ACC 200 - აცც 200 მგ 20 შუშხუნა ტაბლეტი
ჩვენება: ძნელად გამოყოფადი წებოვანი ლორწოს ჰიპერსეკრეციით მიმდინარე სუნთქვის ორგანოების დაავადებები, ბრონქოექტაზია, ობსტრუქციული ბრონქიტი, მუკოვისციდოზი
აცც შუშხუნა
(აცეტილცისტეინი)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შუშხუნა აბები შეფუთვაში 20 ცალი, 1 აბი შეიცავს 200მგ აცეტილცისტეინს
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება
ჩვენება:
ძნელად გამოყოფადი წებოვანი ლორწოს ჰიპერსეკრეციით მიმდინარე სუნთქვის ორგანოების დაავადებები, ბრონქოექტაზია, ობსტრუქციული ბრონქიტი, მუკოვისციდოზი
დოზირება:
მოზრდილებში და ბავშვებში 14 წლის ზემოთ ინიშნება 200მგ დღეში 3-ჯერ (სულ 600მგ), 6-14 წლამდე რეკომენდებულია 1 აბი დღეში 2-ჯერ (სულ 400მგ), 2-6 წლამდე ინიშნება 100მგ 2-3-ჯერ დღეში (200-300მგ). 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება სასიცოცხლო ჩვენებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 50მგ დღეში 2-3-ჯერ (100მგ დღეში). პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, წყალში (ან წვენში) გახსნილ მდგომარეობაში, და უნდა იქნას მიღებული მაშინვე მომზადების შემდეგ. მკურნალობის კურსი საშუალოდ შეადგენს 5-7 დღეს
გვერდითი მოვლენები:
სტომატიტი, დიარეა, გულის რევა, ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები, შესაძლებელია ფილტვებში სისხლდენის განვითარება, ბრონქოსპაზმის გაძლიერება
უკუჩვენება:
წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, სისხლიანი ნახველი, ორსულობა, ლაქტაცია, საყლაპავი ვენების ვარიკოზი, მომატებული მგრძნობელობა,
განსაკუთრებული მითითება:
სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმის დროს, ბრონქული გამტარობის კონტროლით, პრეპარატის გახსნისას აუცილებლად უნდა გამოიყენონ მინის ჭურჭელი, თავიდან უნდა აიცილონ კონტაქტი ლითონებთან, რეზინთან, ჟანგბადთან, არ შეიძლკება პრეპარატის ხმარება ხველების დამთრგუნველ პრეპარატებთან, რადგან შეიძლება მოხდეს ლორწოს შეგუბება ფილტვებში, აცეტილცისტეინი გამოიყენება როგორც ანტიდოტი პარაცეტამოლით მოწამვლისას. პრეპარატი შეუთავსებელია ანტიბიოტიკებთან (პენიცილინი, ცეფალოსპორინი, მაკროლიდები, ტეტრაციკლინი) ამიტომ მათი მიღება უნდა მოხდეს 2 საათის ინტერვალით.
შენახვის ვადა 3 წელი
გერმანია, HEXAL
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account