HydraMed Night Sensitive - ჰიდრამედ ნაით სესნსიტივი გელი 5გ
ჩვენება:ხანგრძლივი შვება მშრალი თვალისთვის და თვალის ზედაპირის დაცვა.
უკონსერვანტო თვალის მალამო ვიტამინით A
ხანგრძლივი შვება მშრალი თვალისთვის და თვალის ზედაპირის დაცვა
HydraMed Night Sensitive8 წარმოადგენს უკონსერვანტოთვალის მალამო ვიტამინით A.
რა სახითაა წარმოდგენილი?
HydraMed Night Sensitive"' წარმოდგენილია უკონსერვანტო თვალის მალამო ვიტამინით A 5 გ შემცველ ტუბში.
როდის უნდა იქნას გამოყენებული?
პროდუქტი იძლევა ხანგრძლივ შვებას გარემო პირობებით გამოწვეული ფაქტორებით (ქარი, მზე, მშრალი ჰაერი, მარილიანი წყალი, კვამლი, კაშკაშა სინათლე) გამოწვეული გაღიზიანების, წვისა და სიწითლით ან გრძელვადიანი ვიზუალური ძალისხმევის (სწავლის, კითხვის, კომპუტერთან მუშაობის, ღამით მანქანის მართვით) ან საკონტაქტო ლინზებით გამოწვეული მშრალი თვალის ეფექტებისგან. იგი ხელს უწყობს საცრემლე აპკის ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენა და იცავს თვალის ზედაპირს A ვიტამინის ლუბრიკანტული და დამატენიანებელი თვისებებიდან გამომდინარე.
როგორ უნდა იქნას გამოყენებული?
დაიბანეთ ხელები და მოხსენით ტუბს თავსახური, გადაწიეთ თავი უკან და ქვედა ქუთუთო ჩაწიეთ თქვენი საჩვენებელი თითით, რათა ჩამოყალიბდეს ჩაღრმავება მოუჭირეთ ტუბს ფრთხილად მანამ, სანამ პროდუქტის 10მმ ზოლი არ გადმოვა ქვედა ქუთუთოზე. დაახამხამეთ ორჯერ ან სამჯერ, რათა მალამო თანაბრად განაწილდეს თვალზე და მოიშორეთ თვალის ქუთუთოების ირგვლივ დარჩენილი ჭარბი მალამო სუფთა ქაღალდის ხელსახოცით. დაახურეთ თავსახური ტუბს.
მისი კონსისტენციიდან გამომდინარე, მალამომ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი თვალის მხედველობის ზომიერი და გარდამავალი დაბურვა, აქედან გამომდინარე რეკომენდებულია მისი გამოყენება დღეში ერთხელ საღამოს, ძილის წინ.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
• პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისათვის,
• არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ მგრძნობელობა რომელიმე მისი კომპონენტისადმი.
• გამოყენების შემდეგ, შეიძლება დაფიქსირდეს მხედველობის მსუბუქი დროებითი დაბურვა, გამომდინარე მალამოს ზეთოვანი შემადენლობიდან: რეკომენდებულია თავიდან არიდებულ იქინას მალამოს გამოყენება ნებისმიერ აქტივობამდე, რომელიც მოითხოვს მკაფიო მხედველობას (მანქანის მართვა, დანადგარების გამოყენება, ა.შ.).
• არ გამოიყენოთ საკონტაქტო ლინზები პროდუქტის ინსტილაციის დროს: გამოყენებისას უნდა იქნას დაცული მინიმნუმ 30 წუთიანი ინტერვალი ხელახალ ჩადგმამდე.
• HydraMed Night Sensitive® და სხვა ოფთალმოლოგიური პროდუქტების ერთდროული გამოყენებისას, უნდა იქნას დაცული მინიმუმ 30 წუთიანი შუალედი ორი პრეპარატის გამოყენებას შორის, HydraMed Night Sensitive® უნდა იყოს ბოლო პროდუქტი, რომელიც იქნა გამოყენებული.
• გახსნის შემდეგ, პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია 90 დღემდე.
• არ შეახოთ ტუბის წვერი თვალის წამწამებს ან თვალს.
• არ გამოიყენოთ კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ,
• შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას და მხედველობის არიდან მოშორებით
• არ გამოიყენოთ დაზიანებული კონტეინერი.
• შეინახეთ 15 c- 25 c.
• ეს არ არის სამკურნალწამლო პროდუქტი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account