ვარიქსინალი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 44,72 GEL რეგულარული ფასი 59,00 GEL
მარაგშია
SKU
35553_1517

ჩვენება:ვარიკოზი, თრომბოფლებიტი,სიმძიმე ფეხებში, ტკივილი, ბუასილი.

შემადგენლობა:
1 ტაბლები შეიცავს: 
ცხენისწაბლა -Horse chestnut-(Aesculus hippocastanum)-1000 მგ. 
კოლხური თაგვისარა-Butcher’s broom-(Ruscus aculeatus)-extract-800 მგ. 
მოცვის ექსტრაქტი-Blueberries extract-200 მგ.
აზიური ცენტელა-Gotu kola extract-(Centella asiatica)-100 მგ.
ვიტამინი C-250 მგ.
ჰესპერიდინი-Hesperidin- 100 მგ. 
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ამცირებს ვენურ მოცულობას ქვედა კიდურებში ვენულებისა და სისხლძარღვების კუნთების ტონუსის გაზრდის გზით. აქვს ვენოტონური, ანგიოპროტექტორული მოქმედება. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ლიმფურ დრენაჟს. ამცირებს სისხლძარღვის კედლის განვლადობას. აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს. ასტიმულირებს კოლაგენისა და მუკოპოლისაქარიდების სინთეზს. ხელს უშლის თრომბოციტების ადჰეზია-აგრეგაციას ენდოთელიუმის ზედაპირზე.                                                
ფარმაკოლოგიური თვისებები:  ცხენისწაბლა-შეიცავს გლიკოზიდებს, ფლავონოიდებსა და კატექინებს, რომლებიც შერჩევითად ამცირებენ ვენურ მოცულობას ქვედა კიდურებში ვენულებისა და სისხლძარღვების კუნთების ტონუსის გაზრდის გზით. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. ამავდროულად, აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს. კოლხური თაგვისარა-აქვს სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ვენოტონური მოქმედება. ააქტიურებს უჯრედშიდა მეტაბოლიზმს, ანეიტრალებს ტოქსინებს კუნთოვან ქსოვილში. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს შეშუპებას. მოცვი-მდიდარია ანტოციანიდინებით, რომლებიც ანტიოქსიდანტებია, იცავს არტერიებსა და ვენებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. ასტიმულირებს კოლაგენისა და მუკოპოლისაქარიდების სინთეზს, რომლებიც უზრუნველყოფენ არტერიების კედლების მთლიანობას. ანტოციანიდინები ხელს უშლიან თრომბოციტების ადჰეზია-აგრეგაციას ენდოთელიუმის ზედაპირზე. აზიური ცენტელა-მდიდარია A, B, E, K ვიტამინებით. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს. იცავს კანს ტროფიკული წყლულის განვითარებისგან. ვიტამინი C-ამაგრებს სისხლძარღვის კედლებს, ამცირებს მის განვლადობას. ჰესპერიდინი-აქვს ვენოტონური და ანგიოპროტექტორული მოქმედება. ამცირებს სისხლძარღვის კედლის განვლადობას, ზრდის მის რეზისტენტობას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციასა და ლიმფურ დრენაჟს.
ჩვენებები:
 • ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა
 • სიმძიმე ფეხებში, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები, ტროფიკული დარღვევები
 • ბუასილი,  ბუასილის რეციდივების პროფილაქტიკა,
 ბუასილის პროფილაქტიკა შეკრულობის დროს 
 • ვენური უკმარისობა ორსულებში 
 • შეშუპება მასტექტომიის შემდგომ 
 • ჰორმონებით გამოწვეული ფლებოპათია 
 * ვარიკოცელე
უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია წინააღმდეგჩვენება არ არის.                              
დოზირება და მიღების წესი: 1 აბი 1-ჯერ დღეში  ჭამის შემდეგ. ინიშნება 12 წლიდან. 
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #30, საკვები დანამატი
მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy