Trachisan - ტრახისანი 20 საწუწნი ტაბლეტი
ჩვენებები
პირის ღრუს და ხახის ანთებითი და ინფექციური დაავადებები, მათ შორის, სტომატიტები, გინგივიტები, პარადონტიტები, გლოსიტები, ტონზილიტები, ფარინგიტები; დისფაგია და სხვა მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს ყლაპვის დარღვევა. ინფექციების პროფილაქტიკა პირის ღრუსა და ხახის მიდამოზე ოპერატიულ ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ (კბილის ექსტრაქცია, ღრძილების ქირურგიული მკურნალობა, ტონზილექტომია).
ტრახისანი
საწუწნი ტაბლეტები
ფურცელი-ჩანართი. ინფორმაცია პაციენტებისათვის.
მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
1 ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
ტიროტრიცინი 0.5 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1 მგ, ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი, ხსნარი 1 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
სორბიტოლი (E 420), მაგნიუმის სტეარატი, პიტნის ზეთი.
სამკურნალო ფორმა
საწუწნი ტაბლეტები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები.
ჩვენებები
პირის ღრუს და ხახის ანთებითი და ინფექციური დაავადებები, მათ შორის, სტომატიტები, გინგივიტები, პარადონტიტები, გლოსიტები, ტონზილიტები, ფარინგიტები; დისფაგია და სხვა მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს ყლაპვის დარღვევა. ინფექციების პროფილაქტიკა პირის ღრუსა და ხახის მიდამოზე ოპერატიულ ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ (კბილის ექსტრაქცია, ღრძილების ქირურგიული მკურნალობა, ტონზილექტომია).
უკუჩვენებები
არ ინიშნება ფრუქტოზას აუტანლობის და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დესკვამაციის დროს, რომელსაც არ ახლავს სისხლდენა (ეროზიულ-დესკვამაციური ცვლილებები), პირის ღრუსა და ხახაში ახალი, დიდი ზომის ჭრილობების არსებობისას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან საჭიროა პრეპარატის გაწუწვნა.
სხვა ფარმაცევტული პრეპარატების მსგავსად ტრახისანის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
1 ტაბლეტი ყოველ 2 სთ-ში პირის ღრუში გასაწუწნად. სადღეღამისო დოზა მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში - 8 ტაბლეტი; 4-12 წლის ბავშვებში - 6 ტაბლეტი. როგორც წესი გაავადების სიმპტომები ქრება რამდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება კიდევ 2-3 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის განმავლობაში არ აღინიშნება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი ეფექტები
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის: ადგილობრივი გაღიზიანება, ხახის შეშუპება, გამონაყარი კანზე და ქოშინი. არ არის გამორიცხული სერიოზული ან დაავადების მიმდინარეობის განზოგადებული შემთხვევები.
ტრახისანს, ჩვეულებრივ, კარგი ამტანობა ახასიათებს. შესაძლებელია გემოს ხანმოკლე ცვლილება, ენის დროებითი დაბუჟება. ხანგრძლივი გამოყენებისას ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია კბილების, კბილის პლომბების და პროთეზების ან ენის ფერის უმნიშვნელო შეფერილობა ყვითლად ან ღია ყავისფრად, ამ შემთხვევებში საჭიროა პირის ღრუს ჰიგიენის სათანადო დაცვა. შეფერილობა თავისით ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვა
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა და შემცველობა
20 ტაბლეტი შეფუთვაში (2 ბლისტერი, თითოეულზე 10 ტაბლეტით).
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
ენგელჰარდ არცნაიმითელ გმბჰ & კო. კგ.
ჰერცბერგშტრასე 3, 61138
ნიდერდორფელდენი, გერმანია
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account