Nephroton - ნეფროტონი 800მგ 180 ტაბლეტი
ჩვენება:თირკმლის ქრონიკული (ხანგრძლივი) დაავადებით, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე,მოზრდილ პაციენტებში დიალიზზე ყოფნისას.
ნეფროტონი
Nephroton
800 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
სეველამერის კარბონატი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს
· შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ
· დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
· აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს, შეიძლება ზიანი მიადგეთ მათ, მაშინაც კი , თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.
· ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ ექიმს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
რა არის ფურცელ-ჩანართში
1. რა არის ნეფროტონი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ნეფროტონის მიღებამდე
3. ნეფროტონის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. ნეფროტონის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ნეფროტონი და რისთვის გამოიყენება
ნეფროტონი შეიცავს სეველამერის კარბონატს აქტიური ნივთიერების სახით. იგი უკავშირდება ფოსფატებს საკვებიდან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს შრატისმირერ ფოსფორის დონეებს სისხლში.
ნეფროტონი გამოიყენება ჰიპერფოსფატემიის კონტროლისთვის (სისხლში ფოსფატის მაღალი დონეები):
· მოზრდილ პაციენტებში დიალიზზე ყოფნისას (სისხლის გასუფთავების მეთოდი). შეიძლება გამოიყენოთ პაციენტებში, რომლებიც გადიან ჰემოდიალიზს (სისხლის გაფილტვრის მექანიზმი) ან პერიტონეალურ დიალიზს (როდესაც ხდება სითხის ამოტუმბვა მუცელში და ორგანიზმის შიდა მემბრანა ფილტრავს სისლხს)
· პაციენტებში თირკმლის ქრონიკული (ხანგრძლივი) დაავადებით, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე და აქვთ შრატში ფოსფორის დონე, რაც ტოლია ან აღემატება 1.78 მმოლლ.
ნეფროტონი გამოიყენება სხვა მკურნალობისას, როგორიცაა კალციუმის დანამატები და ვიტამინი D, ძვლის დაავადების პრევენციისთვის.
შრატში ფოსფორის დონის მომატებას შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმში მყარი ნარჩენების დაგროვება, რასაც ეწოდება კალციფიკაცია. ეს ნარჩენები შეიძლება გამყარდეს სისხლძარღვებში და გააძნელოს სისხლის ამოტუმბვა ორგანიზმში. შრატში ფოსფორის მომატებას შეუძლია გამოიწვიოს კანის ქავილი, თვალების გაწითლება, ძვლების ტკივილი და მოტეხილობები.
2. რა უნდა იცოდეთ ნეფროტონის მიღებამდე
არ მიიღოთ ნეფროტონი თუ:
· გაქვთ სისხლში ფოსფატის დაბალი დონე (ექიმი შეამოწმებს)
· გაქვთ ნაწლავის ორბსტრუქცია
· ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აცნობეთ ექიმს ნეფროტონის მიღებამდე თუ რომელიმე აღგენიშნებათ:
· ყლაპვის გაძნელება
· პრობლემები მოტორიკასთან დაკავშირებით კუჭში და ნაწლავში
· ხშირად შეუძლოდ ყოფნა
· ნაწლავის აქტიური ანთება
· ჩაიტარეთ ოპერაცია კუჭზე ან ნაწლავზე
ბავშვები და მოზარდები
უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში (18 წლამდე ასაკის) არ არის დადგენილი. ამიტომ, ნეფროტონი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.
დამატებითი მკურნალობები
თირკმლის მდგომარეობის ან დიალიზით მკურნალობის გამო შესაძლებელია:
· განვითარდეს კალციუმის დაბალი ან მაღალი დონე სისხლში. ვინაიდან ნეფროტონი არ შეიცავს კალციუმს, ექიმი გამოგიწერთ დამატებით კალციუმის ტაბლეტებს.
· გაქვთ D ვიტამინის დაბალი დონე სისლხში, ამიტომ, ექიმი შეამოწმებს ვიტამინის დონეს სისხლში და დანიშნავს დამატებით D ვიტამინს აუცილებლობის შემთხვევაში. თუ არ იღებთ მულტივიტამინებს, ასევე შეიძლება განვითარდეს ვიტამინი A, E, K და ფოლიუმის მჟავას დაბალი დონეები სისხლში და ამიტომ ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს მათი დონეები და დანიშნოს საკვები დანამატები აუცილებლობის შემთხვევაში.
განსაკუთრებული გაფრთხილება პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან პერიტონეალურ დიალიზზე
შეიძლება განვითარდეს პერიტონიტი (ინფექცია მუცლის ღრუში) ასოცირებული პერიტონეალურ დიალიზთან. ეს რისკი შეიძლება შემცირდეს სტერილური მეთოდის დაცვით. აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ განვითარდება მუცლის დისტრესის, მუცლის შეშუპების, მუცლის ტკივილის, მუცლის დაჭიმულობის ან მუცლის რიგიდობის, ყაბზობის, ცხელების, შემცივნების, გულისრევის ან ღებინების ნიშნები და სიმპტომები. უნდა გაიაროთ მონიტორინგი ვიტამინი A, D, E, K და ფოლიუმის მჟავას დაბალ დონეებთან დაკავშირებთ.
სხვა პრეპარატები და ნეფროტონი
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
· ნეფროტონი არ მიიღება ციპროფლოქსაცინთან ერთად (ანტიბიოტიკი).
· თუ იღებთ გულის რითმის მარეგულირებელ ან ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ნეფროტონის მიღებისას
· ციკლოსპორინის, მიკოფენოლატის მოფეტილის და ტაკროლიმუსის ეფექტი (იმუნოდეპრესანტები) შეიძლება შემცირდეს ნეფროტონის მიღებისას. ექიმი მოგცემთ რჩევას პრეპარატების ერთდროული მიღების შემთხვევაში.
· ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტი შეიძლება არახშირად შეინიშნებოდეს ზოგიერთ პირში ლევოთიროქსინის (ფარისებრი ჯირკვლის დაბალი დონის სამკურნალო) და ნეფროტონის მიღებისას. ამიტომ ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის მონიტორინგი სისლხში.
· თუ იღებთ პრეპარატებს გულძმარვის, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის (GERD) ან კუჭის წყლულის სამკურნალოდ, როგორიცაა ომეპრაზოლი , პანტროპრაზოლი ან ლანსოპრაზოლი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ნეფროტონის მიღებისას.
ექიმი შეამოწმებს ურთიერთქმედებას ნეფროტონსა და სხვა პრეპარატებს შორის რეგულარულად.
ზოგიერთ შემთხვევაში თუ ნეფროტონთან ერთად უნდა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები, ექიმი გირჩევთ რომ მიიღოთ პრეპარატი ნეფროტონის მიღებამდე 1 საათით ადრე ან 3 საათის შემდეგ. ან შესაძლოა ჩაგიტაროთ სისხლში პრეპარატის დონის მონიტორინგი.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს პრეპარატის მიღებამდე.
უცნობია ნეფროტონი ზემოქმედებს თუ არა ნაყოფზე.
აცნობეთ ექიმს თუ სურვილი გაქვთ ძუძუთი კვებოთ ბავშვი. უცნობია ნეფროტონი გადადის თუ არა დედის რძეში და აზიანებს თუ არა ბავშვს.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
ნეფროტონი არ ზემოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
ნეფროტონი შეიცავს ლაქტოზას
ნეფროტონი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი). თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს პრეპარატის მიღებამდე.
3. ნეფროტონის მიღების წესი
ნეფროტონი მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. დოზა განისაზღვრება შრატში ფოსფორის დონის მიხედვით.
რეკომენდებული დოზაა მოზრდილებში და ხანდაზმულებში (>65 წლის) ერთი ან ორი 800 მგ ტაბლეტი ყოველი ჭამის დროს, 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. არ გატეხოთ, დაღეჭოთ ან დაანაწევროთ ტაბლეტი.
თავდაპირველად, ექიმი შეამოწმებს ფოსფორის დონეს თქვენს სისხლში ყოველ 2-4 კვირაში და შესაძლოა დააკორექტიროს ნეფროტონის დოზა აუცილებლობისას ფოსფატის ადექვატური დონის მისაღწევად.
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ნეფროტონს უნდა დაიცვან დანიშნული დიეტა.
თუ მიიღეთ ნეფროტონის საჭიროზე მეტი დოზა
შესაძლო ჭარბი დოზირებისას დაეკონტაქტეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
თუ დაგავიწყდათ ნეფროტონის მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს ჭამის პერიოდში, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარტების მსგავსად, აღნიშნულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ვინაიდან, ყაბზობა შეიძლება იყოს ადრეული სიმპტომი ნაწლავის დახშობის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები შეინიშნებოდა პაციენტებში ნეფროტონის მიღებისას:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს >1/10-ში):
ღებინება, ყაბზობა, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, გულისრევა
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 1/10-ში):
დიარეა, მუცლის ტკივილი, საკვების მოუნელებლობა, შებერილობა
ძალიან იშვიათი (1/10000ში):
ჰიპერმგრძნობელობა.
უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
ქავილი, გამონაყარი, ნაწლავის ნელი მოტორიკა/ ბლოკირება ნაწლავში, ნაწლავის პერფორაცია შეიძლება შეინიშნებოდეს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი შესაძლო გევრდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართში V. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. ნეფროტონის შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მითითებულია ბოთლზე და კოლოფზე EXP-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში, ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. მსგავსი ზომებით დაიცავთ გარემოს.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნეფროტონი
· აქტიური ნივთიერებაა სეველამერის კარბონატი. ნეფროტონის აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 800 მგ სეველამერის კარბონატს.
· დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, სილიციუმი (კოლოიდური უწყლო), თუთიის სტეარატი. ტაბლეტის გარსი შეიცავს ჰიპრომელოზას (E464) და დიაცეტილირებულ მონოგლიცერიდებს.
ნეფროტონის აღწერა და შემადგენლობა
ნეფროტონი არის ოვალური, თეთრიდან მოთეთრო ფერის გარსით დაფარული ტაბლეტები წარწერით SVL ერთ მხარეს.
შეფუთვის ზომა:
HDPE ბოთლები პოლიპროპილენის თავსახურით.
ყოველი ბოთლი შეიცავს 180 ტაბლეტს
მოცემულია შეფუთვა რომელიც შეიცავს 1 ბოთლს.
HDPE ბოთლები შეიცავს დესიქსანტს. არ ამოიღოთ დესიქსანტი ბოთლიდან.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
Units | 180 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account