Isla Mint - ისლა მინტი 30 საწუწნი ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 18,42 GEL რეგულარული ფასი 19,39 GEL
მარაგშია
SKU
37098_758

ჩვენება:ყელში ჩხვლეტის შეგრძნება, ხმის ჩახლეჩვა,ხმის იოგების დაძაბვა (სიმღერის ან საუბრის დროს),ყელის სიმშრალე,ცხვირისმიერი სუნთქვის გაძნელება.

სავაჭრო დასახელება: ისლა-მინტი

წამლის ფორმა: მცენარეული ტაბლეტი

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 100მგ ისლანდიური ხავსის წყლიან ექსტრაქტს.

დამხმარე ინგრედიენტები:
აკაცია, სორბიტოლი, პარაფინის ზეთი (მსუბუქი), ასპარტამი, ქლოროფილის სპილენძის კომპლექსი (შეფერადებული E141), პიტნის ზეთი, გამოხდილი წყალი.

1 ტაბლეტი შეიცავს 392მგ სორბიტოლს (შაქრის შემცვლელი) = 0.031 BU

ჩვენება:
ისლა-მინტში შემავალი კომპონენტები დაფარულია გარსით, რაც არ იწვევს ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და სასიამოვნოს ხდის პრეპარატის მიღებას.
ისლა-მინტი გამოიყენება ყელის ტკივილისას, რომელიც გამოწვეულია:
 ყელში ჩხვლეტის შეგრძნება, ხმის ჩახლეჩვა
 ხმის იოგების დაძაბვა (სიმღერის ან საუბრის დროს)
 ყელის სიმშრალე
 ცხვირისმიერი სუნთქვის გაძნელება

უკუჩვენება:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. იმ შემთხვევაში როდესაც პაციენტს ფრუქტოზას მიმართ გააჩნია მომატებული მგრძნობელობა, პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციით. ფენილკეტონურიით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის მიღება არ არის სასურველი.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის რეკომენდებული დოზით გამოყენება სიფრთხილის ზომებს არ საჭიროებს.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არსებობს მონაცემები ისლა-მინტის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი:
ისლა-მინტის 1-2 ტაბლეტი მიიღება ჩასაწუწნად დღეში რამდენჯერმე.

შენიშვნა:
პრეპარატი შეიცავს 392მგ სორბიტოლს = 0,031 BU

მკურნალობის ხანგრძლივობა:
ისლა-მინტის გამოყენება დასაშვებია ხანგრძლივად. პრეპარატის გამოყენებიდან 10 დღის განმავლობაში თუ არ აღინიშნება სასურველი შედეგი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატში სორბიტოლის არსებობის გამო შესაძლოა იშვიათად გამოვლინდეს მსუბუქი ფაღარათი.

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი #30
ერთ ბლისტერზე 10 ტაბლეტი.

შენახვის პირობები:
ინახება 250ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
4 წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy