Ampicillin - ამპიცილინი 250მგ 20 ტაბლეტი

3,26 GEL
მარაგშია
SKU
86714_33

ჩვენება:სასუნთქი გზებისა და ლორ-ორგანოების,კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

ამპიცილინი

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ამპიცილინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამპიცილინი

სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები 

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა: 

მოქმედი ნივთიერება: ამპიცილინის ტრიჰიდრატი - 288,6 მგ (ამპიცილინზე გადათვლით) – 250 მგ.  

დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი კარტოფილის, კალციუმის სტეარატი, პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონი დაბალმოლეკულარული 12600±2700, პოვიდონ K17), პოლისორბატი (ტვინ-80), ტალკი, აეროსილი. 

აღწერილობა: მრგვალი ბრტყელცილინდრული ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ნაზოლით ერთი მხრიდან და კაწრულით. 

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ანტიბიოტიკი, პენიცილინი ნახევრად სინთეზური. 

ფარმაკოლოგიური თვისებები  

ნახევრად სინთეზური პენიცილინების ჯგუფის მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული ბაქტერიციდული საშუალება, რომელიც მიიღება 6-ამინოპენიცილანის მჟავის ამინოფენილ-ძმარმჟავის ნარჩენით აცეტილირების გზით, მდგრადია მჟავების მიმართ. აინჰიბირებს პეპტიდოგლიკანის პოლიმერაზას და ტრანსპეპტიდაზას, ხელს უშლის პეპტიდური კავშირების წარმოქმნას არღვევს დაყოფის პროცესში მყოფი მიკროორგანიზმის უჯრედოვანი კედლის სინთეზის გვიან ეტაპებს, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის ოსომოსური მდგრადობის შემცირებას და იწვევს მის ლიზისს. 

აქტიურია გრამდადებითი (ალფა- და ბეტა-ჰემოლიტიკური სტრეპტოკოკები, Streptococcus pneumoniae, Staphylococcus spp., Bacillus anthracis, Clostridium spp., ენტეროკოკების უნრავლესობა, მათ შორის Enterococcus faecalis) და გრამუარყოფითი  (Haemophilus influenzae, Neisseria meningitides, Proteus mirabilis, Pasteurella multocida, Salmonella spp.-ს მრავალი სახეობა, Shigella spp., Escherichia coli) მიკროორგანიზმების, აერობული სპორის არწარმომქმნელი ბაქტერიების (Listeria spp.)  მიმართ. 

არ არის ეფექტური Staphylococcus spp. პენიცილინაზას პროდუცირებადი შტამების, Pseudomonas aeruginosa-ს ყველა შტამის, Klebsiella spp. და Enterobacter spp. შტამების უმრავლესობის მიმართ.  

ფარმაკოკინეტიკა 

აბსორბცია შიგნით მიღების შემდეგ - სწრაფი, მაღალი, ბიოშეღწევადობა - 40%; მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო 500 მგ პრეპარატის პერორალური მიღებისას - 2 სთ., მაქსიმალური კონცენტრაცია - 3-4 ნგ/მლ. კავშირი პლაზმის ცილებთან - 20%. 

თანაბრად ნაწილდება ორგანიზმის ორგანოებსა და ქსოვილებში, თერაპევტულ კონცენტრაციაში დგინდება პლევრალურ, პერიტონეალურ, ამნიოტურ და სინოვიურ სითხეებში, ლიკვორში, ბებერების შიგთავსში, შარდში (მაღალი კონცენტრაციები), ნაწლავების ლორწოვან გარსში, ძვლებში, ნაღვლის ბუშტში, ფილტვებში, ქალის სასქესო ორგანოების ქსოვილებში, ნაღველში, ბრონქიალურ სეკრეტში (ჩირქოვან ბრონქიალურ სეკრეტში დაგროვება სუსტია), ცხვირის დანამატ წიაღებში, შუა ყურის სითხეში, ნერწყვში, ნაყოფის ქსოვილებში. ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში (შეღწევადობა იზრდება ანთების დროს). 

გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით (70-80%), ამასთან შარდში იქმნება უცვლელი ანტიბიოტიკის ძალიან მაღალი კონცენტრაციები; ნაწილობრივ ნაღველით, მეძუძურ დედებში - რძით. არ კუმულირებს. გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს. 

გამოყენების ჩვენებები 

ბაქტერიული ინფექციები, გამოწვეული მგრძნობიარე მიკროფლორით: სასუნთქი გზებისა და ლორ-ორგანოებისა (სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ოტიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი), თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების ინფექციები: (პიელონეფრიტი, პიელიტი, ცისტიტი, ურეტრიტი), ბილიარული სისტემის ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი), გონორეა, ქლამიდიური ინფექციები ორსულ ქალებში (ერითრომიცინის აუტანლობის შემთხვევაში), ცერვიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ინფექციები; პასტერელეზი, ლისტერიოზი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მუცლის ტიფი და პარატიფი, დიზენტერია, სალმონელოზი, სალმონელოზის მატარებლობა, პერიტონიტი). 

უკუჩვენებები 

ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის სხვა პენიცილინების, ცეფალოსპორინების, კარბაპენემების მიმართ), ინფექციური მონონუკლეოზი, ლიმფოლეიკოზი, ღვიძლის უკმარისობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები ანამნეზში (განსაკუთრებით ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული კოლიტი), ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (4 წლამდე). 

სიფრთხილით - ბრონქული ასთმა, თივის ციება და სხვა ალერგიული დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, სისხლდენა ანამნეზში, ორსულობა. 

გამოყენების წესი და დოზები 

შიგნით, ზრდასრულებს - 0,25 გ დღეში 4-ჯერ საკვების მიღებამდე 0,5-1 საათით ადრე წყლის მცირე რაოდენობით; საჭიროების შემთხვევაში დოზას ზრდიან 3 გ-მდე დღე-ღამეში.

კუჭნაწლავის ტრაქტის და შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების ინფექციები: 0,5 გ დღე-ღამეში 4-ჯერ. 

გონოკოკური ურეტრიტის დროს -შიგნით 3,5 გ ერთჯერადად. 

ბავშვებში ინფექციის მსუბუქი მიმდინარეობის დროს უმჯობესია პრეპარატის მიღება სუსპენზიის სახით. 

ბავშვებს 4 წლის ზევით უნიშნავენ 1-2 გ დღე-ღამეში. დღე-ღამის დოზას ყოფენ 4-6 მიღებად. 

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე (5-10 დღიდან 2-3 კვირამდე, ხოლო ქრონიკული პროცესების დროს - რამდენიმე თვის განმავლობაში). 

გვერდითი მოვლენები 

ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია - კანის აქერცვლა, ქავილი, ჭინჭრის ციება, რინიტი, კონიუნქტივიტი, კვინკეს შეშუპება, იშვიათად - ციება, არტრალგია, ეოზინოფილია, ერითემატოზური და მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ექსუდატური ერითემა, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქციები, ერთეულ შემთხვევებში - ანაფილაქტიური შოკი. 

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისბაქტერიოზი, სტომატიტი, გასტრიტი, პირის სიმშრალე, გემოს ცვლილება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სტომატიტი, გლოსიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ტრანსამინაზების დონის ზომიერი მომატება, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი. 

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: აჟიტაცია ან აგრესიულობა, მღელვარება, ცნობიერების არევა, ქცევის ცვლილება, დეპრესია, კრუნჩხვები (მაღალი დოზებით თერაპიის დროს). 

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია. 

სხვა: ინტერსტიციალური ნეფრიტი, ნეფროპათია, სუპერინფექცია (განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების ან ორგანიზმის დაქვეითებული რეზისტენტულობის მქონე პაციენტებში), საშოს კანდიდოზი.   

ჭარბი დოზირება 

სიმპტომები: ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკური მოქმედების გამოვლინებები (განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში); გულისრევა, ღებინება, დიარეა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (როგორც ღებინების და დიარეის შედეგი. )

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, მარილოვანი საფაღარათო საშუალებები, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის  მხარდამჭერი პრეპარატები და სიმპტომური. გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.  

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან 

ანტაციდები, გლუკოზამინი, საფაღარათო საშუალებები, საკვები ანელებენ და ამცირებენ აბსორბციას; ასკორბინის მჟავა ზრდის აბსორბციას. 

ბაქტერიციდული ანტიბიოტიკები (მათ შორის ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ციკლოსერინი, ვანკომიცინი, რიფამპიცინი) - სინერგიული მოქმედება; ბაქტერიოსტატური პრეპარატები (მაკროლიდები, ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები, ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები) - ანტაგონისტური. 

ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას (ნაწლავების მიკროფლორის დათრგუნვით, ამცირებს K ვიტამინის სინთეზს და პროთრომბინის ინდექსს); ამცირებს ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას (აუცილებელია კონტრაცეფციის სხვა დამატებითი მეთოდების გამოყენება), აგრეთვე იმ სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას,  რომელთა მეტაბოლიზმის პროცესში წარმოიქმნება პარა-ამინობენზოის მჟავა, ეთინილესტრადიოლი (უკანასკნელ შემთხვევაში იმატებს „გარღვევის“ სისხლდენების განვითარების რისკი). 

დიურეზული საშუალებები, ალოპურინოლი, ოქსიფენბუტაზონი, ფენილბუტაზონი, არასტეროიდული ანთების საწინაარმდეგო პრეპარატები, პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ მილაკოვან სეკრეციას, ზრდიან პრეპარატის კონცენტრაციას (მილაკოვანი სეკრეციის შემცირების ხარჯზე). 

ალოპურინოლი ზრდის კანის გამონაყარის განვითარების რისკს. 

ამცირებს კლირენსს და ზრდის მეტოტრექსატის ტოქსიკურობას. 

აძლიერებს დიგოქსინის შეწოვას. 

განსაკუთრებული მითითებები 

მკურნალობის კურსის დროს აუცილებლად უნდა განხორციელდეს სისხლდინების  ორგანოების, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მდგომერეობის კონტროლი. 

შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება მის მიმართ არამგრძნობიარე მიკროფლორის ხარჯზე, რაც მოითხოვს ანტიბაქტერიული თერაპიის შესაბამის შეცვლას. 

ბაქტერიემიის (სეფსისი) მქონე ავადმყოფების მკურნალობისას შესაძლებელია ბაქტერიოლიზის (იარიშ-ჰერკსგეიმერის რეაქცია) რეაქციის განვითარება. 

პენიცილინებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკებით.

მსუბუქი დიარეის მკურნალობის დროს მკურნალობის კურსის ფონზე მოერიდეთ დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ ნაწლავების პერისტალტიკას; შესაძლებელია კაოლინის ან ატაპულგიტის შემცველი დიარეის საწინააღმდეგო საშულებების გამოყენება. 

მკურნალობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს დაავადების კლინიკური ნიშნების გაქრობის შემდეგ 48-72 საათის განმავლობაში. 

ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების და ანპიცილინის ერთდროული გამოყენების დროს შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ კონტრაცეფციის სხვა ან დამატებითი მეთოდები. 

გამოშვების ფორმა 

ტაბლეტები 250 მგ. 

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინიქლორიდის აპკისგან და ალუმინის საბეჭდი გალაქული ფოლგისგან.

2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა  გამოყენების ინსტრუქციით  მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები 

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. 

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy