Tenoretic - ტენორეტიკი 100მგ/25მგ 28 ტაბლეტი

7,60 GEL
მარაგშია
SKU
71082_638

ჩვენება: არტერიული ჰიპერტონია.

ტენორეტიკი  100 მგ / 25 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი

მიიღება ორალური (პირის)გზით.

მოქმედი ნივთიერებები:თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 100 მგ ატენოლოლს და 25 მგ ქლორტალიდონს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებებიმძიმე მაგნიუმის კარბონატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, მსხვილფეხა რქოსანიდან მიღებული ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.

რა არის და რისთვის გამოიყენება ტენორეტიკი?

ტენორეტიკი, მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ გამოიყენება, მის შემადგენლობაში ორი განსხვავებული წამალია: ატენოლოლი და ქლორტალიდონი. ეს წამლები სისხლის მაღალი წნევის დაქვეითებისთვის ერთობლივად მუშაობენ.

ატენოლოლი ,,ბეტა ბლოკერების’’სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის, მისი მოქმედების მექნიზმით უზრუნველყოფილია გულის უფრო ნელა და უფრო ნაკლები ძალით მუშაობა.

ქლორტალიდონი ,,დიურეტიკების’’ სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. მისი მოქმედებით თირკმლებში წარმოებული შარდის რაოდენობის მომატება ხდება.

ტენორეტიკი 100 მგ/ 25 მგ -არის მრგვალი ფორმის, თეთრი ფერის, აპკით შემოგარსული ტაბლეტი, რომელსაც ერთ ზედაპირზე დაყოფის ხაზი აქვს. წარმოდგენილია  28 ტაბლეტის შემცველი ბლისტერის შეფუთვაში.

ტენორეტიკის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ტენორეტიკი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს, თუ:

ტენორეტიკი 100 მგ/25 მგ ტაბლეტის, ატენოლოლის ანდა  ქლორტალიდონის მიმართ ალერგია(მომატებული) მგრძნობელობა გაქვთ,

წამლის ფორმულაში არსებული სხვა ნაერთების მიმართ ალერგია გაქვთ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებები),

ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე თქვენთან ადრე გამოვლინდა,

-         უკონტროლო გულის უკმარისობა (ამ  მდგომარეობისას ძირითადად ვლინდება სუნთქვის ძლიერი უკმარისობა და კოჭების შეშუპება),

-         მე-2 ანდა  მე-3 ხარისხის გულის ბლოკადა გაქვთ (მდგომარეობა, რომლის მკურნალობაც ხორციელდება  გულზე კარდიოსტიმულატორის დაყენებით)

-         გულის ცემის რითმი ძალიან ნელი ანდა  დარღვეულია  ანდა  ძალიან სუსტი სისხლის მიმოქცევა გაქვთ,

თირკმლებთან დაკაშირებული პრობლემები გაქვთ,

არანამაკურნალები ფეოქრომოციტომას სახელით ცნობილი სიმსივნე გაქვთ (ძირითადად, ეს მდგომარეობა თირკმლის გვერდითაა და შეიძლება სისხლის წნევის მომატება გამოიწვიოს)

სისხლში ნორმაზე მეტი მჟავიანობა გაქვთ (მეტაბოლური აციდოზი),

ახლო პერიოდში საკვები არ მიგიღიათ,

ორსულად ხართ, ორსულობას გეგმავთ და ან ძუძუთი კვებაზე ხართ

ტენორეტიკი არ გამოიყენოთ.

თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ტენორეტიკი 100მგ/25 მგ ტაბლეტები არ გამოიყენოთ. თუ დარწმუნებული არა ხართ, ტენორეტიკი 100მგ/25 მგ ტაბლეტის გამოყენებამდე ექიმს ანდა  ფარმაცევტს მიმართეთ.

ტენორტიკი  ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ:

ასთმა, ხმაურიანი, , ხიხინით სუნთქვა ანდა  სხვა მსგავსი სუნთქვის პრობლემა გაქვთ ანდა  ალერგიული რეაქციები გივლინდებათ (მაგ.მწერის ნაკბენის მიმართ). თუ, მამანდე ნებისმიერ დროს ასთმა ანდა   ხიხინიანი სუნთქვა გქონდათ, ექიმს, რომელმაც წამალი გამოგიწერათ, ეს სიმპტომები უთხარით და მისი კონსულტაციის მიღებამდე წამალი არ მიიღოთ.

თუ, თირკმლებთან დაკაშირებული პრობლემა გაქვთ,

თუ, პრინცმეტალის სტენოკარდიის სახელით ცნობილი დაავადება გაქვთ, რომლისთვისაც დამახასიათებელია მკერდის არეში ტკივილი ,

თუ, სისხლის მიმოქცევის დარღევა ანდა   კონტროლირებადი გულის უკმარისობა გაქვთ,

თუ, 1-ლი ხარისხის გულის ბლოკადა გაქვთ,

თუ, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ.  წამალმა სისხლში  შაქრის დაბალი დონის მიმართ განითარებული შედეგი შეიძლება შეცვალოს.

თუ, თირეოტოქსიკოზის სახელით ცნობილი მდგომაროება გაქვთ, როცა ფარისებრი ჯირკვალი ძალიან აქტიურად მუშობს. წამალმა შეიძლება თირეოტოქსიკოზის ნიშნების მასკირება მოახდინოს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან  ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში  ანდა  ამჟამად თქვენთან  ვლინდება,  თქვენს ექიმს აცნობეთ.

ტენორეტიკის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტენორეტიკის, საკვებთან ანდა  სასმელთან ერთად გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ ორსულად ხართ ანდა  ორსულობას გეგემავთ, ტენორეტიკი არ გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს  მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ძუძუთი კვებაზე გყავთ ბავშვი, ტენორეტიკი არ გამოიყენოთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ამ წამლის ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი. თუმცა, ამ აქტივობების განცორციელებამდე, გირჩევთ, წამლის მიღების შემდეგ, ჯერ დაელოდეთ, დარწმუნდით წამლის თქვენთან გამოვლენილ ეფექტში.

თუ, ამ წამლის გამოყენების დროს დაღლილობას ანდა  გაბრუებას იგრძნობთ, ექიმს მიმართეთ.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ტენორეტიკმა, სხვა ზოგიერთი წამლის ეფექტზე შეიძლება გავლენა მოახდინოს და ამავე დროს, ზოგიერთმა წამალმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ტენორეტიკის ეფექტზე.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ღებულობთ, ექიმს აცნობეთ:

კლონიდინი (მაღალი არტერიული წნევის და მიგრენის სამკრუნალო წამალი). თუ, კლონიდინს და ტენორეტიკს ერთად იყენებთ, ექიმის მითითების გარეშე კლინიდინის მიღება არ  შეწყვიტოთ. თუ, კლონიდინის მიღების შეწყვეტაა საჭირო, ექიმის აგიხსნით ეს როგორ უნდა გააკეთოთ.

ვერაპამილი, დილთიაზემი,  ნიფედიპინი (მაღალი არტერიული წნვის და მკერდში ტკივილის სამკურნალო წამლები).

დისოპირამიდი ანდა  ამიოდარონი (გულის ცემის რითმის დარღვევის სამკურნალო წამალი),

დიგოქსინი (გულის პრობლემების სამკრუნალო წამალი)

ადრენალინი (ეპინეფრინი) (გულის მასტიმულირებელი წამალი)

იბუპროფენი ანდა  ინდომეტაცინი (ტკივილის ანდა  ანთების სამკრუნალო)

ინსულინი ანდა  შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა ორალური წამლები

ლითიუმი(ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების სამკურნალო წამალი)

ცხირის და ნ სინუსების სავალების დახშობისას გამოყენებული წამლები ანდა   გაცივების სამკურნალო სხვა პრეპარატები (აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე გაცემული წამლები)

თუ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა   ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს აცნობეთ.

ოპერაციები

თუ, ოპერაციის გაკეთების მიზნით საავადმყოფოს მიმართავთ, ანესთეზიოლოგს ანდა  მკურნალ ექიმს უთხარით, რომ ტენორეტიკს ღებულობთ, რადგანაც, ტენორეტიკის და ზოგიერთი ანესთეზიული პრეპარატის ერთად გამოყენებისას სისხლის არტერიული წნევა შეიძლება დაეცეს (ჰიპოტენზია).

როგორ გამოიყენება ტენორეტიკი ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ტენორეტიკი, ყოველთვის ექიმის მითითების შესაბამისად მიიღეთ. თუ, გამოყენების დეტალების შესახებ დარწმუნებული არა ხართ, ექიმს ანდა  ფარმაცევტს მიმართეთ.

ექიმის წამლის მიღების რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგაქვდით, დღეში რამდენი ტაბლეტი და რამდენჯერ უნდა მიიღოთ, აგიხსნით. თუ, ექიმის მიერ ნათქვამის გახსენება დაგჭირდებათ, კოლოფზე ეტიკეტის წარწერა წაიკითხეთ.

მიცემის გზა და მეთოდი:

ტენორეტიკის ტაბლეტი 1 ჭიქა წყლით გადაყლაპეთ.

ზრდასრულები

ზრდასრულებისთვის ნორმალური დოზაა: 1 ტაბლეტი 1 -ჯერ დღეში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში  გამოყენებაეს წამალი ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

ხანდაზმულებში გამოყენებადღიური ნორმალური დოზაა: 1 ტაბლეტი 1 -ჯერ დღეში.

თუ ფიქრობთ, რომ ტენორეტიკის  ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა  სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს.

თუ, ტენორეტიკის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ტენოერტიკის საჭირო დოზაზე მეტი დოზა  მიიღეთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა  ფარმაცევტს გაესაუბრეთ  ანდა  საავადმყოფოს მიმართეთ.

ტაბლეტების ამოცნობის მიზნით წამლის კოლოფიც თან იქონიეთ.

თუ, ტენოეტიკის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ტენოეტიკის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ ერთი დოზა მიიღეთ. თუ, ძალიან გვიან გაგახსენდბებათ და მომდევნო დოზის მიღების დროა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

ტენოერტიკის მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ექიმის მითითების გარეშე ტენორეტიკის მიღება არ შეწყვიტოთ. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს წამლის მიღების ნელ-ნელა შეყწვეტა. ამ წამლით მკურნალობის დაწრულების შემდეგ გამოვლენილი ეფექტების შესახებ ექიმს გაესაუბრეთ.

რაშეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ტენორეტიკში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

ალერგიული რეაქციები

თუ, ალერგიული რეაქციები გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სახის სიმპტომები:კანზე  ანდა  სახეზე გამონაყარი, ტუჩების, პირის, ენის და ხახის შეშუპება.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

გავრცელებული (10 ავადმყოფიდან

ხელებისა და ფეხების სიცივე.

ტაბლეტების მიღების დროს გულის ცემის სიხშირის შენელება შეიძლება იგრძნოთ. ეს ნორმალურია, თუ,  შეშფოთდებით, გთხოვთ ექიმს აცნობეთ.

დიარეა.

თავის ავად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა).

დაღლილობის შეგრძნება.

სისხლში ზოგიერთი ნივთიერების რაოდენობის ცვლილება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს:

-         სისხლში ნორმაზე მეტი შაქრის (გლუკოზის)დონე,

-         ნატრიუმის დაბალი დონე, რომელიც იწვევს სისუსტეს, თავის ავად ყოფნის შეგრძნებას (ღებინება) და კრუნჩხვებს,

-         კალიუმის დაბალი დონე,

-         შარდმჟავას რაოდენობის მომატება.

ამ ნივთიერების დონეების გაკონტროლების მიზნით, ექიმი ხშირად სისხლის ანალიზების გაკეთებას მოითხოვს.

ნაკლებად გავრცელებული(100 ავადმყოფიდან

მოუსვენარი ძილი.

იშვიათი (1000 ავადმყოფიდან <1 შეიძლება გამოვლინდეს)

გულის ბლოკადა (რომელიც იწვევს გულის ცემის რითმის დარღვევას, თავბრუსხვევას, დაღლილობას ანდა   გონების დაკარგვას).

თითებში მგრძნობელობის დაკარგვა და სპაზმის შემდეგ სიმხურვალის მომატება და ტკივილი (რეინოს დაავადება).

თავბრუსხვევა (განსაკუთრებით, ფეხზე წამოდგმოსას).

თავის ტკივილი.

გონების არევა.

პიროვნული ცვლილებები (ფსიქოზები) ანდა  ჰალუცინაციები.

სულიერი მდგომარეობის ცვლილებები.

კოშმარები.

პირის სიმშრალე.

თმების ცვენა.

თვალის სიმშრალე.

გამონაყარი კანზე.

ხელების დაბუჟება.

მხედველობის დარღვევები.

ადვილად დალურჯებები ანდა  კანზე მოლურჯო ლაქები.

ერექციის არ არსებობა (იმპოტენცია).

სიყვითლე (კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება)

პანკრეატიტი (კუჭის უკან მდებარე დიდი ჯირკვალის ანთება)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.

ძალიან იშვიათი (10 000 ავადმყოფიდან

სისხლში ზოგიერთი უჯრედების ანდა  სხვა  ცვლილებები. ტენორეტიკის სისხლზე  ზემოქმედების დადგენის მიზნით,ექიმი ხშირად სისხლის ანალზის აღებას მოითხოვს.

მდგომარეობები, რომელიც შეიძლება დამძიმდეს, გაუარესდეს

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება,  წამლის მიღების დაწყებისას ეს მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს.  აღნიშნული 1000 ავადმყოფიდან 

ფსორიაზი (კანის დაავადება)

სუნთქვის შეკვრა ანდა  კოჭების შეშუპება (თუ, გულის უკმარისობა გაქვთ),

ასთმა ანდა  სუნთქვის პრობლემები.

სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

ამ გვერდით ეფექტებმა არ შეგაშინოთ,თქვენთან შეიძლება არცერთი არ გამოვლინდეს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა  არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს  ანდა  ფარმაცევტს.  

ტენორეტიკის   შენახვა

ტენორეტიკი,  ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

ტაბლეტები  <250 C  ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ. ბლისტერები მუყაოს ყუთში შეინახეთ.  წამალი ნესტის და სინათლისგან დაცულ ადგილას შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის  შემდეგ ტენორეტიკი არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა იმ თვის ბოლოს დღეს გულისხმობს.

ვადა გადასული  ანდა  გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy