Privituss - პრივიტუსი 100მლ სუსპენზია
ჩვენება: ხველის დამრთგუნველი საშუალება.
პრივიტუსი
PRIVITUSS
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ხველის დამრთგუნველი საშუალება
შემადგენლობა:
სუსპენზიის 100მლ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: L- ქლოპერასტინის ფენდიზოატი 708 მგ (ექვივალენტურია 400 მგ ქლოპერასტინის ჰიდროქლორიდის)
დანამატები: ქსანტანის ფისი, პოლიოქსიეთილენის სტეარატი, ქსილიტოლი, მეთილის პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პ- ჰიდროქსიბენზოატი, ბანანის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
ჩვენებები:
ხველის დამრთგუნველი საშუალება.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ. კვლევების არასაკმარისი რაოდენობის გამო 0-2 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, გირჩევთ არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი პატარა ბავშვებში. ასევე არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში
გაფრთხილებები:
ორსულ ცხოველებზე ტოქსიკურობის კვლევამ არ გამოავლენილა ტერატოგენობა და ემბრიონზე ტოქსიკური მოქმედება. კარგი იქნება, თუ პრეპარატს არ მიიღებთ ორსულობის პირველი და ბოლო თვეების განმავლობაში, გარდა აუცილებელი შემთხვევისა. ამ დროს უნდა იყოთ ექიმის კონტროლის ქვეშ.
თერაპიული დოზით მედიკამენტს არ გააჩნია დამრთგუნველი ეფექტი და არ უშლის ხელს ავტომანქანის მართვას.
ურთიერთქმედება:
მედიკამენტი შესაძლოა ურთიერთქმედებაში შევიდეს ცენტრალური ნერვული სისტემის როგორც დამამშვიდებელ, ისე მასტიმულირებელ სუბსტანციებთან. შესაძლოა გაძლიერდეს ანტიჰისტამინური/ანტისეროტონული სუბსტანციების მოქმედება და შემცირდეს მიორელაქსანტების ოდენობა, როგორიცაა პაპავერინი.
დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილები: 5 მლ სამჯერ დღეში.
ბავშვები: 2-დან 4 წლამდე: 2 მლ ორჯერ დღეში;
4-დან 7 წლამდე: 3 მლ ორჯერ დღეში;
7-დან 15 წლამდე: 5 მლ ორჯერ დღეში.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
დანაყოფებიანი 2-3-5 მლ საზომი ჭიქა მოთავსებულია შეფუთვაში.
ბოთლის გახსნა - დააწექით თავსახურს ქემოთ და გადაატრიალეთ მარცხნივ.
ბოთლის დახურვა - გადაატრიალეთ თავსახური მარჯვნივ.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რები (ზონდის მეშვეობით კვება, აქტივირებული ნახშირი და ა.შ) და დააკვირდეთ ხომ არ აღინიშნება მომატებული აგზნებადობის ნიშნები.
გვერდითი ეფექტები:
კლინიკურმა ექსპერინემტებმა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში აჩვენა კუჭ-ნაწლავის აშლილობის (დარღვევის) სუსტი, გარდამავალი შემთხვევები. თერაპიული დოზებისათვის არ დაფიქსირებულა დამრთგუნველი, ან მასტიმულირებელი ტიპის ცენტრალურ მოქმედებასთან დაკავშირებული რაიმე სიმპტომი, ან ნიშანი. ცხრილში მოცემული ინსტუქტაჟის დაცვა შეამცირებს არასასურველი მოქმედების რისკს. ნებისმიერი არასასურველი ეფექტი ჩვეულებრივ წარმავალია. მათი აღმოცენების შემთხვევაში შეატყობინეთ ექიმს. აუცილებელია უთხრათ ექიმს იმ არასასურველი ეფექტების შესახებაც, რომელიც არ არის ცხრილში მოცემული.
ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები
ვადა: იხ. შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ვადა. პროდუქტის ვარგისინობის ვადა ეხება გაუხსნელ პრეპარატს.
ყურადღება: არ გამოიყენოთ მედიკამენტი მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ეს მედიკამენტი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ შენახვის პირობებს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაცევტული ფორმა:
სუსპენზია ორალური გამოყენებისათვის - 100 მლ ბოთლი.
სავაჭრო უფლების მფლობელი:
AESCULAPIUS FARMACEUTICI S.r.i. - Via Cozzaglioo, 24 - 25125 BRESCIA.
მწარმოებელი:
MITIM S.r.i. Via Cacciamali 34-36-38-25125 BRESCIA – იტალია.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account