სპერიდოლი 5მგ/მლ 1მლ 50 ამპულა

150,54 GEL
მარაგშია
SKU
34876_1675

ჩვენება: შიზოფრენიის, ტურეტის სინდრომის ტიკებისა და ხმოვანი წამოძახილების სამკურნალოდ.

სპერიდოლი

ჰალოპერიდოლის ინექცია BP 5 მგ/მლ

(დაუყოვნებლივ გამოსაშვებად)

მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე

გაფრთხილება

გაზრდილი სიკვდილიანობა ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც აქვთ დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზი

დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიფსიქოზური საშუალებებით, გაზრდილია გარდაცვალების რისკი.  ჩვიდმეტმა პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევის ანალიზმა (მოდალური ხანგრძლივობა 10 კვირა), ძირითადად იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ატიპიურანტიფსიქოზურ საშუალებებს, გამოავლინა, რომ სიკვდილის რისკი იმ პაციენტებში, რომლებიც მედიკამენტებით მკურნალობენ 1,6-დან 1,7-ჯერ აღემატება პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებში არსებულ სიკვდილის რისკს. ატიპიური 10 კვირიანი კონტროლირებადი კვლევის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მედიკამენტებით ნამკურნალევ პაციენტებში იყო დაახლოებით 4.5%, ხოლო პლაცებო ჯგუფში დაახლოებით 2.6%. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების მიზეზები განსხვავებული იყო, სიკვდილის უმეტესობა როგორც ჩანს, იყო ან გულ-სისხლძარღვთა მიზეზით (მაგალითად, გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური დაავადებებით გამოწვეული (მაგ.პნევმონია). დაკვირვებითი კვლევები მიუთითებენ, რომ ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების მსგავსად, ჩვეულებრივი ანტიფსიქოზური საშუალებებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს სიკვდილიანობა. ის, თუ დაკვირვებით კვლევებში გამოვლენილი გაზრდილი სიკვდილიანობა რამდენად შეიძლება მიეკუთვნებოდეს ანტიფსიქოზურ პრეპარატს პაციენტების ზოგიერთი მახასიათებლებთან შედარებით, არ არის ნათელი. ჰალოპერიდოლი სინექცია არ არის დამტკიცებული დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ (იხ. გაფრთხილებები).
 

აღწერა

ჰალოპერიდოლი არის პირველიძირითადი ანტიფსიქოზური საშუალება ბუტიროფენონის სერიიდან. ქიმიური სახელწოდებაა 4-[4-(p-ქლოროფენილ)-4-ჰიდროქსიპიპერიდინო]-4’-ფტორბუტიროფენონი და მას აქვს შემდეგი სტრუქტურული ფორმულა:

სპერიდოლი (ჰალოპერიდოლი) ხელმისაწვდომია სტერილურ პარენტერალურ ფორმაში კუნთში საინექციოდ. ინექციაშეიცავს 5მგ ჰალოპერიდოლს(ლაქტატის სახით) და რძემჟავასpH-ს 2.8-დან 3.6-მდე დასარეგულირებლად.

კლინიკური ფარმაკოლოგია

მოქმედების ზუსტი მექანიზმი მკაფიოდ არ არის დადგენილი.

ჩვენება

სპერიდოლი (ჰალოპერიდოლის ინექცია) გამოიყენება

-         შიზოფრენიის სამკურნალოდ

-         ტურეტის სინდრომის ტიკებისა და ხმოვანი წამოძახილების სამკურნალოდ

უკუჩვენებები

სპერიდოლი (ჰალოპერიდოლის ინექცია) უკუნაჩვენებია ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე ტოქსიკური დეპრესიის დროს ანნებისმიერი მიზეზით გამოწვეული კომატოზური მდგომარეობების შემთხვვებში და იმ პირებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ამ პრეპარატის მიმართ ან აქვთ პარკინსონის დაავადება.

გაფრთხილებები

გაზრდილი სიკვდილიანობა დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში

დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიფსიქოზური საშუალებებით, გაზრდილია სიკვდილის რისკი. ჰალოპერიდოლის ინექცია არ არის დამტკიცებული დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ (იხ. გრაფაში მოცემული გაფრთხილება).

გავლენა გულსისხლძარღვთა სისტემაზე

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰალოპერიდოლს, აღინიშნა უეცარი სიკვდილის, QT ინტერვალის გახანგრძლივების, „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის შემთხვევები. ჰალოპერიდოლის ნებისმიერი ფორმის და ინტრავენური შეყვანა რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ასოცირებულია QT ინტერვალის გახანგრძლივების და „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის მაღალ რისკთან. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევები გამოვლინდა მაპროვოცირებელი ფაქტორების არარსებობის შემთხვევაშიც კი, განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც სხვა QT ინტერვალის გახანგრძლივებული პირობები აღენიშნებათ (მათ შორის ელექტროლიტური დისბალანსი [განსაკუთრებით ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია], წამლები, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, გულის თანდაყოლილი ანომალიები, ჰიპოთირეოზი და მემკვიდრეობითი ხანგრძლივი QT ინტერვალის სინდრომი). ჰალოპერიდოლის ინექციის ინტრავენური სახით მიღება არ არის დამტკიცებული. თუ ჰალოპერიდოლი შეყვანილია ინტრავენურად, საჭიროა ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი QT-ის ინტერვალის გახანგრძლივებაზე და არითმიებზე.

გვიანი დისკინეზია

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიფსიქოზური საშუალებებით, შეიძლება განვითარდეს სინდრომი, რომელიც შედგება პოტენციურად შეუქცევადი, უნებლიე, დისკინეტიკური მოძრაობებისგან. მიუხედავად იმისა, რომ სინდრომი ძირითადად აღინიშნება ხანდაზმულებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალებში, შეუძლებელია დაეყრდნოთ ამ მონაცემებს ანტიფსიქოზური მკურნალობის დაწყებისას იმის პროგნოზის გასაკეთებლად, თუ სავარაუდოდ რომელ პაციენტს განუვითარდება სინდრომი,რადგან უცნობია ანტიფსიქოზური სამკურნალწამლო პროდუქტების განსხვავებული  პოტენციალი გვიანი დისკინეზიის გამოწვევასთან დაკავშირებით.

გვიანი დისკინეზიის განვითარების რისკიც და მისი შეუქცევადობის ალბათობაიზრდება მკურნალობის ხანგრძლივობისა და ანტიფსიქოზური საშუალებების საერთო კუმულაციური დოზის ზრდის მიხედვით. მაგრამ სინდრომი მაინც შეიძლება განვითარდეს, თუმცა გაცილებით იშვიათად, მკურნალობის შედარებით ხანმოკლე პერიოდის შემდეგ და დაბალი დოზების შემთხვევაშიც.

არ არის ცნობილი გვიანი დისკინეზიის დადგენილი შემთხვევების მკურნალობის შესახებ, თუმცა სინდრომი შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად გაქრეს, თუ ანტიფსიქოზური მკურნალობა შეწყდება. თუმცა, თავად ანტიფსიქოზურმა მკურნალობამ შეიძლება დათრგუნოს (ან ნაწილობრივ დათრგუნოს) სინდრომის ნიშნები და სიმპტომები და ამით შენიღბოსძირითადი პროცესი. ეფექტი, რომელიც სიმპტომატურ ჩახშობას აქვს სინდრომის ხანგრძლივ მიმდინარეობაზე, უცნობია.

აქედან გამომდინარე, ანტიფსიქოზური პრეპარატები უნდა დაინიშნოს ისე, რომ დიდი ალბათობითმინიმუმამდე შემცირდეს გვიანი დისკინეზიის შემთხვევები. ქრონიკული ანტიფსიქოზური მკურნალობა ჩვეულებრივ უნდა ჩაუტარდესპაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ ქრონიკული დაავადება, რომელიც, 1) ცნობილია, რომ რეაგირებს ანტიფსიქოზურ პრეპარატებზე, და 2)რომელთათვისაც ალტერნატიული, თანაბრად ეფექტური, მაგრამ პოტენციურად ნაკლებად საზიანო მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი ან დასაშვები. პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც ესაჭიროებათ ქრონიკული მკურნალობა, უნდა შეირჩეს უმცირესი დოზა და მკურნალობის უმოკლესი ხანგრძლივობა, რომელსაც დამაკმაყოფილებელი კლინიკური შედეგი ექნება. მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა ხელახლა უნდა შეფასდესხოლმე პერიოდულად.

თუ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოზურ საშუალებებს, გამოვლინდება დაგვიანებული დისკინეზიის ნიშნები და სიმპტომები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.თუმცა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობა, მიუხედავად სინდრომის არსებობისა.

(გვიანი დისკინეზიის აღწერილობისა და მისი კლინიკური გამოვლენის შესახებდამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთგვერდითი რეაქციები.)

ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი(NMS)

პოტენციური ფატალური სიმპტომის კომპლექსი, რომელიც ცნობილია ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის სახელით, ასოცირებულია ანტიფსიქოზურ მედიკამენტებთან. ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის გამოვლინებებია ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდულობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეცვლა (კატატონიური ნიშნების ჩათვლით)და ავტონომიური ნერვული სისტემის დარღვევები(არარეგულარული პულსი ან არტერიული წნევა, ტაქიკარდია, დიაფორეზი და გულის რითმის დარღვევა). დამატებითი ნიშნები შეიძლებამოიცავდეს მომატებულ კრეატინფოსფოკინაზას, მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობას.

ამ სინდრომის მქონე პაციენტების დიაგნოსტიკური შეფასება რთულია. დიაგნოზის დროს მნიშვნელოვანია იმ შემთხვევების იდენტიფიცირება, როდესაც კლინიკური სურათი მოიცავს ორივეს - სერიოზულ სამედიცინო დაავადებას (მაგ.პნევმონია, სისტემური ინფექცია და ა.შ.) და არანამკურნალევ ან არაადეკვატურად ნამკურნალევ ექსტრაპირამიდულ ნიშნებს დასიმპტომებს (EPS). დიფერენციალური დიაგნოსტიკის სხვა მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი საკითხები მოიცავს ცენტრალურ   ანტიქოლინერგიულ ტოქსიკურობას, სითბურ დარტყმას, მედიკამენტოზურ ცხელებას და პირველადი ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) პათოლოგიებს.

ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის მართვაუნდა მოიცავდეს 1) ანტიფსიქოზური პრეპარატების და სხვა პრეპარატების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, რომლებიც არ არის აუცილებელი თანმხლები თერაპიისთვის, 2) ინტენსიურ სიმპტომურ მკურნალობას და სამედიცინო მონიტორინგს და3) ნებისმიერი თანმხლები სერიოზული სამედიცინო პრობლემის მკურნალობას, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია სპეციფიკური მკურნალობა. არ არსებობს ზოგადი შეთანხმება გაურთულებელი ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის სპეციფიკური ფარმაკოლოგიური მკურნალობის რეჟიმების შესახებ.

თუ პაციენტს ესაჭიროება ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობა ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, პრეპარატის შესაძლო ხელახალი გამოყენება ყურადღებით უნდა იქნეს განხილული. პაციენტი უნდა იყოს საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ, რადგან შესაძლებელია ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის რეციდივი.

ასევე ჰალოპერიდოლის მიღების შემთხვევაში დაფიქსირდა ჰიპერპირექსია და სითბური დარტყმა, რომლებიც არ არის ასოცირდებული ზემოხსენებულ სიმპტომურ კომპლექსთან.

გამოყენება ორსულობის დროს

მღრღნელებს მისცეს ჰალოპერიდოლის ადამიანებისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივ მაქსიმალურ დოზაზე 2-20-ჯერ მეტი პერორალური ან პარენტერალური გზით, რამაცაჩვენა რეზორბციის სიხშირის ზრდა, ნაყოფიერების დაქვეითება, დაგვიანებული მშობიარობა და ნაშიერის სიკვდილიანობა. ტერატოგენული გავლენა არ აღინიშნა ვირთხებში, კურდღლებში ან ძაღლებში ამ დოზების შემთხვევაში, მაგრამ სასის ნაპრალიდაფიქსირდა თაგვებში, რომლებსაც მისცეს ადამიანის ჩვეულებრივ მაქსიმალურ დოზაზე 15-ჯერ მეტი დოზა. როგორც ჩანს, თაგვებში სასის ნაპრალიიყო არასპეციფიკური რეაქცია სტრესზე ან კვების დისბალანსზე, ისევე როგორც სხვადასხვა წამლებზე, და არ არსებობსმტკიცებულება, რომ ეს მოვლენა დაკავშირებულია რისკთან ადამიანების შემთხვევაში ამ ნივთიერებების უმრავლესობის შემთხვევაში.

ორსულ ქალებში ჰალოპერიდოლის ინექციების კარგად კონტროლირებადი კვლევები არ არსებობს. არის მოხსენებები კიდურის პათოლოგიური განვითარების შემთხვევების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა დედის მიერ სხვა მედიკამენტებთან ერთად ჰალოპერიდოლისგამოყენების შემდეგ, რომლებსაც აქვთ ტერატოგენული პოტენციალი ორსულობის პირველ ტრიმესტრში. მიზეზობრივი ურთიერთობებისდადგენა ამ შემთხვევებში არ მოხდა. ვინაიდან ასეთი სახის გამოცდილება არ გამორიცხავს ნაყოფის დაზიანების შესაძლებლობასჰალოპერიდოლის მიზეზით,ორსულებში ან იმ ქალებში, რომლებიც დაორსულებას აპირებენ, ამ პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აშკარად ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ამ მედიკამენტით მკურნალობისას დაუშვებელია ჩვილებისთვის ძუძუს მიცემა.

არატერატოგენური ეფექტები

ახალშობილები, რომლებიც ანტიფსიქოზური მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ ორსულობის მესამე ტრიმესტრის დროს, მშობიარობის შემდგომ იმყოფებიან ექსტრაპირამიდული და/ან აბსტინენციის სიმპტომების რისკის ქვეშ. აღინიშნა მღელვარების, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, კანკალის, ძილიანობის, სუნთქვის დარღვევის და კვების დარღვევის შემთხვევები ამ ახალშობილებში. ეს გართულებები განსხვავებული იყო სიმძიმით; ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომები თვით ორგანიზებადი იყო, ზოგ შემთხვევაში ახალშობილებს დასჭირდათ ინტენსიური თერაპიის განყოფილების დახმარება და ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია.

ჰალოპერიდოლის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აშკარად ამართლებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.

ჰალოპერიდოლის და ლითიუმის კომბინირებული გამოყენება

ენცეფალოპათიური სინდრომი (ახასიათებს სისუსტე, ლეთარგია, ცხელება, კანკალი და გონების დაბინდვა,ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ლეიკოციტოზი, გაზრდილი შრატის ფერმენტების რაოდენობის ზრდა, BUN და FBS), რასაც მოჰყვება შეუქცევადიტვინის დაზიანება, აღინიშნა რამდენიმე პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ლითიუმით პლუს ჰალოპერიდოლით. მიზეზობრივი კავშირიამ მოვლენებსა და ლითიუმის და ჰალოპერიდოლის ერთდროულ მიღებას შორის არ დადგენილა; თუმცა, პაციენტებს, რომლებიც იღებენ ასეთ კომბინირებულ თერაპიას, უნდა ჩაუტარდეს დეტალური მონიტორინგინევროლოგიური ტოქსიკურობის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და ასეთი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ზოგადი

ბრონქოპნევმონიის რამდენიმე შემთხვევა, ზოგიერთი ფატალური, მოჰყვა ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებას, მათ შორის ჰალოპერიდოლის ჩათვლით. მიიჩნევენ, რომ ცენტრალური ინჰიბირებით განპირობებულმა ლეთარგიამ და წყურვილის შეგრძნების დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ჰემოკონცენტრაცია და ფილტვის ვენტილაციის შემცირება. ამიტომ, თუ ზემოაღნიშნული ნიშნები და სიმპტომები გამოვლინდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, ექიმმა სასწრაფოდ უნდა დანიშნოს სამკურნალო თერაპია.

მიუხედავად იმისა, რომ არ აღინიშნა ჰალოპერიდოლით მკურნალობისას, შრატის ქოლესტერინის კლება და/ან კანის დათვალის ცვლილებები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქიმიურად მსგავს პრეპარატებს.

ჰალოპერიდოლმა შეიძლება გამოიწვიოს გონებრივი და/ან ფიზიკური შესაძლებლობების დარღვევა, რომლებიც საჭიროა ისეთი მოქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა მექანიზმების ან ავტომობილის მართვა. ამბულატორიული პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული ამის შესახებ.

ამ პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის გამოყენება დაუშვებელია შესაძლო დამატებითი ეფექტის და ჰიპოტენზიის გამო.

უსაფრთხოების ზომები

ლეიკოპენია, ნეტროპენია და აგრანულოციტოზი

კლასისთვის დამახასიათებელი ეფექტი

კლინიკურ კვლევებში და/ან რეგისტრაციის შემდგომ გამოყენების გამოცდილებაში მოხსენებული იყო ლეიკოპენიის/ნეიტროპენიის შემთხვევები, რომლებიც დროებით დაკავშირებული იყო ანტიფსიქოზურ საშუალებებთან, მათ შორის ჰალოპერიდოლთან. ასევე დაფიქსირდა აგრანულოციტოზი.

ლეიკოპენიის/ნეიტროპენიის შესაძლო რისკ-ფაქტორებს შორისაა ადრე არსებული  სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა (WBC) დამედიკამენტებით გამოწვეული ლეიკოპენიის/ნეიტროპენიის ისტორია. პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში კლინიკურად მნიშვნელოვანი დაბალი WBC ან ამედიკამენტებით გამოწვეული ლეიკოპენია/ნეიტროპენია აქვთ, ხშირად უნდა ჩაუტარდეს სისხლის სრული ანალიზი (CBC) თერაპიის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და საჭიროა ჰალოპერიდოლის შეწყვეტა WBC კლინიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითების პირველსავე ნიშნების გამოვლენისას, სხვა გამომწვევი ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კლინიკურად მნიშვნელოვანი ნეიტროპენია, უნდა ჩაუტარდეთ საგულდაგულო მონიტორინგი ცხელებაზე ან ინფექციის სხვა სიმპტომებზე და ნიშნებზე და დაუყოვნებელი მკურნალობა არის საჭირო, თუ ასეთი სიმპტომები ან ნიშნები გამოვლინდება. მძიმე ნეიტროპენიის მქონე პაციენტების შემთხვევაში (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა<1000/მმ3) უნდა შეწყდეს ჰალოპერიდოლის მიღება და საჭიროა სისლის თეთრი უჯრედების რაოდენობაზე დაკვირვება გამოჯანმრთელებამდე.

სხვა

ჰალოპერიდოლის ინექციის დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც:

-აქვთ გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დარღვევები, გარდამავალი ჰიპოტენზიის და/ან სტენოკარდიის ტკივილის გაძლიერების გამო. ჰიპოტენზიის განვითარების და ვაზოპრესორის საჭიროების შემთხვევაში არ შეიძლება ეპინეფრინის გამოყენება, ვინაიდან ჰალოპერიდოლს შეუძლია დაბლოკოს მისი ვაზოპრესორული აქტივობა და შეიძლება მოხდეს არტერიული წნევის შემდგომი პარადოქსალური კლება. ამის ნაცვლად, უნდა იქნას გამოყენებული მეტარამინოლი, ფენილეფრინი ან ნორეპინეფრინი.

- აძლევენ კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, აქვთ კრუნჩხვები ანამნეზში ან ელექტროენცეფალოგრამის დარღვევები, რადგანჰალოპერიდოლს შეუძლია შეამციროს კრუნჩხვითი ბარიერი. თუ მითითებულია, პარალელურადუნდა ჩატარდეს ადეკვატური კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპია.

- არიან ალერგიულები ან წამლებზე ჰქონდათ ადრე ალერგიული რეაქციები.

- აძლევენ ანტიკოაგულანტებს, ვინაიდან ურთიერთქმედებისიზოლირებული შემთხვევა მოხდა ერთიანტიკოაგულანტის (ფენინდიონი) ეფექტთან.

თუ საჭიროა პარალელურად პარკინსონის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება, შეიძლება საჭირო გახდეს ჰალოპერიდოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ მისი გაგრძელება, გამოყოფის სიჩქარეებში განსხვავების გამო. თუ ერთდროულად შევწყვეტთ ორივეს მიღებას, შეიძლება გამოვლინდეს ექსტრაპირამიდული სიმპტომები. ექიმმა უნდა გაითვალისწინოს თვალშიდაწნევისშესაძლო მატება, როცა ხდება ანტიქოლინერგული საშუალებების, მათ შორის პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებების ჰალოპერიდოლთან ერთად მიღება.

როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ ჰალოპერიდოლს შეუძლია გააძლიეროსცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტები, როგორიცაა საანესთეზიო საშუალებები, ოპიატები და ალკოჰოლი.

12 შიზოფრენიით დაავადებული პაციენტის კვლევაში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ჰალოპერიდოლს და რიფამპინს, პლაზმაში ჰალოპერიდოლის დონეშემცირდა საშუალოდ 70%-ით და ქულები მოკლე ფსიქიატრიული შეფასების შკალაზე გაიზარდა საწყისიდან.სხვა 5 შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰალოპერიდოლით და რიფამპინით, რიფამპინის შეწყვეტამ გამოიწვია ჰალოპერიდოლის კონცენტრაციის საშუალოდ 3.3-ჯერ ზრდა. ამრიგად, საჭიროა კლინიკური სტატუსის ფრთხილი მონიტორინგირიფამპინის მიღებისას ან შეწყვეტისას პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ჰალოპერიდოლით.

როდესაც ჰალოპერიდოლი გამოიყენება ციკლური დარღვევების დროს მანიის გასაკონტროლებლად, შეიძლება განვითარდეს განწყობის სწრაფი ცვლილება დადეპრესიაში გადასვლა.

მძიმე ნეიროტოქსიკურობა (რიგიდულობა, სიარულის ან ლაპარაკის უუნარობა) შეიძლება მოხდეს თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად იღებენ ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს, მათ შორის ჰალოპერიდოლს.

ჰალოპერიდოლის მუტაგენური პოტენციალი არ იქნა გამოვლენილი Ames Salmonella-ს მიკროსომური აქტივაციის ანალიზში.უარყოფითი ან არათანმიმდევრული დადებითი დასკვნები მიღებულია ქრომოსომის სტრუქტურასა და რაოდენობაზეჰალოპერიდოლის ეფექტების in vitro და in vivo კვლევებში. ასევე არსებული ციტოგენეტიკური მტკიცებულებები ძალიან შეუსაბამოა, რათა იყოს დასკვნითი ამ დროს.

კანცეროგენულობის კვლევები პერორალური ჰალოპერიდოლის გამოყენებით ჩატარდა ვისტარის ვირთხებში (დოზა 5 მგ/კგ-მდე დღეში24 თვის განმავლობაში) და ალბინოს შვეიცარიულ თაგვებში (დოზა 5 მგ/კგ-მდე დღეში 18 თვის განმავლობაში). ვირთხების კვლევაშიგადარჩენილთა რაოდენობა ოპტიმალურზე ნაკლები იყო ყველა დოზის ჯგუფში, რაც ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ ვირთხების რაოდენობას.თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვირთხების შედარებით მეტი რაოდენობა გადარჩა კვლევის დასრულებამდე მაღალი დოზის მამრებისდა მდედრების ჯგუფებში, ამ ცხოველებში არ აღინიშნა სიმსივნეების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე საკონტროლო ცხოველებში.ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ოპტიმალური, ეს კვლევა მიუთითებს  ჰალოპერიდოლთან დაკავშირებული ნეოპლაზიის ზრდის არარსებობასვირთაგვებში დოზების შემთხვევაში, რომელიც 20-ჯერ აღემატება ქრონიკული ან რეზისტენტული პაციენტებისსთვის განკუთვნილ ჩვეულებრივ დღიურ დოზას.

მდედრ თაგვებში ქრონიკული ან რეზისტენტული პაციენტებისთვის განკუთვნილი დღიურ უმაღლეს დოზაზე 5 და 20-ჯერ მეტი დოზის შემთხვევაში აღინიშნასარძევე ჯირკვლის ნეოპლაზიისა და სიმსივნის საერთო სიხშირის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა; იგივედღიური დოზის 20-ჯერ მეტი დოზის შემთხვევაში აღინიშნა ჰიპოფიზის ჯირკვლის ნეოპლაზიის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა. მამრ თაგვებში არაღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები საერთო სიმსივნეების ან სიმსივნის სპეციფიკური ტიპების სიხშირეში.

ანტიფსიქოზური საშუალებები ზრდის პროლაქტინის დონეს; მატება გრძელდება მედიკამენტის ქრონიკული მიღების დროს. ქსოვილისკულტურის ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ადამიანის მკერდის კიბოს დაახლოებით მესამედი პროლაქტინზეა დამოკიდებული in vitro, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ ამ პრეპარატების დანიშვნა განიხილება იმ პაციენტებში, რომლებშიც გამოვლენილია ძუძუს კიბო.მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდაისეთი დარღვევები, როგორიცაა გალაქტორეა, ამენორეა, გინეკომასტიადა იმპოტენცია, პაციენტების უმრავლესობაში შრატში პროლაქტინის დონის მომატების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.ანტიფსიქოზური პრეპარატების ქრონიკული სახით მიღების შემდეგ მღრღნელებში გამოვლინდა სარძევე ჯირკვლების ნეოპლაზმების ზრდა. თუმცა, დღემდე ჩატარებულმაარც კლინიკურმა და არც ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ უჩვენა კავშირი ამ პრეპარატების ქრონიკულ მიღებასა და სარძევე ჯირკვლის ონკოგენეზს შორის; ხელმისაწვდომი მტკიცებულებები მიიჩნევა ძალიან შეზღუდულად იმისთვის, რომ ამ დროისთვის საბოლოო დასკვნა გაკეთდეს.

ორსულ ქალებში ჰალოპერიდოლის ინექციების კარგად კონტროლირებადი კვლევები არ არსებობს. არის მოხსენებები კიდურის პათოლოგიური განვითარების შემთხვევების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა დედის მიერ სხვა მედიკამენტებთან ერთად ჰალოპერიდოლისგამოყენების შემდეგ, რომლებსაც აქვთ ტერატოგენული პოტენციალი ორსულობის პირველ ტრიმესტრში. მიზეზობრივი ურთიერთობების დადგენა ამ შემთხვევებში არ მოხდა. ვინაიდან ასეთი სახის გამოცდილება არ გამორიცხავს ნაყოფის დაზიანების შესაძლებლობასჰალოპერიდოლის მიზეზით,ორსულებში ან იმ ქალებში, რომლებიც დაორსულებას აპირებენ, ამ პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აშკარად ამართლებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. ამ მედიკამენტით მკურნალობისას დაუშვებელია ჩვილებისთვის ძუძუს მიცემა.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში უსაფრთხოება და ეფექტურობადადგენილი არ არის.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

ჰალოპერიდოლის კლინიკური კვლევები არ მოიცავდა 65 წელზე უფროსი ასაკის სუბიექტების საკმარის რაოდენობას იმის დასადგენად, ხომ არ აქვთ მათ ახალგაზრდა სუბიექტებისგან განსხვავებული რეაქცია მედიკამენტზე. არ არის იდენტიფიცირებული სხვა გაცხადებული კლინიკური შემთხვევა ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის განსხვავებული რეაქციების შესახებ. თუმცა, გვიანი დისკინეზიის გავრცელება, როგორც ჩანს, ყველაზე მაღალია ხანდაზმულებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალებში (იხ. გაფრთხილებები, გვიანი დისკინეზია). ასევე, ჰალოპერიდოლის ფარმაკოკინეტიკა ზოგადად ხანდაზმულ პაციენტებშიიძლევა უფრო დაბალი დოზების გამოყენების რეკომენდაციას (იხ. დოზა და მიღების წესი).

გვერდითი რეაქციები

გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

აღინიშნა ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და ჰიპერტენზია. QT ინტერვალის გახანგრძლივება და/ან პარკუჭების ექსტრასისტოლია, ელექტროკარდიოგრამას ცვლილებებზე დამატებით, რომლებიც თავსებადია „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის პოლიმორფულკონფიგურაციასთან და შეიძლება უფრო ხშირად მოხდეს მაღალი დოზების და მიდრეკილი პაციენტების შემთხვევაში (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

ჰალოპერიდოლის მიღებასთან დაკავშირებთ აღინიშნა უეცარი და მოულოდნელი სიკვდილისშემთხვევები. მტკიცებულებების სახე შეუძლებელს ხდის იმის დადგენას თუ კონკრეტულად რა როლი, მსგავსის არსებობის შემთხვევაში, ითამაშა ჰალოპერიდოლმა მოხსენებული შემთხვევების შედეგში. იმის შესაძლებლობას, რომ ჰალოპერიდოლმა გამოიწვია სიკვდილი, ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უეცარი და მოულოდნელი სიკვდილი შესაძლოა მოხდეს ფსიქოზის მქონე პაციენტებში, როცა მათ არ უტარდებათ მკურნალობა ან მათ მკურნალობენ სხვა ანტიფსიქოზური მედიკამენტით.

გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

ექსტრაპირამიდული სიმპტომები (EPS)

EPS ხშირად დაფიქსირდა ჰალოპერიდოლის ინექციის დროს, ძირითადად მკურნალობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. EPS შეიძლება კლასიფიცირდეს ზოგადად, როგორც პარკინსონის მსგავსი სიმპტომები, აკათიზია ანდისტონია (ოპისტოტონუსის და ოკულოგიური კრიზის ჩათვლით). მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს შედარებით დაბალი დოზების შემთხვევაში, ისინი ძირითადად მაინც გამოვლინდება უფრო ხშირი და უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში. სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია დოზების შემცირებით ან პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით, როგორიცაა ბენზტროპინის მეზილატი ან ტრიჰექსიფენიდილჰიდროქლორიდი. უნდა აღინიშნოს, რომ დაფიქსირდა პერსისტულიEPS; ასეთ შემთხვევებში საჭიროა პრეპარატის შეწყვეტა.

დისტონია

კლასის ეფექტი: დისტონიის სიმპტომები, კუნთების ჯგუფების გახანგრძლივებული პათოლოგიური შეკუმშვა შეიძლება გამოვლინდეს მიდრეკილ პირებში მკურნალობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. დისტონიური სიმპტომებია: კისრის კუნთის სპაზმი, ზოგჯერ პროგრესირებს ხორხის დაჭიმვამდე, ყლაპვის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება და/ანენის პროტრუზია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს დაბალი დოზების შემთხვევაში, ისინი უფრო ხშირად და უფრო მწვავედ გვხვდება პირველი თაობის ანტიფსიქოზური საშუალებების უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში. მწავვე დისტონიის მომატებული რისკი აღინიშნება მამაკაცებში და ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში.

ნეიროლოგიური ნიშნები მედიკამენგტის შეწყვეტის შემთხვევაში

ზოგადად, პაციენტებს, რომლებიც იღებენ ხანმოკლე თერაპიას, არ აღენიშნებათ პრობლემებიანტიფსიქოზური პრეპარატების მკვეთრი შეწყვეტის შემთხვევაში. თუმცა, შემანარჩუნებელ მკურნალობაზე მყოფ ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება გარდამავალი დისკინეტიკური ნიშნები მედიკამენტის უეცარი შეწყვეტის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, დისკინეტიკური მოძრაობები არ განსხვავდებასინდრომისგან, რომელიც აღწერილია ქვემოთ ქვეპუნქტში „დაგვიანებული დისკინეზია“, გარდა ხანგრძლივობისა. არ არის ცნობილი, ანტიფსიქოზური საშუალებების თანდათანობითშეწყვეტაშეამცირებს თუ არა გადაუდებელი ნევროლოგიური ნიშნების სიხშირეს, მაგრამ სანამ შემდგომი მტკიცებულება არ გახდება ხელმისაწვდომი, მიზანშეწონილია თანდათანობით შეწყვიტოთ ჰალოპერიდოლის გამოყენება.

დაგვიანებული დისკინეზია

როგორც ყველა ანტიფსიქოზური საშუალების შემთხვევაში, ჰალოპერიდოლი ასოცირებულია პერსისტულდისკინეზიასთან. დაგვიანებული დისკინეზია, სინდრომი, რომელიც შედგება პოტენციურად შეუქცევადი, უნებლიე, დისკინეზიური მოძრაობებისგან შეიძლება გამოვლინდესზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც უტარდებათ ხანგრძლივი თერაპია ან შეიძლება გამოვლინდეს მედიკამენტოზური თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. რისკიროგორც ჩანს, უფრო მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაღალი დოზებს, განსაკუთრებით ქალებში. სიმპტომები არის მუდმივი და ზოგიერთ პაციენტში, როგორც ჩანს, შეუქცევადია. სინდრომს ახასიათებს ენის, სახის, პირის ან ყბის რიტმული უნებლიემოძრაობები (მაგ., ენის გამოხტომა, ლოყების შეშუპება, პირის ღრუს ქავილი,ღეჭვითი მოძრაობები). ზოგჯერ მათ შეიძლება თან ახლდეს კიდურების და ტანის უნებლიე მოძრაობები.

არ არსებობს დაგვიანებული დისკინეზიის ცნობილი ეფექტური მკურნალობა; პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები ჩვეულებრივ არ ამსუბუქებენამ სინდრომის სიმპტომებს. რეკომენდებულია ყველა ანტიფსიქოზური საშუალების მიღების შეწყვეტა, თუ ეს სიმპტომები გამოვლინდება. თუ საჭირო გხდება მკურნალობის განახლება ან პრეპარატის დოზის გაზრდა ანსხვა ანტიფსიქოზურ საშუალებებზე გადასვლა, ეს სინდრომი შეიძლება შეინიღბოს.

ცნობილია, რომ ენის ჭიისებრი მოძრაობა შესაძლოა იყოს დაგვიანებული დისკინეზიის ადრეული ნიშანი და ამ დროს მედიკამენტის შეწყვეტის შემთხვევაში სინდრომი შეიძლება სრულად არ განვითარდეს.

დაგვიანებული დისტონია

ასევე დაფიქსირდა გვიანი დისტონია, რომელიც არ ასოცირდება ზემოთ მოცემულ სინდრომთან. გვიან დისტონიასახასიათებს ქორეული ან დისტონიური მოძრაობების დაგვიანებული დაწყება, ხშირად მდგრადია და შესაძლოა გახდეს შეუქცევადი.

სხვა გავლენა ცენტრალურ სისტემაზე

უძილობა, მოუსვენრობა, შფოთვა, ეიფორია, აგზნებადობა, ძილიანობა, დეპრესია, ლეთარგია, თავის ტკივილი, გონების დაბინდვა,თავბრუსხვევა, გრანდ მალის კრუნჩხვები, ფსიქოზური სიმპტომების გამწვავება, ჰალუცინაციების ჩათვლით და კატატონიკის მსგავსიქცევითი მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება იყოს რეაქცია წამლის მოხსნაზე და/ან ანტიქოლინერგული საშუალებებითმკურნალობაზე.

სხეული მთლიანობაში

გამოვლინდა ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი (NMS), ჰიპერპირექსია და სითბურიდარტყმა ჰალოპერიდოლის მიღების შემთხვევაში. (NMS-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გაფრთხილებები.)

ჰემატოლოგიური ეფექტები

გამოვლინდა მსუბუქი და ჩვეულებრივ გარდამავალი ლეიკოპენიის და ლეიკოციტოზის შემთხვევები, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის მინიმალური შემცირება, ანემია ან ლიმფომონოციტოზისკენმიდრეკილება. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა აგრანულოციტოზი ჰალოპერიდოლის გამოყენებისას და მხოლოდსხვა მედიკამენტებთან კავშირში.

ღვიძლზე გავლენა

აღინიშნა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და/ან სიყვითლე.

დერმატოლოგიური რეაქციები

კანისმაკულოპაპულური და აკნეიფორმული რეაქციები და ფოტომგრძნობელობის და თმის ცვენის ცალკეული შემთხვევები.

ენდოკრინული დარღვევები

ლაქტაცია, მკერდის შეშუპება, მასტალგია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გინეკომასტია, იმპოტენცია, მომატებულილიბიდო, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია და ჰიპონატრიემია.

გავლენა კუჭ-ნაწლავის სისტემაზე

ანორექსია, ყაბზობა, დიარეა, ჰიპერსალივაცია, დისპეფსია, გულისრევა და ღებინება.

ავტონომური რეაქციები

პირის სიმშრალე, ბუნდოვანი ხედვა, შარდის შეკავება, დიაფორეზი და პრიაპიზმი.

რესპირატორული ეფექტები

ლარინგოსპაზმი, ბრონქოსპაზმი და სუნთქვის სიღრმის მომატება.

გრძნობის ორგანოები

კატარაქტა, რეტინოპათია და მხედველობის დარღვევა.

მედიკამენტის რეგისტრაციის შემდგომი შემთხვევები

ჰალოპერიდოლით მკურნალობის შემდეგჰიპერამონემია დაფიქსირდა 5½ წლის ბავშვში, რომელსაც ჰქონდა ციტრულინემია, ამიაკის ექსტრაქციის მემკვიდრეობითი დარღვევა.

ჭარბი დოზა

გამოვლენა

ზოგადად, დოზის გადაჭარბების სიმპტომები იქნება ცნობილი ფარმაკოლოგიური ეფექტების დაგვერდითი რეაქციები გაზრდილი სახით, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული იქნება: 1) მწვავე ექსტრაპირამიდული რეაქციები, 2)ჰიპოტენზია, ან 3) სედატიური მდგომარეობა. პაციენტი შეიძლება აღმოჩნდეს კომატოზურ მდგომარეობაში სუნთქვის დათრგუნვით და ჰიპოტენზიით, რომელიც შეიძლება იყოს საკმარისად მძიმე, რათა წარმოქმნას შოკის მსგავსი მდგომარეობა. ექსტრაპირამიდული რეაქცია გამოვლინდებაკუნთების სისუსტით ან რიგიდულობით და ზოგადი ან ლოკალიზებული კანკალით, როგორც ეს ნაჩვენებია აკინეტიკურ ანაგიტანის ტიპების სახით შესაბამისად. დოზისშემთხვევითი გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნა ჰიპერტენზია და არა ჰიპოტენზია ორი წლის ასაკის ბავშვში. გასათვალისწინებელია ეკგ-ს ცვლილებების რისკი, რომელიც დაკავშირებულია „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიასთან. („პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ გვერდითი რეაქციები.)

მკურნალობა

ვინაიდან არ არსებობს კონკრეტული ანტიდოტი, მკურნალობა ძირითადად დამხმარე სახისაა. პაციენტის სასუნთქი გზები უნდა იყოს გამავალიოროფარინგეალური ჰაერგამტარის ან ენდოტრაქეალური მილის გამოყენებით,ხოლო გახანგრძლივებული კომის შემთხვევებში ტრაქეოსტომიის გამოყენებით. რესპირატორული ფუნქციის დათრგუნვის მკურნალობა შესაძლებელია ხელოვნური სუნთქვითა და მექანიკური რესპირატორებით. ჰიპოტენზიის და სისხლის მიმოქცევის კოლაფსისშემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ინტრავენური სითხეები, პლაზმა ან კონცენტრირებული ალბუმინი და ვაზოპრესორული საშუალებები, როგორიცაა მეტარამინოლი, ფენილეფრინი და ნორეპინეფრინი. ეპინეფრინისგამოყენება არ შეიძლება. მწვავე ექსტრაპირამიდული რეაქციების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები. საჭიროა ეკგ-ს და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი განსაკუთრებით Q-T ინტერვალის გახანგრძლივების ან დისრითმიის ნიშნებისა დამონიტორინგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ეკგ ნორმაში არ ჩადგება. მძიმე არითმიების მკურნალობა უნდა მოხდეს შესაბამისი ანტიარითმული ზომების მიღებით.

დოზირება და მიღების წესი

მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების რაოდენობა განსხვავდება პაციენტების მიხედვით. როგორც შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოყენებული ყველა წამლის შემთხვევაში, დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს საჭიროებისა და თითოეული პაციენტის რეაქციის მიხედვით. დოზის კორექტირება, გაზრდა ან შემცირება, უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად ოპტიმალური თერაპიული კონტროლის მისაღწევად.

საწყისი დოზის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პაციენტის ასაკი, დაავადების სიმძიმე, წინა რეაქცია სხვა ანტიფსიქოზურ საშუალებებზე და ნებისმიერ თანმხლებ მედიკამენტზე ან დაავადების მდგომარეობაზე. დასუსტებულან ხანდაზმულ პაციენტებს, ისევე როგორც ანტიფსიქოზურ საშუალებებზე გვერდითი რეაქციების ისტორიის მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ნაკლები ჰალოპერიდოლი. ასეთ პაციენტებში ოპტიმალური რეაქცია ჩვეულებრივ მიიღწევა დოზის თანდათანობითი კორექტირების და დაბალი დოზის მიცემის გზით.

პარენტერალური მედიკამენტი, რომელიც ინიშნება კუნთში 2-დან 5 მგ-მდე დოზით, გამოიყენება მწვავე აგზნებული შიზოფრენიით დაავადებული პაციენტის სწრაფი კონტროლისთვის, რომელსაც ზომიერად მძიმე ან ძალიან მძიმე სიმპტომები აქვს. პაციენტის რეაქციის მიხედვით შეიძლება დაინიშნოს შემდგომი დოზები, ყოველ საათში, თუმცა4-დან 8 საათამდე ინტერვალი შეიძლება იყოს დამაკმაყოფილებელი.

ბავშვებში კუნთში შეყვანის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დასადგენად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.

გამოყენებამდე პარენტერალური მედიკამენტები უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ნაწილაკების არსებობასა და ფერის დაკარგვასთან დაკავშირებით, როდესაც ხსნარი და კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა.

გადართვის პროცედურა

პერორალურმა ფორმამ უნდა ჩაანაცვლოს საინექციო საშუალება რაც შეიძლება მალე. ბიოშეთვისების კვლევების არარსებობის შემთხვევაში მედიკამენტის ამ ორ დოზას შორის ბიოექვივალენტობის დადგენისას მოცემულია დოზირების შემდეგი მითითებები. საჭირო მთლიანსაწყის მიახლოებით დღიური დოზად შეიძლება გამოყენებულ იქნას წინა 24 საათის განმავლობაში გამოყენებული პარენტერალური დოზა. ვინაიდან ეს დოზა მხოლოდ საწყისი შეფასების საფუძველზეა დადგენილი, რეკომენდებულიაკლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების დეტალური მონიტორინგი, მათ შორის კლინიკური ეფექტურობის, სედაციის და გვერდითი ეფექტების ჩათვლით გადართვიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ გზით, დოზის კორექტირება, გაზრდის ან შემცირების სახით, შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. პაციენტის კლინიკურისტატუსის მიხედვით, პირველი პერორალური დოზის მიღება უნდა მოხდეს ბოლო პარენტერალური დოზის მიღებიდან 12-24 საათის განმავლობაში.

შეფუთვა

შეფუთვაში 50x1მლამპულები.

შენახვა

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან. არ გაყინოთ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა50
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy