Flexo - ფლექსო 1გ/2მლ 2მლ 1 ამპულა
ჩვენება:სახსრების დეგენერაციული დაავადება, სახსრის ართრიტი,რევმატიული დაავადება, რომელიც უკავშირდება სახსრების ანთებას.
ფლექსო®
1გ/2მლ 2მლ ხსნარი ი.მ. ინექციისტვის ამპულაში №1
გამოიყენება კუნთში ინექციის სახით.
სტერილური
· აქტიური ინგრედიენტი: ყოველი 2მლ ამპულა შეიცავს 1გ ეტოფენამატს.
· ექსციპიენტები: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები
წამლის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის ეს ფურცელი-ჩანართი სრულად, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
· თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
· ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს.
· წამლის მიღების პერიოდში, საავადმყოფოში ან ექიმთან ვიზიტისას მოახსენეთ თქვენს ექიმს, რომ თქვენ ღებულობთ ამ მედიკამენტს.
· ზუსტად დაიცავით ის რაც წერია ამ ჩანართში. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ფურცელ-ჩანართში:
1. რა არის ფლექსო® და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ფლექსოს® მიღებამდე
3. როგორ მიიღება ფლექსო®
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ფლექსო®
1. რა არის ფლექსო® და რისთვის გამოიყენება
ფლექსო® წარმოდგენილია უფერო შუშის ამპულებით, რომელიც შეიცავს 2 მლ გამჭვირვალე და ბლანტ ხსნარს, ინტრამუსკულური ინექციისთვის. ის გამოდის 1 ან 3 ამპულიანი ან შეფუთვით.
ფლექსო® აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს ეტოფენამატს.
ეტოფენამატი არის აქტიური ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანალგეზიური/ანტი-რევმატიული აგენტების ჯგუფს და აქვს ანთების შემამსუბუქებელი (ანთების საწინააღმდეგო), ტკივილის შემამსუბუქებელი (ანალგეზიური) თვისებები.
ის გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
• სახსრების დეგენერაციული დაავადება, სახსრის ართრიტი (ოსტეოართრიტი)
• რევმატიული დაავადება, რომელიც უკავშირდება სახსრების ანთებას (რევმატოიდული ართრიტი)
• რევმატიული დაავადება, რომელიც უკავშირდება ხერხემლის შეზრდას და მოძრაობის შეზღუდვას ხერხემლის სახსრებში (მაანკილოზებელი სპონდილიტი)
• სახსრების ანთება, რომელიც ვლინდება ანთებითი სახსრის ძლიერი, მოულოდნელი ტკივილით, ჩვეულებრივ, იწყება ქვედა კიდურის დიდი თითიდან, იწვევს ძლიერ ტკივილს, მტკივნეულობას, სიწითლეს და შეშუპებას სახსრებში (მწვავე პოდაგრული ართრიტი)
• ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილი
• ანთება, შეშუპება და რბილი ქსოვილების დაზიანება, რომლებიც შეინიშნება ოპერაციის შემდეგ (ოპერაციის შემდგომი ტკივილი)
• მენსტრუალური ტკივილი (დისმენორეა)
შენიშვნა: საინექციო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ეტოფენამატის ადგილობრივი გამოყენება არ არის სასარგებლო ან შესაფერისი. როგორც წესი, მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს ერთჯერადი ინექციით.
აქტიური ინგრედიენტის ნელა გამოთავისუფლების გამო, ფლექსო® არ გამოდგება იმ მდგომარეობების დროს როდესაც საჭიროა სწრაფი ეფექტი.
ფლექსოს® გამოყენების შემდეგ, ზეთოვანი ფორმულიდან აქტიური ინგრედიენტების ნელი გამოთავისუფლების გამო, მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება გახანგრძლივდეს 24 საათამდე.
2. რა უნდა იცოდეთ ფლექსოს® მიღებამდე
ნებისმიერი წამლის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ფლექსო® შემდეგი მდგომარეობების დროს
გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკი:
აასს-მ ან ტკივილგამაყუჩებლებმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული თრომბოზული მოვლენების რისკის გაძლიერება, რომლებიც დაკავშირებულია ინფარქტთან და ინსულტთან, რაც შეიძლება იყოს ფატალური. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს თუ გამოყენება ხდება ხანგრძლივად. პაციენტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორებით შეიძლება იმყოფებოდნენ უფრო მაღალი რისკის ქვეშ.
ფლექსო® არ გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიების შუნტირების ოპერაციისისთვის მომზადების დროს.
კუჭ-ნაწლავის სისტემის რისკი:
აასს ან ტკივილგამაყუჩებლები იწვევს კუჭის ან ნაწლავების მხრივ სერიოზული გვერდითი მოვლენების მომატებულ რისკს, სისხლდენის, დაწყლულების და კუჭის ან ნაწლავის პერფორაციის ჩათვლით, რაც შეიძლება იყოს ფატალური. ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, გამოყენებისას და გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე. ხანდაზმული პაციენტები იმყოფებიან კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ სერიოზული მოვლენების გაზრდილი რისკის ქვეშ.
• თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ეტოფენამატზე ან ფლექსოს® რომელიმე ინგრედიენტზე.
• თუ თქვენ წარსულში აღგენიშნებოდათ ასთმა, ქოშინი, სურდო, ჭინჭრის ციება ან ალერგიული ტიპის რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებასთან.
• თუ თქვენ გაქვთ ან ოდესმე გქონდათ წყლული ან სიხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან.
• თუ თქვენ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას სისხლძარღვებზე, რომელიც ამარაგებენ გულს
(კორონარული არტერიები)
• თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ახდენენ სისხლის თრომბების წარმოქმნის პრევენციას ან სისხლის გამათხიერებლებს (ანტიკოაგულაციურები ან ანტითრომბოციტურები)
• თუ გაქვთ სერიოზული გულის უკმარისობა
• თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა
• თუ იმყოფებით ორსულობის გვიან სტადიაზე (მეექვსე თვის შემდეგ)
• თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ
• თუ ხართ 18 წლამდე ასაკის
მიიღეთ სპეციალური ზომები ფლექსოს® გამოყენებისას შემდეგი მდგომარეობების შემთხვევაში
მდგომარეობები, როდესაც ფლექსოს® გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ რისკი-სარგებელის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ.
• თუ თქვენ გაქვთ პორფირია, შეიძლება გამოწვეული იყოს (ისეთი ნივთიერების გამომუშავების თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევა , რომელიც ფერს აძლევს სისხლს; აღნიშნული დაავადების გამწვავება შესაძლოა გამოწვეული იყოს გარკვეული ნივთიერებებით) მდგომარეობები, როდესაც ფლექსოს® გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ფრთხილი სამედიცინო მონიტორინგის პირობებში;
• თუ თქვენ გქონდათ აასს-თან ან ტკივილგამაყუჩებლებთან დაკავშირებული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან პერფორაცია
• თუ თქვენ გაქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული ან წინა ისტორია (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ერთი ან ორი ეპიზოდი)
• თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება)
• თუ თქვენ გაქვთ დარღვევები გულის ან სისხლძარღვების მხრივ
• თუ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
• თუ თქვენ გაქვთ გუკის დაავადება ან შეშუპების პრობლემა
• თუ გქონდათ ინსულტი
• თუ გადაიტანეთ ოპერაცია
• თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის ან ხართ გამოფიტული
გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან თუ რომელიმე ზემო ხსენებული თქვენ გეხებათ, ნებისმიერ დროს, თუნდაც წარსულში.
ფლექსოს® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
ფლექსო® არ გამოიყენება ორსულობის მეექვსე თვის შემდეგ. ასევე არ მიიღოთ ფლექსო® ამ პერიოდის შემდეგ თუ ექიმი არ გეტყვით.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
არ მიიღოთ ფლექსო® ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ფლექსომ® შეიძლება იმოქმედოს ყურადღებაზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და დოზის მომატებისას.
ფლექსოს® გამოყენების პერიოდში თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის და მექანმების გამოყენებისგან.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ფლექსო® არ მიიღოთ შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
· ასპირინი და სხვა აასს
ფლექსო® სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
· ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (გამოყენებული მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)
· ფუროსემიდი და დიურეზულები (შარდმდენები)
· ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაღალი არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები)
· ლითიუმი (გამოიყენება მანიის და დეპრესიის სამკურნალოდ)
· მეთოტრექსატი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ზოგჯერ კიბოს დროს)
· მედიკამენტები, რომლებიც ახდენს თრომბების წარმოქმნის პრევენციას ან ათხიერებს სისხლს, როგორიცაა ვარფარინი და მსგავსი პრეპარატები
· დიგოქსინი (გამოყენებული გულის უკმარისობის სამკურნალოდ)
· ფენიტოინი (გამოყენებული ეპილეფსიის სამკურნალოდ)
· კორტიკოსტეროიდები (პრეპარატების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება მრავალი მდგომარეობის დროს, ანთების, ალერგიის და ორგანოთა ტრანსპლანტაციის ჩათვლით)
· კალიუმის დამზოგველი დიურეზულები
· სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRI) (გამოყენებული დეპრესიის სამკურნალოდ)
· პრობენეციდი ან სულფინპირაზონი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას დონის შემცირებისთვის)
· ალკოჰოლი
· ციკლოსპორინი (გამოიყენება ქსოვილის უარყოფის პრევენციისთვის)
· ანტიდიაბეტური პრეპარატები (გამოიყენება სისხლში შაქრის დონის დაქვეითებისთვის)
გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც ამჟამად იღებთ ან იღებდით ბოლო პერიოდში.
3. როგორ მიიღება ფლექსო®
ინსტრუქცია შესაბამისი გამოყენებისთვის და მიღების სიხშირე/დოზირება
თქვენი ექიმი ფლექსოს® დოზას განსაზღვრავს დაავადების მიხედვით და დაგინიშნავთ მას. ჩვეულებრივი დოზაა ერთი ამპულა ფლექსო® კუნთში ღრმა ინექციით. თუ განიხილება ეტოფენამატით მკურნალობის გაგრძელება, ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ ფლექსოს® ამპულის მიღების შემდეგ შეიძლება გააგრძელოთ ფლექსოს® გელით ან ფლექსოს® სპრეით მკურნალობა, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ ადგილობრივად.
გამოყენების მეთოდი და გზა:
ფლექსოს® ამპულა განკუთვნილია კუნთში ინექციისთვის. ამპულის გატეხვის შემდეგ საინექციო ხსნარი გადააქვთ შპრიცში და აკეთებენ კუნთში ღრმა ინექციას, საკმარისად გრძელი ნემსით. ხსნარის ინექციამდე შპრიცის დგუში ოდნავ ამოაქვთ, რათა დარწმუნდნენ, რომ ნემსი არ იმყოფება სისხლძარღვში.
ანაფილაქსიური რეაქციების შესაძლებლობის გამო (მწვავე ალერგიის უეცარი დაწყება), ფლექსოს® ინექციის შემდეგ შეიძლება საჭირო იყოს მინიმუმ 1 საათიანი მონიტორინგი.
განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში:
რადგან არ არსებობს ეტოფენამატის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების გამოცდილება, 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ფლექსო® არ უნდა გამოიყენონ.
გამოყენება ხანდაზმულებში (65 წლის და უფროსი ასაკის):
შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო ხანდაზმულ პაციენტებში ფლექსო® სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
არ გამოიყენოთ ფლექსო® თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ფლექსოს® ეფექტი ძალიან
ძლიერი ან ძალიან სუსტია.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფლექსო®
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფლექსო®
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ფლექსოს®, შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის გვერდითი ეფექტები და მათი სიმწვავე. თუ გამოიყენება ფლექსოს® ჭარბი დოზა, შეიძლება განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ეფექტები, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, ძილიანობის და კონფუზიის ჩათვლით, ასევე სიმპტომები როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი. დამატებით, შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინური სისხლდენა, ღვიძლის და თირკმლის დისფუნქცია. ამ სიმპტომების შემთხვევაში დაგეხმარებათ ექიმი და ფარმაცევტი.
თუ დაგავიწყდათ ფლექსოს® მიღება
გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ფლექსოთი® მკურნალობის შეწყვეტისას.
ნებისმიერი ეფექტის განვითარება ნაკლებსავარაუდოა
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა ფლექსოს® ინგრედიენტების მიმართ.
ძალიან ხშირი (>1/10) შეიძლება განვითარდეს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში
ხშირი (≥1/100-<1/10) შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ნაკლებად ხშირი (≥1/1000-<1/100) შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი (≥1/10,000-<1/1000), შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი (<10.000). შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია.
შეწყვიტეთ ფლექსოს® მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, რომელიმე შემდეგი მოვლენის შემთხვევაში:
· კანის რეაქციების მწვავე ფორმები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი)
· სავარაუდოა მომატებული მგრძნობელობის მწვავე რეაქციები და შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:
როდესაც ვითარდება სერიოზული ალერგიული რეაქციის მსგავსი რომელიმე სიმპტომი, სახის, ენის და ყელის შეშუპება, კანის გამონაყარი, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ხორხის შეშუპება, რაც იწვევს სასუნთქი გზების შევიწროებას, სუნთქვის გაძნელება, რაც იწვევს ასთმის შეტევას, გულისცემის სიხშირის მომატებას, არტერიული წნევის დაქვეითებას, რაც იწვევს პოტენციურად ფატალურ შოკს, ცხელებას ან შოკს.
ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის პირველად გამოყენების შემდეგ.
ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები.
თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ჩანართში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ შემდეგი არასასურველი ეფექტები დოზა-დამოკიდებულია და შეიძლება ინდივიდებს შორის ვარირებდეს.
ყველაზე ხშირად აღნიშნული გვერდითი ეფექტები ეხება საჭმლის მომნელებელ სისტემას. კუჭ-ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული), პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. გულისრევა, ღებინება, დიარეა, შებერილობა, ყაბზობა, საჭმლის მონელების პრობლემები, მუცლის ტკივილი, განავლის გამუქება, სისხლიანი ღებინება, პირის ღრუს წყლულები, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება. ნაკლებად ხშირად აღწერილია კუჭის ანთება. ზოგადად, გასტროინტესტინური სისხლდენის რისკი დამოკიდებულია აასს-ით მკურნაობის ხანგრძლივობაზე და გამოყენებული დოზის მასშტაბზე.
აღწერილია აასს-ით მკურნალობასთან დაკავშირებული შეშუპება, მაღალი არტერიული წნევა და გულის უკმარისობა.
მედიკამენტები, როგორიცაა ფლექსო® შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის რისკის მცირედ მომატებასთან (მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი).
ეტოფენამატის ინტრამუსკულური ინექციის დროს აღნიშნული გვერდითი ეფექტები:
ხშირი გვერდითი ეფექტები:
გასტროინტესტინური სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა და მსუბუქი გასტროინტესტინური სისხლის დანაკარგი, რამაც შეიძლება გამონაკლის შემთხვევაში გამოიწვიოს ანემია.
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები:
თავის ტკივილი, აგზნება, გაღიზიანება, დაღლილობა, თავბრუსხვევა და ძილიანობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები, შებერილობა, აბდომინური კრამპები, მადის დაკარგვა, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები (ზოგჯერ დაკავშირებული სისხლდენასთან და პერფორაციასთან)
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი და ქავილი.
სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატება (შრატის ტრანსამინაზები)
იშვიათი გვერდითი ეფექტები:
სისხლის პროდუქციის დარღვევები. ჰემატოპოეზური დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია). საწყისი სიმპტომები მოიცავს ცხელებას, ყელის ტკივილს, პირის ღრუს ზედაპირულ დაზიანებას, გრიპის-მსგავს სიმპტომებს, სერიოზულ დაღლილობას, ცხვირიდან სისხლდენას და კანში სისხლდენას. რეგულარულად საჭიროა იმ პაციენტების სისხლის სურათის მონიტორინგი, რომლებიც იტარებენ ხანგრძლივ მკურნალობას.
სისხლიანი ღებინება, სისხლი განავალში ან სისხლიანი დიარეა
ურტიკარია და/ან თმის ცვენა
ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე, ძალიან იშვიათად ფულმინანტური და იშვიათად პროდრომული სიმპტომების გარეშე). აქედან გამომდინარე საჭიროა პაციენტების ღვიძლის მაჩვენებლების პერიოდული მონიტორინგი. ედემა (პერიფერიული ედემა) შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში (ჰიპერტენზია) ან თირკმლის დაზიანებული ფუნქციის მქონე პირებში.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:
პალპიტაცია, გულმკერდის ტკივილი, მაღალი არტერიული წნევა და ცირკულატორული კოლაფსი.
გულის უკმარისობა
ჰემოლიზური ანემია
სენსორული დარღვევები, გემოვნების დარღვევები, ყურებში შუილი და სმენის დროებითი დაზიანება, მეხსიერების დაკარგვა, დეზორიენტაცია, კონვულსიები, შფოთვა, კოშმარები, ტრემორი, დეპრესია და სხვა ფსიქოზური რეაქციები.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ენის, საყლაპავის დაზიანება, ჩივილები მუცლის ქვედა ნაწილში (მაგ., ჰემორაგიული კოლიტი ან კრონის დაავადების/წყლულოვანი კოლიტის გამწვავება) და ყაბზობა.
მხედველობის დარღვევები (მხედველობის დაბინდვა და/ან მხედველობის გაორება)
კანის გამონაყარი სითხით სავსე ბუშტუკებით, ეგზემა, სიწითლე, სინათლისადმი მგრძნობელობა, ალები (ასევე ალერგიული პურპურა).
სპორადულ შემთხვევებში: თირკმლის ქსოვილის დაზიანება, რასაც შეიძლება ახლდეს თირკმლის მწავე უკმარისობა (ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი), შარდში ცილა (პროტეინურია) და/ან სისხლი შარდში (ჰემატურია).
ნეფრიტული სინდრომი აღწერილია იზოლირებულ შემთხვევებში. აქედან გამომდინარე თირკმლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
პანკრეასის ანთება აღწერილია იზოლირებულ შემთხვევებში.
იზოლირებულ შემთხვევებში აღწერილია ალერგიასთან დაკავშირებული ფილტვების ანთება და სისხლძარღვების ანთება.
იზოლირებულ შემთხვევებში ინფექციასთან დაკავშირებული ანთება შეიძლება გაუარესდეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებისას (მანეკროზებელი ფასციიტის განვითარება). ეს სავარაუდოდ დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებასთან. აქედან გამომდინარე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ ახალ ინფექციასთან დაკავშირებული სიმპტომები ან არსებული სიმპტომების გაუარესება, ფლექსოს® გამოყენებისას. უნდა განხორციელდეს ანტიბიოტიკის ან ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიის შეფასება.
ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს ნაკლებად ხშირი ადგილობრივი გვერდითი ეფექტები ინექციის ადგილას (წვის შეგრძნება) ან ქსოვილის დაზიანება (როგორიცაა სტერილური აბსცესის ფორმირება, ცხიმოვანი ქსოვილის ან კანის ნეკროზი).
ზემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტებისთვის, გთხოვთ გაითვალისწინეთ ჩამოთვლილი შემოთავაზებები.
თუ აღნიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც მოცემული არ არის ამ ჩანართში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.ნტებ განვითარდეს განსაკუთრებით გარეშე).ებიც ხანგრძლივ მკურნალობას იტარებენ. მაცევტს. ავლენად. ის შესაბამისად. მისო სასურველ
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
წამლის ავტორიზაციის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა გააკონტროლონ სამკურნალო პროდუქტის სარგებელი / რისკი.
5. როგორ ინახება ფლექსო®
ფლექსო® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C-ზე. სინათლისგან დაცულ ადგილზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account