Diarid Pro - დიარიდ პრო 2მგ 20 ტაბლეტი

12,00 GEL
მარაგშია
SKU
86505_2048

ჩვენება:გამოიყენება უცაბედი  დიარეის ან გახანგრძლივებული (ქრონიკული) ფაღარათის დროს.

დიარიდ პრო 2მგ ტაბლეტები

DIARID PRO 2mg tablets

ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი

liperamide hydrochloride

ყურადღებით წაიკითხეთ ბოლომდე ეს ინსტრუქცია, იქამდე სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში, ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

- თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

- თუ 2 დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ, ან მდგომარეობა გაუარესდება, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია

1. რა არის დიარიდ პრო და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ დიარიდ პრო-ს მიღებამდე

3. როგორ მივიღოთ დიარიდ პრო

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შეინახოთ დიარიდ პრო

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის დიარიდ პრო და რისთვის გამოიყენება ის 

დიარიდ პრო  შეიცავს ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს (მოქმედებისსაწინააღმდეგო) - ახდენს ნაწლავის მოძრაობის ნორმალიზებას, ამკვრივებს ფეკალურ მასას და ზრდის მისი შეკავების უნარს.

დიარიდ პრო გამოიყენება უცაბედი (მწვავე) დიარეის ან გახანგრძლივებული (ქრონიკული) ფაღარათის დროს. ასევე გამოიყენება დიარეის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი ოპერაციების, ან ფეკალიების შეკავების შეუძლებლობისას (ფეკალური შეუკავებლობა).

თუ ორი დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ ან მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს დახმარებისთვის.

2. რა უნდა იცოდეთ დიარიდ პრო-ს მიღებამდე 

არ მიიღოთ დიარიდ პრო: 

- თუ გაქვთ ალერგია ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში);

- ფეკალურ მასაში სისხლის არსებობისას ან თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა (ნაწლავის ინფექცია გამოწვეული ბაქტერიებით, როგორიცაა Salmonella, Shigella და Campylobacter);

- მსხვილი ნაწლავის ანთების დროს (მაგ. წყლულოვანი კოლიტი ან ფსევდომემბრანული კოლიტი, გამოწვეული ანტიბიოტიკების გამოყენებით);

- თუ გაწუხებთ ისეთი მდგომარეობები, რომლის დროსაც თავიდან უნდა იქნას აცილებული ნაწლავის ფუნქციის შეფერხება, როგორიცაა შებერილობა, ყაბზობა ან ნაწლავის გაუვალობა (ილეუსი).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დიარიდ პრო-თი მკურნალობა ხსნის სიმპტომებს, მაგრამ არ კურნავს დიარეის გამომწვევ მიზეზს.

ამიტომ ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია საკუთარი თავის გამოკვლევა და ეფექტური მკურნალობის დაწყება.

დიარიდ პრო-ს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

- დიარეა კვლავ გრძელდება მკურნალობის შემდეგ ორი დღის განმავლობაში;

- გაქვთ ყაბზობა და ნაწლავის ფუნქციის დარღვევის სხვა ნიშნები;

- გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

- გაქვთ შიდსი, შეწყვიტეთ დიარიდ პრო-თი მკურნალობა შებერილობის პირველივე ნიშნების გამოვლენისას.

დიარეის დროს კარგავთ სითხის მნიშვნელოვან რაოდენობას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობისას მიიღოთ გაზრდილი რაოდენობით სითხე. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს.

მიიღეთ ეს პრეპარატი მხოლოდ დანიშნულებისამებრ (იხ. პუნქტი 1 "რა არის და რისთვის გამოიყენება დიარიდ პრო") და არასოდეს მიიღოთ რეკომენდებულზე მეტი დოზა (იხილეთ პუნქტი 3 "როგორ მივიღოთ დიარიდ პრო").

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს ჭარბი რაოდენობით, დაფიქსირდა გულის სერიოზული პრობლემები 

- სწრაფი ან არასტაბილური გულისცემა.

ბავშვები და მოზარდები

დიარიდ პრო არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ბავშვებისთვის.

სხვა პრეპარატები და დიარიდ პრო

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ან პირიქით მათზე იმოქმედოს დიარიდ პრო-თი მკურნალობამ, თუ ისინი ერთდროულად მიიღება. ასეთი პრეპარატებია მაგალითად:

- ქოლესტირამინი და გემფიბროზილი (ქოლესტერინის შესამცირებელი მედიკამენტები);

- ქინიდინი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევის და მალარიის სამკურნალოდ);

- რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);

- ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის ინჰიბიტორი);

- ვერაპამილი (ამცირებს არტერიულ წნევას);

- ერითრომიცინი და კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები);

- იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი (მედიკამენტები სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

- პერორალური დესმოპრესინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გამოყოფილი შარდის რაოდენობის გასაკონტროლებლად).

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

ორსულობა

ორსულობის დროს დიარიდ პრო-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ძუძუთი კვება

დიარიდ პრო-ს მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს, რადგან მცირე რაოდენობით ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

ეს წამალი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვაზე ან მექანიზმებთან მუშაობაზე. დიარეასთან ერთად შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობა, თავბრუსხვევა ან ძილიანობა. ამიტომ მიზანშეწონილია სიფრთხილე გამოიჩინოთ მანქანის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.

დიარიდ პრო შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

დიარიდ პრო შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ პრაქტიკულად ის არ შეიცავს ნატრიუმს.

3. როგორ მივიღოთ დიარიდ პრო

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

მწვავე დიარეა: საწყისი დოზაა 2 ტაბლეტი (4 მგ) მოზრდილებში და 1 ტაბლეტი (2 მგ) 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. მკურნალობა გრძელდება 1 ტაბლეტით (2 მგ) ყოველი გათხელებული ფეკალიების შემდეგ.

ქრონიკული დიარეა: საწყისი დოზაა 2 ტაბლეტი (4 მგ) დღეში მოზრდილებში და 1 ტაბლეტი (2 მგ) 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. ეს საწყისი დოზა შეიძლება შეიცვალოს, დღეში 1-2-ჯერ ფეკალური მასების გამონთავისუფლების მისაღწევად, რაც ჩვეულებრივ მიიღწევა 1-6 ტაბლეტის (2-12 მგ) შემანარჩუნებელი დოზით დღეში.

მაქსიმალური დოზა მოზრდილებში არის 8 ტაბლეტი (16 მგ) დღეში. არ მიიღოთ დღეში 8 ტაბლეტზე მეტი.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დოზა უნდა ეფუძნებოდეს სხეულის მასას (3 ტაბლეტი / 20 კგ), მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 8 ტაბლეტის დოზას დღეში.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ნახევარი ჭიქა წყლით.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტ დიარიდ პრო 

თუ თქვენ მიიღეთ დიარიდ პროს გადაჭარბებული დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:

- გახშირებული გულისცემა;

- არარეგულარული გულისცემა, გულის მუშაობის დარღვევა (ამ სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიონ სიცოცხლისთვის საშიში შედეგები);

- კუნთების რიჰიდულობა;

- სუნთქვის გაძნელება;

- არაკოორდინირებული მოძრაობები;

- ძილიანობა;

- შარდვის გაძნელება.

ბავშვებში, ლოპერამიდის ჰიდროქლორიდთან დოზის გადაჭარბების რეაქცია უფრო გამოხატულია. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს შვილს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე. 

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დიარიდ პრო-ს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ დიარიდ პრო-ს მიღებას

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დიარიდ პრო-ს მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა:

- სახის, ტუჩების, ენის ან ყელის უეცარი შეშუპება, ყლაპვის გაძნელება ან ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება - ეს არის ანგიოდერმის ნიშნები;

- ძლიერი დაღლილობა, კოორდინაციის პრობლემები და ცნობიერების დაკარგვა;

- მუცლის ძლიერი ტკივილი და/ან შებერილობა, რაც შეიძლება იყოს დახშული ან გადიდებული ნაწლავის ნიშანი;

- სტივენს-ჯონსონის სინდრომი: ალერგიული რეაქცია გამონაყარით, ჩვეულებრივ, ბუშტუკების ან წყლულების სახით თვალებზე, კანზე და/ან ლორწოვან გარსებზე;

- ლაილის სინდრომი: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ხშირი (≥ 1/100, < 1/10): ყაბზობა, გულისრევა, აირები, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

არც ისე ხშირი (≥ 1/1000, < 1/100): ძილიანობა, ტკივილი ან კუჭის დისკომფორტი, პირის სიმშრალე, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა და გამონაყარი. 

ძალიან იშვიათი (<1/10 000): ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი, კუნთების სიმტკიცე, კოორდინაციის დარღვევა, ძილიანობა, დაღლილობა, სტუპორი, მიოზი (თვალის გუგები შევიწროება), ილეუსი (ნაწლავის გაუვალობა), მეგაკოლონი (მსხვილი ნაწლავის გაფართოვება) ანგიოდემი ( შეშუპება), ბულოზური გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შარდის შეკავება.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. როგორ შეინახოთ დიარიდ პრო

არ აქვს სპეციალური შენახვის პირობები.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე/ბლისტერზე „ვარგისია  - მდე“. ვარგისიანობის ბოლო ვადაა მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ რომ პროდუქტის ხარისხი დარღვეულია.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის სემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დიარიდ პრო

- აქტიური ნივთიერებაა ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.

- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნაწილობრივ პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი (კოლოიდური უწყლო), მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K25.

დიარიდ პროს აღწერა და რას შეიცავს შეფუთვა 

დიარიდ პრო მოცემულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 1 ან 2  თეთრ, გაუმჭვირვალე PVC/PVDC/A1u ფოლგის ბლისტერს, თითოში 10 ტაბლეტით, გმოყენების ინსტრუქციასთან ერთად პაციენტისთვის.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy