Colliptus - კოლიპტუსი სპრეი 30მლ
ჩვენება:გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება კომპლექსური თერაპიაში.
კოლიპტუსის სპრეი
სავაჭრო დასახელება
კოლიპტუსი,COLLIPTUS
გამოშვების ფორმა
სპრეი 30 მლ
შემადგენელი კომპონენტები
30 მლ სპრეი შეიცავს:
გაწმენდილი ზღვის წყლის იზოტონური ხსნარი 270მგ
ვერცხლის კოლოიდური ხსნარი 300 მგ
პროპოლისის ექსტრაქტი 600 მგ
შავი მოცხარის (Ribes Nigrum) ექსტრაქტი 450 მგ
ევკალიპტის ეთერზეთი 90 მგ
ჩაის ხის ეთერზეთი 150 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი
კოლიპტუსის სპრეის ეფექტურობა განისაზღვრება შემადგენელი კომპონენტების თვისებებით:
გაწმენდილი ზღვის წყლის იზოტონური ხსნარი -ხელს უწყობს ლორწოვანის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას,მის დატენიანებას, აქვს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი,ხელს უწყობს ადგილობრივი იმუნიტეტის ამაღლებას.
კოლოიდური ვერცხლი -მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიბაქტერიული ნივთიერება ფართო სპექტრით. ვერცხლის იონის ეფექტი ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების განახლებას, ასევე ანთებით გამოწვეული პროცესის ნორმალიზებას. ის ანადგურებს პათოგენურ ბაქტერიებს და ვირუსებს და იცავს ლორწოვანს დაზიანებისაგან.
პროპოლისი- მოქმედებს 100-ზე მეტი სახეობის ბაქტერიის, სოკოს და ვირუსის წინააღმდეგ, აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აქვს დამცავი ფუნქცია და იმუნომოდულატორული თვისებები.
შავი მოცხარის(Ribes Nigrum)-ის ექსტრაქტი, ევკალიპტის ეთერზეთი და ჩაის ხის ეთერზეთი - უზრუნველყოფენ ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ისინი არბილებენ ყელის ლორწოვანს და ხსნიან დისკომფორტისა და სიმშრალის შეგრძნებას.აქვთ დამამშვიდებელი ეფექტი ლორწოვანი გარსის მიმართ.
გამოყენების რეკომენდაციები:
გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება კომპლექსური თერაპიაში, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ინფექციებისაგან დასაცავად, მათ შორის გრიპის პროფილაქტიკისთვის.ეფექტურია მათთვის, ვისაც აწუხებს ყელის არეში სიმშრალის და დისკომფორტის შეგრძნება.
დოზირება:
ინიშნება:
ბავშვებში 2-დან 6 წლამდე: 1 შესხურება 2-3-ჯერ დღეში.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 1-2 შესხურება 2-3-ჯერ დღეში.
მოზრდილებში: 1-2 შესხურება 3-4-ჯერ დღეში.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
დოზის გადაჭარბება
Colliptus ყელის სპრეის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
გამოშვების ფორმა
30 მლ ყელის სპრეი კოლოფში ფურცელთან ერთად
შენახვის პირობები
შეინახეთ ტენიანობისა და სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე არა უმეტეს +30°C
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების დღიდან
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account