Pileje Chronobiane - პილეჟე ქრონობიენ LP 1.9მგ 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 27,94 GEL რეგულარული ფასი 55,89 GEL
მარაგშია
SKU
65190_2863

ჩვენება: ბუნებრივად აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.

პილეჟე ქრონობიენ LP 1.9მგ 60 ტაბლეტი

სწრაფი და ხანგრძლივი მოქმედების მელატონინი - ბუნებრივად აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს

ქრონობიენ LP (დაყოვნებული მოქმედების) შეიცავს სწრაფი და ნელი გამოთავისუფლების მელატონინს. სწრაფი გამოთავისუფლების მელატონი განაპირობებს სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას, ხოლო ნელი გამოთავისუფლების მელატონინი დილამდე ინარჩუნებს ორგანიზმში მელატონინის სტაბილურ დონეს და ეფექტურია ღამე ხშირად გამოღვიძების და დილას ადრიანად გაღვიძებისთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. 

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს (ძილის ჰორმონი), რომელსაც დიდი გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. მელატონინი აწესრიგებს ორგანიზმის ცირკადულ რითმებს, აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას. მელატონინი  აუმჯობესებს გუნება - განწყობას გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას. მელატონინი ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, აგზნებადობას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებაზე, აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. მელატონინი განაპირობებს ნეიროპროტექტორულ დაცვას - იცავს ნერვულ უჯრედებს დაზიანებისგან და აუმჯობესებს ნეიროპლასტიურ - ნერვული უჯრედების განახლების პროცესებს, აუმჯობესებს მეხსიერებას.

ჩვენება:

• ძილის დარღვევები, უძილობა
• სტრესი, მომატებული ნერვული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
• მოუსვენრობა, შფოთვა
• ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
• კონცენტრაციის დაქვეითება
• ვეგეტონევროზი
• საათობრივი სარტყლის ცვლილებებით (მოგზაურობა) გამოწვეული ძილის დარღვევები
• ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს 1,9 მგ მელატონინს (სწრაფი გამოთავისუფლების -  0.4 მგ; ნელი გამოთავისუფლების - 1.5 მგ).

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დაძინებამდე 1 საათით ადრე. რეკომენდებულია 2 თვე უწყვეტად.

გაფრთხილება:

12 წლამდე ასაკის პირებში, ორსულებში, მეძუძურ დედებში, ეპილეფსიითა და ასთმით დაავადებულ პირებში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

 N60 ტაბლეტი.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

ასევე, იხილეთ : Pileje Chronobiane - პილეჟე ქრონობიენ იმედიატი 20მლ სპრეი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy