დოქტორ-მომი მალამო

განსაკუთრებული ფასი 7,95 GEL რეგულარული ფასი 11,16 GEL
მარაგშია
SKU
2466_287

ჩვენება: მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომური თერაპია, რომლებსაც ახლავს სურდო, ცხვირის დაცობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, თავის ტკივილი.

დოქტორ მომი® ქოლდ რაბი
სამკურნალწამლო ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის

შემადგენლობა

მალამოს ყოველი 20გრ შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
პიტნა..........................................0,61გ
ქაფური....................................1,05გ
თიმოლი..................................0.02გ
სკიპიდარის ზეთი...........1,11 მლ
ევკალიპტის ზეთი...........0.30 მლ
მუსკატის ზეთი................0,11 მლ
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი 20,0გ-მდე.

აღწერა:
ნახევრადგამჭვირვალე მალამო, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, პიტნისა და ქაფურის სუნით.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ადგილობრივი გამაღიზიანებელი მცენარეული წარმოშობის საშუალება.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ახდენს ადგილობრივ-გამაღიზიანებელ, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკურ მოქმედებას.

მიღების ჩვენება:

მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომური თერაპია, რომლებსაც ახლავს სურდო, ცხვირის დაცობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, თავის ტკივილი.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
კანის საფარის დაზიანებები, პრეპარატის გამოყენების ადგილზე კანის დაავადების არსებობა.
ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულებსა და მეძუძურ დედებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილების არარსებობის გათვალისწინებით, მოცემული ჯგუფისთვის მისი დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

გამოყენების მეთოდი

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის!
• სურდოს ან ცხვირის დაცობისას მალამოს წასმა საჭიროა ცხვირის კანზე;
• კუნთების, ზურგის ტკივილისას მალამო ისმევა მტკივნეულ ადგილზე. უკეთესი შედეგის მისაღწევად, საჭიროა მტკივნეული ადგილის თბილი საფენით დაფარვა.
• თავის ტკივილისას მალამო ისმევა საფეთქლის ადგილზე.

გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები

განსაკუთრებული მითითებები
მალამოს მოხვედრა არ შეიძლება თვალებში, ცხვირისა და პირის ლორწოვან გარსზე, კანის დაზიანებულ ადგილებზე.

გამოშვების ფორმა:
მალამო გარეგანი გამოყენებისთვის; 20გ პოლიეთილენით ლამინირებული ალუმინის ფოლგით დაფარულ პოლიპროპილენის ფლაკონში, ხრახნიანი სახურავით. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
3 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy