, გააგრძლეთ დანიშნული დოზის გამოყენება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვიტეთ კრონიზონის გამოყენება

არ შეწყვიტოთ ამ პროდუქტის გამოყენება ექიმის მითითების გარეშე. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.

თუ განვითარდა რომელიმე რეაქცია, შეწყვიტეთ კრონიზონის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელ სამედიცინო დეპარტამენტს:

ყველა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, თუმცა, სერიოზული ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია:

- ალერგიული გამონაყარი კანზე

- ცხელება

- სუნთქვის გაძნელება

თუ აღინიშნა ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, განსაკუთრებით ცხელებით და/ან ყელის და პირის ღრუს ტკივილით, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ეს სიმპტომები, ძალიან იშვიათად, შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით (მდგომარეობა სახელწოდებით აგრანულოციტოზი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ინფექციის განვითარება. სისხლის ანალიზით შეიძლება დადასტურდეს ეს სიმპტომები გამოწვეულია თუ არა სისხლზე ამ პრეპარატის მოქმედებით.

ყველა ეს ეფექტი არის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი. თუ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია კრონიზონზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი არის იშვიათი.

მესალაზინის გამოყენების დროს პაციენტებს აღენიშნათ შემდეგი სიმპტომები მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით:

იშვიათი გვერდითი ეფექტები

(რომლებიც ვითარდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

- მუცლის ტკივილი, დიარეა, გაზები, გულისრევა და ღებინება

- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები

(რომლებიც ვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

- თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, ზოგჯერ კიდურების შეშუპება ან გვერდის ტკივილი

- მუცლის მწვავე ტკივილი კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთების გამ

ქოშინი, ხველა, მძიმედ სუნთქვა, რენტგენზე ფილტვებზე ჩრდილი ალერგიული და/ან

ფილტვის ანთებითი მდგომარეობები

- მძიმე დიარეა და მუცლის ტკივილი ნაწლავებში ამ პრეპარატის ალერგიული რეაქციის გამო

- კანზე გამონაყარი ან ანთება

- კუნთების და სახსრების ტკივილი

- სიყვითლე ან მუცლის ტკივილი ღვიძლის და ნაღველის გამოყოფის დარღვევების განო.

- თმის ცვენა და სიმელოტე

- ხელებისა და ტერფების დაბუჟება და ჩხვლეტა (პერიფერიული ნეიროპათია)

- სპერმის წარმოქმნის შექცევადი შემცირება

თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების ინფორმირება

თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება კრონიზონი

კრონიზონი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგსიანობის ვადის შესაბამის პერიოდში.

არ გამოიყენოთ კრონიზონი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კრონიზონი, თუ შენიშნავღ პროდუქტის და/ან მისი შეფუთვის რაიმე დაზიანებას.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებლი პრეპარატები! მიაწოდეთ ისინი გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შემგროვებელ სისტემას.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა7
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy