Combiprasal - კომბიპრასალი 2.5მლ 20 საინჰალაციო ამპულა
ჩვენება:ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან დაკავშირებულ შექცევადი ბრონქოსპაზმის სამკურნალოდ, იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ერთზე მეტ ბრონქოდილატატორს.
კომბიპრასალი 0,5 მგ /2,5 მგ
საინჰალაციო ხსნარი ნებულაიზერისთვის
მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ანოტაცია, რადგანაც შეიცავს თქვენთვის მნიშნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ანოტაცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ გადასცეთ სხვა პირებს, თუნდაც იგივე სიმპტომები ჰქონდეთ რაც თქვენ, ამან შეიძლება ავნოს მათ.
-რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ნახსენები არ არის წინამდებარე ანოტაციაში, იხილეთ პუნქტი 4
ანოტაციის შინაარსი:
1. რა არის კომბიპრასალი და რისთვის გამოიყენება.
2. რა უნდა ვიცოდეთ კომბიპრასალის მიღებამდე.
3. როგორ მივიღოთ კომბიპრასალი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
5. როგორ შევინახოთ კომბიპრასალი
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
1. რა არის კომბიპრასალი და რისთვის გამოიყენება.
მედიკამენტი წარმოდგენილია ერთჯერადი დოზის ფლაკონით, რომელიც შეიცავს უფერო გამჭვირვალე სითხეს ნებულაიზერით ინჰალაციისათვის. კომბიპრასალი შეიცავს 0.5 მგ იპრატროპიუმის ბრომიდს (მონოჰიდრატის სახით) და 2.5 მგ სალბუტამოლს (სულფატის სახით). კომბიპრასალი მიეკუთვნება ბრონქოდილატატორების ჯგუფს, რომლებიც ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას რათა შესაძლებელი იყოს უფრო ადვილად სუნთქვა. მედიკამენტი ინიშნება ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან დაკავშირებულ შექცევადი ბრონქოსპაზმის სამკურნალოდ, იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ერთზე მეტ ბრონქოდილატატორს.
2. რა უნდა ვიცოდეთ კომბიპრასალის მიღებამდე
არ მიიღოთ კომბიპრასალი
- თუ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ხართ იპრატროპიუმის ბრომიდის, სალბუტამოლის სულფატის, ატროპინის ან კომბიპრასალის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
- თუ გაწუხებთ გულის დაავადება, სახელწოდებით ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია (ეს ხდება მაშინ, როდესაც გული სათანადოდ ვერ მუშაობს გულის კუნთების ანთების გამო).
- თუ გაწუხებთ აჩქარებული და არარეგულარული გულისცემა (ცნობილია როგორც ტაქიარითმია).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აღინიშნა ლაქტური აციდოზი, რომელიც გამოწვეული იყო სალბუტამოლის მაღალი თერაპიული დოზებით, ძირითადად პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მწვავე ბრონქოსპაზმისთვის (იხ. პუნქტები 3 და 4). ლაქტატის დონის მატებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ქოშინი და ჰიპერვენტილაცია. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ ფიქრობთ რომ მედიკამენტი შესაბამისად არ მოქმედებს და ნებულაიზერის გამოყენება იმაზე ხშირად გჭირდებათ, ვიდრე ექიმმა გირჩიათ.
განსაკუთრებით იფრთხილეთ კომბიპრასალთან
მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს:
- თუ გაქვთ გულის დაავადებების, გულის რითმის დარღვევის ან სტენოკარდიის ანამნეზი.
- თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან იმყოფებით ლაქტაციის პერიოდში.
- შესაძლებელია გამოვლინდეს მყისიერი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, ანგიოედემა, გამონაყარი, ხველა, ხიხინი და სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი), შეშუპება პირის ღრუს და ყელის არეში (ოროფარინგეალური შეშუპება).
- როდესაც ვითარდება მწვავე რესპირატორული დისტრესი რომელიც სწრაფად უარესდება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
- თუ გაქვთ დიაბეტი.
- თუ გაქვთ ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი
- თუ აღგენიშნებათ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ფეოქრომოციტომა, ეს არის სიმსივნე, რომელიც წარმოქმნის ქიმიკატებს, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დაღლილობა, მაღალი წნევა და გულისცემის აჩქარება.
- თუ გაქვთ კისტოზური ფიბროზი, რადგანაც შესაძლებელია უფრო მიდრეკილი იყოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევებისადმი.
- თუ გაქვთ მიდრეკილება თვალის წნევის მატებისკენ (ვიწროკუთხოვანი გლაუკომა). უნდა მოერიდოთ ხსნარის თვალებში მოხვედრას. ამან შესაძლებელია გამოიწვიოს თვალების ტკივილი ან დისკომფორტი, მხედველობის დაბინდვა, ვიზუალური ჰალოები ან ფერადი გამოსახულებები, თვალების სიწითლესთან ერთად. რომელიმე აღნიშნული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- თუ გაწუხებთ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია (პროსტატის გადიდება)
- თუ გაქვთ დარღვევა, რომელიც ართულებს შარდის გამოყოფას.
სხვა მედიკამენტების მიღება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს. ზოგიერთ მედიკამენტს შესაძლოა ურთიერთქმედება ჰქონდეს კომბიპრასალთან. მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს:
- ქსანტინისაგან წარმოებული მედიკამენტები, როგორიცაა თეოფილინი
- ბეტა-ბლოკატორების შემცველი მედიკამენტები, როგორიცაა პროპრანოლოლი ან თიმოლოლი, რადგანაც მათ შესაძლებელია შეამცირონ ამ მედიკამენტის ეფექტურობა.
- დიურეზულები, როგორიცაა ფუროსემიდი ან ინდაპამიდი.
- დიგოქსინი, გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
- სხვა მედიკამენტები, რომლებიც აადვილებენ სუნთქვას, როგორიცაა ტერბუტალინი.
- ანტიქოლინერგული საშუალებების შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ასთმის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, პარკინსონის დაავადებისა და შეუკავებლობის სამკურნალოდ).
- დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი (ცნობილი, როგორც მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები).
- საანესთეზიო საშუალებები, როგორიცაა ჰალოტანი.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კომბიპრასალის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. საჭიროების შემთხვევაში, ექიმი შეაფასებს მისი გამოყენების მიზანშეწონილობას.
ავტომობილების და მექანიზმების მართვა
ავტომობილის და მექანიზმის მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევა არ ჩატარებულა. თუმცა არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები ვიდრე არ გეცოდინებათ როგორ მოქმედებს მედიკამენტი.
მიღება სპორტსმენების მიერ
სპორტსმენები ინფორმირებულნი არიან იმის შესახებ რომ მედიკამენტი შეიცავს სალბუტამოლს, რამაც შესაძლოა აჩვენოს დადებითი შედეგი დოპინგ კონტროლის ტესტებში.
3. როგორ მივიღოთ კომბიპრასალი
ზედმიწევნით დაიცავით კომბიპრასალის მიღებასთან დაკავშირებით ექიმის მიერ მოცემული რჩევები რაიმე სახის შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ ნებულაიზერის გამოყენება სისტემატიურად, ყოველდღიურად ან მხოლოდ მაშინ როდესაც აღგენიშნებათ სუნთქვის გაძნელება.
მოზრდილები, მათ შორის ხანდაზმულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებული დოზაა 1 ერთჯერადი დოზის შიგთავსი 3 ან 4-ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში ექიმმა შესაძლოა გაზარდოს ერთჯერადი დოზა ოთხჯერ დღეში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ მედიკამენტის მიღების გამოცდილება არ არსებობს.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ გრძნობთ მნიშნელოვან გაუმჯობესებას ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
მედიკამენტის სწორად მოხმარების ინსტრუქცია:
მედიკამენტი განკუთვნილია ნებულაიზერის ან ვენტილატორის მეშვეობით ინჰალაციისათვის, ამიტომ არ შეიძლება მისი ინექცია ან გადაყლაპვა.
1. მოამზადეთ თქვენი ნებულაიზერი მწარმოებლისა და ექიმის მითითებების შესაბამისად. დარწმუნდით, რომ ნებულაიზერის მოწყობილობა სუფთაა.
2. კოლოფიდან ამოიღეთ ფლაკონების ერთი პლასტმასის ფირფიტა, გახსენით და ამოიღეთ ერთ-ერთი ფლაკონი (სურ. 1). დარჩენილი ფლაკონები დატოვეთ ფირფიტაზე და დააბრუნეთ კოლოფში.
3. აიღეთ ფლაკონი და გახსენით ზედა ნაწილის დატრიალებით. (სურ..2).
4. თუ ექიმი სხვაგვარად არ გითხრათ, ფლაკონში არსებული მთელი სითხე დაამატეთ ნებულაიზერის კონტეინერში არსებულ ხსნარს.
5. გამოიყენეთ ნებულაიზერი ექიმის დანიშნულების მიხედვით. გადააგდეთ ცარიელი პლასტმასის ფლაკონი.
6. ნებულაიზერის გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ ის მწარმოებლის მითითებების მიხედვით, თუ ფიქრობთ, რომ კომბიპრასალის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კომბიპრასალი:
საჭიროზე მეტი კომბიპრასალის მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს გულის რითმის დარღვევა, პალპიტაცია, ტრემორი, არტერიული წნევის მატება ან კლება, პულსის დარღვევა, სტენოკარდია, წამოწითლება, პირის სიმშრალე და აკომოდაციის დარღვევა.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში.
თუ დაგავიწყდათ კომბიპრასალის მიღება
თუ დაგავიწყდათ კომბიპრასალის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა როდესაც გიწევთ მისი გამოყენება ან მანამდე, იმ შემთხვევაში თუ გაგიძნელდათ სუნთქვა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლებელია კომბიპრასალსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
გამოვლენილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 ადამიანში)
- შფოთვა
- თავის ტკივილი (შაკიკი)
- ხველება
- პირის სიმშრალე
ნაკლებად ხშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
- თავბრუსხვევა
- კანკალი
- დისფონია
- გულის რითმის დარღვევა (ტაქიკარდია, პალპიტაცია, არითმია)
- ყელის გაღიზიანება
- გულისრევა
- შარდის შეკავება
იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
- ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)
- სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება (ჰიპოკალიემია)
- ფსიქიკური ცვლილებები
- თვალშიდა წნევის მომატება
- ვიწროკუთხოვანი გლაუკომა
- თვალის ტკივილი
- გუგის გაფართოება (მიდრიაზი)
- სასუნთქი გზების ობსტრუქცია (პარადოქსული ბრონქოსპაზმი)
- ღებინება
- ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევები
- კანის რეაქცია და მომატებული ოფლიანობა
- კუნთების ტკივილი და სისუსტე
- კუნთების სპაზმები
- არტერიული წნევის მატება ან კლება
ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენებიც, თუმცაა მათი სიხშირე უცნობია:
- ზოგიერთ ადამიანს ზოგჯერ შესაძლებელია გამოუვლინდეს გულმკერდის ტკივილი (გულის პრობლემების გამო, როგორიცაა სტენოკარდია). კომბიპრასალით მკურნალობის პერიოდში ამ სიმპტომების გამოვლენისას აცნობეთ თქვენს ექიმს, თუმცა არ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.
- მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ლაქტური აციდოზი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭის ტკივილი, ჰიპერვენტილაცია, სუნთქვის გაძნელება, ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს ხიხინი, ცივი ხელები და ფეხები, არარეგულარული გულისცემა ან წყურვილის შეგრძნება.
5. როგორ შევინახოთ კომბიპრასალი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ გარე შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
ამპულები უნდა გაიხსნას უშუალოდ გამოყენების წინ და დარჩენილი ხსნარი უნდა გადაიღვაროს.
ვარგისიანობის ვადა
არ გამოიყენოთ კომბიპრასალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „Cad.:“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტები არ უნდა ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში, დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
კომბიპრასალის შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებებია იპრატროპიუმის ბრომიდი და სალბუტამოლი
- სხვა კომპონენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.
კომბიპრასალის თითოეული 2,5 მლ ფლაკონი შეიცავს 0,5 მგ იპრატროპიუმის ბრომიდს (შეესაბამება 0,52 მგ იპრატროპიუმის ბრომიდის მონოჰიდრატს) და 2,5 მგ სალბუტამოლს (შეესაბამება 3 მგ სალბუტამოლის სულფატს).
პროდუქციის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი
კომბიპრასალი წარმოდგენილია ფირფიტით 10 ფლაკონით, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე და უფერო ხსნარს და მოთავსებულია ალუმინის გარსში.
თითოეული კოლოფი შეიცავს 20 ფლაკონს.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account