Calci clorid - კალცი ქლორიდი 10% 5მლ 10 ამპულა
ირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები : გამჭვირვალე , უფერო სითხე .
შემადგენლობა :
მოქმედი ნივთიერება: calcium chloride; 1 მლ ხსნარი შეიცავს კალციუმის ქლორიდს ( კალციუმისქლორიდის ჰექსაჰიდრატი ) – 100 მგ 100% ნივთიერებაზე გათვლით ;
მოქმედი ნივთიერება : ქლორწყალბადმჟავას 0,1 მ ხსნარი , საინექციო წყალი .
სამკურნალო ფორმა . საინექციო ხსნარი .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი .
ინტრავენური საინექციო ხსნარი . ელექტროლიტების ხსნარი , ათქ კოდი. B05X A07 .
ფარმაკოლოგიური თვისებები .
ფარმაკოდინამიკა . პრეპარატი კალციუმის ქლორიდი , არის კალციუმის იონების წყარო .კალციუმის იონები ემსახურება მრავალი უჯრედეული რეაქციის დამაკავშირებელ რგოლს , მათ შორისსეკრეტორული პროცესების და პროლიფერაციული პროცესების . კალციუმის იონების კონცენტრაციისცვლილება უჯრედებში , იწვევს ორგანოების და ქსოვილების ბიოლოგიური ეფექტების აღმოცენებას .არსებობს ეფექტების ორი ტიპი , რომელიც აღმოცენდება კალციუმის იონების შეყვანისას .
პირველი ეხება უპირატესად ნერვულ უჯრედებს . პლაზმური მემბრანის დეპოლარიზაცია მათში იწვევსნერვული უჯრედების მიერ კალციუმის შთანთქმას პოტენციალდამოკიდებული კალციუმის არხებისსაშუალებით , რაც იწვევს ნეირომედიატორების სეკრეციას .
მეორე აღმოცენდება ყველა ეუკარიოტულ ტიპის უჯრედებში და ავლენს აქტივობას ეფექტორულიფერმენტების მიმართ და კალციუმით განპირობებული უჯრედშიდა რეაქციების რეალიზაციას .
ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა – ჰიპოკალცემია _ ხასიათდება კალციუმის დონის დაქვეითებით ,რომელიც დამოკიდებული მაგნიუმის და კალიუმის კონცენტრაციაზე შრატში , მის დროს ირღვევასისხლის მჟავა - ტუტოვანი წონასწორობა . მნიშვნელობა აქვს აგრეთვე , ძირითადი დაავადების ხასიათს .ყველაზე ხშირი გამოვლინებებია : ნევროლოგიური , გულ - სისხლძარღვთა და ოფთალმოლოგიურისიმპტომები , შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება .
ფარმაკოკინეტიკა .
სისხლში კალციუმი შეკავშირებულია და აგრეთვე , იონიზირებულ მდგომარეობაშია ( აქტიური დაიონიზირებული კალციუმი ). ინტრავენური შეყვანისას კალციუმის ქლორიდი გროვდება ძვლოვანქსოვილში , სადაც ორგანიზმში არსებული კალციუმის 99% გამოიყოფა ორგანიზმიდან უპირატესადნაწლავების , ნაწილობრივ თირკმლის გზით .
კლინიკური დახასიათება
ჩვენებები .
ჰიპოკალცემია , რომელიც მოითხოვს კალციუმის იონების კონცენტრაციის სწრაფ მომატებას სისხლისპლაზმაში ( ახალშობილთა ტეტანია , პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობის დროსფუნქციური ტეტანია , ტეტანია ვიტამინი D - ს ნაკლებობისას , სისხლის ჩანაცვლებითი გადასხმა დაციტრატული სისხლის გადასხმა , ალკალოზი ). კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ტყვიის მწვავეკოლიკისას . მაგნიუმით ინტოქსიკაციის შემთხვევები , რომელიც აღმოცენდება მაგნიუმის დიდი დოზისას. ჰიპერკალემია , რომელიც რეგისტრირებულია ეკგ - ის მიხედვით და იწვევს გულის ფუნქციის დარღვევას.
უკუჩვენებები .
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ , ჰიპერკალცემია , ათეროსკლეროზიარტერიული ოკლუზიის მოვლენებით , თრომბოზების მიმართ მიდრეკილება , პარკუჭების ფიბრილაცია , 1 წლამდე ასაკი .
გამოყენების გზა და დოზები .
კალციუმის ქლორიდი - დარნიცა გამოიყენება ინტრავენურად ბოლუსურად ( ძალიან ნელა ) და წვეთოვანისახით .
მოზრდილებში :
ინტრავენური შეყვანა ბოლუსით : 10% ხსნარის 5 მლ შეჰყავთ 1 მლ / წთ სიჩქარით .
ინტრავენური წვეთოვანი შეყვანა 10% ხსნარის 5-10 მლ იხსნება 100-200 მლ იზოტონურ ნატრიუმისქლორიდის ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში , შეჰყავთ 6-8 წვეთი / წთ სიჩქარით .
სისხლის ჩანაცვლებითი გადასხმა და ციტრატული სისხლის გადასხმა : მოზრდილებში და ბავშვებში 30 მგ(0,3 მლ ) 100 მლ სისხლზე .
ტეტანია მოზრდილებში : 10 მლ 10% ხსნარი (1 გ ) 10-30 წთ განმავლობაში , აუცილებლობისას ,იმეორებენ გადასხმას ყოველ 6 სთ - ში .
ბავშვებში :
ჰიპოკალცემია : შეჰყავთ ნელა , 0,5 მლ / წთ სიჩქარით 10-20 მგ / კგ სხეულის მასაზე (0,1-0,2 მლ / კგსხეულის წონაზე ) აუცილებლობისას , მეორდება ყოველ 4-6 სთ - ში .
ტეტანია : 10 მგ / კგ სხეულის მასაზე (0,1 მლ / კგ სხეულის მასაზე ) 5-10 წთ განმავლობაში ,აუცილებლობისას მეორდება 6 სთ - ში ან გრძელდება ინფუზიის სახით . მაქსიმალური დღიური დოზაბავშვებში ( ასაკის მიუხედავად ) – 10 მლ (1000 მგ ).
გვერდითი ეფექტები .
არტერიული წნევის ზომიერი და ხანმოკლე დაქვეითება . ცხელების შეგრძნება , უპირველეს ყოვლისაპირის ღრუში , შემდეგ სხეულში . სახის კანის ჰიპერემია . ბრადიკარდია , ძალიან სწრაფი შეყვანისას –გულის პარკუჭების ფიბრილაცია . ადგილობრივი რეაქციები : ტკივილი და ჰიპერემია შეყვანის ადგილას .
ჭარბი დოზირება .
სიმპტომები : სწრაფმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება .
მკურნალობა : პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა . ჭარბი დოზის სიმპტომები , ჩვეულებრივ , სპონტანურადგანიცდის უკუგანვითარებას კალციუმის სწრაფი ცვლის გამო .
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი
ადექვატური და მკაცრად კონტროლირებული გამოკველევები ორსულ ქალებში უსაფრთხოების დაეფექტურობის შესახებ არ ჩატარებულა . გამოყენება ორსულობის პერიოდში , შესაძლებელია მხოლოდ იმშემთხვევაში , როდესაც დედის მხრივ სარგებელი ჭარბობს ნაყოფის მხრივ პოტენციური რისკისგანვითარებას .
პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლაქტაციის პერიოდში .
ბავშვები
ბავშვებში გამოყენება შეიძლება 1 წლის ასაკიდან .
გამოყენების თავისებურებები .
ინექცია უნდა ჩატარდეს წვრილი ნემსით მსხილ ვენაში , რომ შემცირდეს პრეპარატის მავნე ზემოქმედებასისხლძარღვის კედელზე .
კალციუმის ქლორიდი - დარნიცა არ შეიძლება შეყვანილ იქნას კანში ან კუნთში მისი გამაღიზიანებელი დამანეკროზირებელი გავლენის გამო . პრეპარატის ხსნარის შემთხევევით მოხვედრისას კანქვეშ ან კუნთშისაჭიროა შეძლებისდაგვარად ამოწოვილ იქნას კალციუმის ქლორიდი შპრიცის საშუალებით , ხოლოინექციის ირგვლივ გაკეთდეს 1% ნოვოკაინის ხსნარის ინექციები .
გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვაზე .
მკურნალობის პერიოდში უკუნაჩვენებია ავტოტრანსპორტის და სხვა საშიში მექანიზმების მართვა .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება .
კალციუმის ქლორიდი - დარნიცას და კალციუმის არხების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება ,ამცირებს ამ უკანასკნელის მოქმედებას . ქინიდინთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოსპარკუჭშიდა გამტარებლობის შენელება და ქინიდინის ტოქსიკურობის მომატება . საგულე გლიკოზიდებითმკურნალობის დროს კალციუმის ქლორიდი - დარნიცა - ს პარენტერალურად შეყვანა კარდიოტოქსიკურიმოქმედების გაძლიერების გამო , რეკომენდებული არ არის .
შეუთავსებლობა .
პრეპარატი არ შეიძლება შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს .
ვარგისობის ვადა .
5 წელი .
შენახვის პირობები .
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250Cტემპერატურაზე .
შეფუთვა .
5 მლ - 10 ამპულა შეფუთვაში ; 10 მლ – 5 ან 10 ამპულა შეფუთვაში .
გაცემის რეჟიმი
რეცეპტით .
პაკეტებში.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account