Efferalgan - ეფერალგანი 90 მლ. ხსნარი

განსაკუთრებული ფასი 10,47 GEL რეგულარული ფასი 14,89 GEL
მარაგშია
SKU
617_8
ინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფეპრეპარატი გამოიყენება თავის, ყელის, კბილის ტკივილის დროს. ქციების, პოსტვაქცინური რეაქციების და სხვა ცხელებით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადების დროს.

საერთაშორისო დასახელება:

PARCETAMOL

მწარმოებელი: UPSA Laboratories a division of BRISTOL - MYERS SQUIBB, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფლაკონში 90 მლ.

5 მლ

პარაცეტამოლი   .....................      150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაკროგოლი 6000, საქაროზას ხსნარი, საქარინი (ნატრიუმის მარილი), სორბინოლის მჟავა, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, კარამელ-ვანილის არომატიზატორი, წყალი.

ჩვენებები:

  • ინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, პოსტვაქცინური რეაქციების და სხვა ცხელებით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადების დროს.
  • პრეპარატი  გამოიყენება თავის, ყელის, კბილის ტკივილის და მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილის კუპირებისათვის.
  • ეფერალგანის სიროფი ინიშნება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში (სხეულის მასა 6-32 კგ)
  • მიღების წესი და დოზირება:
  • იროფი: მიიღება დიდი რაოდენობით სითხესთან ეთად საკვების მიღებიდან 1-2 საათში.

    ზუსტი დოზირებისთვი გამოიყენება საზომი კოვზი, რომელზეც აღნიშნულია დანაყოფები, ერთჯერადი დოზის მაჩვენებელი (15 მგ/კგ), ბავშვებისათვის შესაბამისი სხეულის წონით: 4, 8, 12 ან 16 კგ. დანაყოფები, რომლებიც არ არის აღნიშნული, შეესაბამება შუალედურ წონას: 6, 10 ან 14 კგ (იხილე ცხრილი), პრეპარატი შეიძლება მიეცეს ბავშვს განზავების გარეშე ან წყალში ან რძეში განზავებული.

    ბავშვის ასაკი ბავშვის სხეულის წონა (კგ)
    საზომ კოვზზე ნიშნული
    (პარაცეტამოლი მგ/ხსნარის მოცულობა)
    1-3 თვე მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით  
    3-5 თვე 6-8 6 (90 მგ/3 მლ)
    5 თვიდან 1 წლამდე 8-10 8 (120 მგ/4 მლ)
    1-2 წელი 10-12 10 (150 მგ/5 მლ)
    2-3 წელი 12-14 12 (180 მგ/6 მლ)
    3-4 წელი 14-16 14 (210მგ/7მლ)
    4-6 წელი 16-20 16 (240 მგ/8 მლ)
    6-7 წელი 20-22 16+4 (300მგ/10მლ)
    7-8 წელი 22-24 16+6 (330 მგ/11 მლ)
    8-9 წელი 24-26 16+8 (360 მგ/12 მლ)
    9-10 წელი 26-28 16+10 (390 მგ/13მლ)
    10-11 წელი 28-30 16+12 (420 მგ/14 მლ)
    11-12 წელი 30-32 16+14 (450 მგ/15 მლ)
  • პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათს.

    პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ჟილბერის სინდრომით და ხანდაზმულებში, მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 საათს და შესაბამისად სადღეღამისო დოზაც მცირდება.

    მკურნალობის ხანგრძლივობა:

    პრეპარატი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არ უნდა გამოვიყენოთ 5 დღეზე მეტ ხანს, ხოლო სიცხის დამწევის სახით - 3 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

    გვერდითი მოვლენები:

    რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ხანდახან მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით.

    სწორი ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანება სუპოზიტორიების გამოყენების დროს;

    იშვიათად - ჰემოპოეზური სისტემის მხრივ დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, ნეტჰემოგლობინემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).

    პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რის გამოც აუცილებლია სისხლის სურათის შემოწმება.

    პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება.

    არასასურველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

    უკუჩვენებები:

    *მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

    *ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;

    *სისხლის სისტემის დაავადებები; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

    *სიროფი უკუნაჩვენებია 1 თვემდე ასაკის ბავშვებში;

    განსაკუთრებული მითითებები:

    *ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ჟილბერის სინდრომის (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია) არსებობისას პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება; პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

    1-3 თვემდე ასაკის ბავშვებში ეფერალგანის სიროფის გამოყენებისას მიღების წესი და დოზირებას განსაზღვრისათვის აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია. სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

    პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციური ტესტებისა და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.

    ჭარბი დოზირება:

    პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში ტკივილი. 2 დღის შემდეგ მოსალოდნელია ღვიძლის დაზიანების ნიშნების გამოვლენა, რაც დაკავშირებულია ტოქსიკური მეტაბოლიტის N-მეთილ-ბენზოქინონიმინის დაგროვებასთან, რომელიც პარაცეტამოლის მიღების თერაპიულ დოზებში ინაქტივირდება გლუტათიონთან კონიუგაციის ხარჯზე. მძიმე შემთხვევების დროს ვითარდება ღვიძლის უჯრედების, თირკმელების უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა.

    ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ადსორბიტების დანიშვნა (გააქტივებული ნახშირი), აცეტილცისტეინის (ზრდის ღვიძლში გლუტათონის წარმოქმნას) და მეთიონინის შეყვანა.

    სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

    -პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის მიზანშეწონილი პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

    -პარაცეტამოლი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის დროს. ეფერალგანის და ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის, ღვიძლის მიკროსომული ფერმენტის და სხვა ინდუქტორების, აგრეთვე მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის და ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების გაძლიერება.

    -ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული ეფერალგანისა და ალკოჰოლური სასმელების კომბინაცია. პრეპარატის გამოყენება აგრეთვე ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებსაც მიდრეკილება გააჩნიათ ალკოჰოლური სასმელების მიმართ.

    - ეფერალგანის გამოყენებისას სისხლში შარდმჟავას და შაქრის რაოდენობის განსაზღვრის ტესტის ჩატარებისას მოსალოდნელა ცრუდადებითი შედეგი.

    -ლევომიცეტინის (ქლორამფენიკოლი) ერთდროული მიღება ზრდის ლევომიცეტინის ტოქსიკურობას. ეფერალგანი ზრდის არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების მოქმედებას და ამცირებს ურიკოზული პრეპარატების ეფექტურობას.

    შენახვის პირობები: ეფერალგანის სიროფი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

    ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

     

     

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy