Betinapan - ბეტინაპანი ხსნარი 10მლ 5 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 27,43 GEL რეგულარული ფასი 38,10 GEL
მარაგშია
SKU
79092_3173

ჩვენება:ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი B ჯგუფის ვიტამინების   ჰიპო-და ავიტამინოზების დროს.

 ბეტინაპანი

სავაჭრო დასახელება

ბეტინაპანი,Betinapan

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი

გამოშვების ფორმა

ბეტინაპანი 10 მლ დასალევი ამპულა #5

ყოველი 10 მლ დასალევი  ამპულა შეიცავს:

ვიტამინი B1  250 მგ

ვიტამინი B6 250 მგ

ვიტამინი B12 1500 მკგ

ნიკოტინამიდი 50 მგ

კალციუმის პანტოტენატი 100 მგ

ბეტინაპანი დასალევი ამპულა # 5

 ბეტინაპანი (B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი)აძლიერებს  ორგანიზმის  გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას, არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის,თირკმელზედა  და სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირებას. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს თავის ტვინში და აძლიერებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

 მონაწილეობს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების  მეტაბოლიზმში. აუმჯობესებს მიოკარდიუმის შეკუმშვის ფუნქციას და უზრუნველყოფს ორგანიზმის ენერგომომარაგებას, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს.

 გამოყენების რეკომენდაციები

რეკომენდებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი B ჯგუფის ვიტამინების   ჰიპო-და ავიტამინოზების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ბეტინაპანი მიიღება პერორალურად.

ბავშვები: 6-დან 12 წლამდე   1-2 მლ 1-2 - ჯერ დღეში.

12 წლიდან 18 წლამდე 3-4 მლ  1-2 -ჯერ  დღეში.

მოზრდილები იღებენ 1 სასმელ ამპულას დღეში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარტის  კომპონენტის მიმართ,6 წლამდე ასაკი,ორსულობა,ლაქტაცია.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს +25°C მშრალ,ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

შენიშვნა

ბეტინაპანი არ არის პრეპარატი,ის წარმოადგენს საკვებ დანამტს

მეტი ინფორაცია
რაოდენობა5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy